შინაარსზე გადასვლა

გერმანული ენა/ანბანი და გამოთქმა

ვიკიწიგნებიდან

თანამედროვე გერმანულ ენაში გამოიყენება ლათინური ანბანის 26 ასო–ნიშანი. გარდა ამისა, დღეს სტანდარტიზებულია ასევე 4 დამატებითი ასო – სამი უმლაუტიანი და ერთიც ე.წ. ესცეტი. ქვემორე ცხრილში მოცემულია გერმანული ანბანი წარმოთქმის წესებით. ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ გერმანული ანბანი (OOG ფაილი 305კბ) და გერმანული უმლაუტები (OOG ფაილი 114KB)

ასო–ნიშანი სახელი წარმოთქმა
A,a წარმოითქმის როგორც ჩვეულებრივი ”ა” (Lampe, Opa), მაგრამ თუ "a"–ს შემდეგ "h" წერია, მაშინ იგი გრძლად წარმოითქმის = ა: (Hahn, Stahl).
B,b წარმოითქმის როგორც ”ბ” (Bahn, Bett). სიტყვის ბოლოს მდებარეობის დროს იკითხება, როგორც ”ფ” (Korb, grob).
C,c გერმანულ სიტყვებში C,c გვხვდება შემდეგ ასოთშეთანხმებებში; Ch, ch (ხ), Sch, sch (შ), Tsch, tsch (ჩ), ck (დაახლ. კ). სხვა დანარჩენ შემთხვევებში იგი (ძირითადად) არაგერმანულ (საკუთარ) სახელებში გვხდება და ისე წარმოთქვამენ როგორც ეს გამსესხებელ ენაშია მიღებული. მაგ.; Carla (იტალ./რომან.) /კარლა/, Caesar (ლათ.) /ცეზა:/, Cinquecento (იტალ) /ჩინკვეჩენტო/, Balance (ფრანგ.) /ბალა:ნს/ და ა. შ.

ბერძნულ და ლათინურ ნასესხობებში იშვიათი გამონაკლისის (Chemie, China, Chirurg) გარდა წარმოითქმის როგორც 'ქ' (Chaos, Charakter, Chronik, Chor). სხვა ენებიდან ნასესხებებ სიტყვებს კი ისე წერენ და წარმოთქვამენ, როგორც ეს მსესხებელ ენებშია მიღებული; ინგლისური ”ჩ” Check, Charter, ფრანგული ”შ” - Chance, charmant, Champignon). ჩვეულებრივ გერმანულ სიტყვებში თუ ”сh”-ს წინ ან უკან უძევს 'i' ან 'e' ხმოვანი , ასევე რომელიმე უმლაუტიანი ხმოვანი, მაშინ იგი წარმოითქმის როგორც დაახლ. საშუალო 'შ'-სა და 'ჰ'-ს შორის. ხმოვნების 'a' ან 'u' წინ ან უკან მეზობლობაში კი 'ch'-ს წარმოთქვამენ უფრო როგორც 'ხ'-ს .

D,d წარმოითქმის როგორც ”დ” (Dame, denken). როდესაც სიტყვის ბოლოშია, ხანდახან წარმოითქმის როგორც ”თ” (blöd, Mund, Bad).
E,e ჩვეულებრივ წარმოითქმის როგორც ”ე” (ernst, denken). თუ მას ორი თანხმოვანი მოსდევს წარმოითქმის მოკლედ, (Bettler, hell) ხოლო თუკი მას "h" მოსდევს გრძლად იკითხება, ანუ როგორც ”ე:” (zehn, weh).
F,f წარმოითქმის როგორც ლათინური ”F, f” (დაახლოებით ისე, როგორც ქართული ”ფ”, Fahne, fenster). ეს ბგერა ქართულში ფაქტიურად არ არსებობს, მაგრამ გარკვეულ ბგერათა კომბინაციაში, განსაკუთრებით ჩქარი არტიკულირებისას, მეტყველების ნაკადში ზოგჯერ მაინც ისმის როგორც "φ". მაგ.; ათქეფ
G,g წარმოითქმის როგორც ჩვეულებრივი ქართული ”გ” (gut, groß). თუ სიტყვა "g"–ზე ბოლოვდება, ხან წარმოითქმის დაახლოებით როგორც "ი"/ი, ხანაც როგორც ”ქ” წარმოითქმის; როგორც "ი"/ი წარმოითქმის, თუკი სიტყვა -ig–ზე დაბოლოვდება, ხოლო –ag–ზე, –eg–ზე, og–ზე, ან ug–ზე დაბოლოვებული სიტყვების ბოლოკიდური კი როგორც ”ქ” წარმოითქმის. 1. "ი"/ი = -ig– richtig, wichtig 2. ”ქ” = –ag: lag, mag, Tag, Sag mal. –eg: weg, og–, ug: klug. საერთოდ –g–ზე დაბოლოებული სიტყვები გერმანულში წარმოითქმება როგორც "ქ". გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი რეგიონი, სადაც წარმოითქმება როგორც "ხ". მაგ.; "Tag" ისმის ბონის მიდამოებში როგორც "თა:ხ".
H,h წარმოითქმის როგორც ”ჰ” (haben, Hexe). თუკი "h" რომელიმე ხმოვანს მოსდევს, მაშინ იგი მის წინამდებარე ხმოვნის დააგრძელებს.
I,i წარმოითქმის როგორც ”ი” (Kind, ich). თუკი მას "h" მოსდევს, დააგრძელებს მას. = ი: მაგ.; ihn, ihrem.
J,j ოტ წარმოადგენს ნახევარხმოვანს. ყოველთვის სხვა რომელიმე ხმოვანთან მეზობლობაშია და გარკვევით მხოლოდ ისმის. ანუ ja – ჲა = ja, Januar. je – ჲე = jeder, jener. jo – ჲო = Joch, jodeln, ju – ჲუ = Juli, jung და ასევე კიდევ ერთი სიტყვა – din, რომლის წარმოთქმა ხმოვანთა ქართულისათვის მეტად უჩვეულო კომბინირების გამო თავიდან ლამის ყველას უჭირს და მცდარად რუსულ ю-სავით წარმოთქვამს. ასო–ნიშან J,j–ის ერთ–ერთი თავისებურებაა ისიც ნასესხებ სიტყვებში ისე წაიკითხება როგორც გამსესხებელ ენებში კითხულობენ. მაგ,; ინგლისურიდან ნასესხებ სიტყვებში (Jazz, Jeep, Jet, Job, Jogging, Jump, Jungle) წავიკითხავთ როგორც –ს, ფრანგულიდან ნასესხებ სიტყვებში (Journal, Juri, justieren) წავიკითხავთ როგორც –ს, ესპანურიდან ნასესხებ (Junta, Jerez) სიტყვებში წავიკითხავთ როგორც –ს.
K,k წარმოითქმის, როგორც ქართული ”ქ” (Kind, kurz), ხოლო ”ck” უფრო ქართულ ”კ”–ს წააგავს (Ecke, erschrecken). ასოთშეთანხმება ”ck”–ს დიდი ვარიანტი არ გააჩნია, რადგან მისით ყოველთვის სიტყვის ფუძე მთავრდება.
L,l ძალიან წააგავს ქართულ დიალექტებში არსებულ ე.წ. რბილ ”ლ”-ს (lang, leben).
M,m წარმოითქმის როგორც ქართული ”მ” (Messer, Mohn).
N,n წარმოითქმის როგორც ქართული ”ნ” (nach, neben).
O,o ჩვეულებრივ შემთხვევაში იკითხება, როგორც ”ო” (doch, Sofa). ორი თანხმოვნის წინ მოკლეა, ხოლო როცა ო-ს შემდეგ წერია გრძელდება o:. (offen, wohnen).
P,p იკითხება, როგორც ”ფ”. (Papa, perfekt).
Q,q ეს ასო ყოველთვის ”u”-სთან ერთადაა კომბინაციაში და ერთად , როგორც ”ქვ” (quer, Gequake, Quadrat).
R,r იმისდა მიხედვით გერმანიის რომელ მხარეში (ან რომელ გერმანულენოვან ქვეყანაში) ხართ ”r” წარმოითქმის სხვადასხვანაირად, ან როგორც ”რ” ან ”ღ”. თუმცა ეს ასო-ბგერა სცენიდან და ტელეეკრანიდან ძირითადად ჟღერს როგორც ”ღ”, ანუ თუ მას ხმოვანი მოსდევს წაიკითხავენ როგორც ”ღ”, ხოლო თუ თანხმოვანი მოსდევს იგი მუნჯდება. სიტყვის ფუძის ბოლოში კი ”r” წარმოითქმის როგორც ”ა”, მაგრამ ერთგვარად მსუყედ. (Rache – /ღახე/, Krähe – /ქღეე/, Arbeit – /ა:ბაით/ მაგრამ; Pfeffer - /ფφეφა/, Messer - /მესსა/)
S,s ხმოვნების წინ იკითხება, როგორც ”ზ” (Sofa, Söhne). ”t” და ”p”-ს წინ სიტყვის დასაწყისში - როგორც ”შ” (Stahl, spät). "sch" ასოთშეთანხმებისას ერთობლივად იკითხება, როგორც ”შ” (Schule, falsch), -dsh, dsch და -tsch კომბინაციისას კი - "თჟ", ან "ჩ" (Deutsch, Matsch). სხვა შემთხვევებში - როგორც "ს" (Lust, Ast).
T,t ჩვეულებრივ, წარმოითქმის როგორც ”თ” ან ”ტ” (Tier, Talent), ხოლო -tion დაბოლოებისას - ”ციონ” (Nation, Portion).
U,u h-ს წინ მდებარეობისას ”uh” - იკითხება როგორც ”უ:” (Kuh, Stuhl). დანარჩენ შემთხვევებში - ”უ” (Hut, dunkel).
V,v აუ გერმანულ წარმოშობის სიტყვებში წარმოითქმება ისე როგორც ასო ”F,f” ანუ "φ". (Vater, vier, wieviel), ნასესხობებში კი როგორც ”ვ”. მაგ.; Verb, Volumen, და ა. შ. როგორც ”ვ” წავიკითხავთ ასევე -vieren –ზე დაბოლოებულ ზმნებს. მაგ.; reservieren, promovieren და ა. შ.
W,w იკითხება, როგორც ”ვ” (warm, schwer).
X,x ქს წარმოითქმის როგორც ”ქს” (Hexe, Text).
Y,y პსილონ ეს ასო ძალიან იშვიათად გამოიყენება. 'იპსილონი', ანუ მოკლე 'ი' სიტყვაში იმას მიანიშნებს, რომ ეს სიტყვა ნასესხებია. იგი წარმოითქმის როგორც უმლაუტიანი ”უ”, მაგრამ ძალზე მოკლედ და ერთგვარი მოსხლეტით, (Xylofon, Ypsilon).
Z,z ეტ ყოველთვის იკითხება, როგორც ”ც” (zwischen, zehn).


დამატებითი ასოები

[რედაქტირება]

დამატებითი ასოები სხვადასხვა მიზეზთა (მაგ. საჭირო ფონტების არ ქონა) გამო შეიძლება ჩანაცვლებულ იქნან მათი ფონეტიკური ვარიანტებით


ასო–ნიშანი სახელი ფონეტიკური ვარიანტები და წარმოთქმა
Ä,ä; ა უმლაუტით ფონეტიკური ვარიანტი - ae .

წარმოითქმება როგორც ”ე:” Äpfel, kämme. h-ს წინ მდებარეობისას წარმოითქმება გრძლად ”ე:”. საერთოდ უმლაუტიანი ასო–ბგერები ისედაც გრძლად წარმოითქმება.

Ö,ö; ო უმლაუტით ფონეტიკური ვარიანტი - oe.

წარმოითქმება; საარტიკულაციო აპარატს მოვამზადებთ ქართული ბგერა 'ო'-ს წარმოსათქმელად, ვაფიქსირებთ პირს ამ მდგომარეობაში და 'ო'-ს ნაცვლად ვამბობთ 'ე:'-ს. მაგ.; hören, stören. h-ს წინ მდებარეობისას ö წარმოითქმება გრძლად ”ოე:”. საერთოდ უმლაუტიანი ასო–ბგერები ისედაც გრძლად წარმოითქმება.

Ü,ü; უ უმლაუტით ფონეტიკური ვარიანტი - ue.

წარმოითქმება; საარტიკულაციო აპარატს მოვამზადებთ ქართული ბგერა 'უ'-ს წარმოსათქმელად, ვაფიქსირებთ პირს ამ მდგომარეობაში და 'უ'-ს ნაცვლად ვამბობთ 'ი :'-ს. მაგ.; kürzer, Münze. h-ს წინ მდებარეობისას ü წარმოითქმება გრძლად ”უი :”. საერთოდ უმლაუტიანი ასო–ბგერები ისედაც გრძლად წარმოითქმება.

ß ესცეტი ფონეტიკური ვარიანტი - ss.

გვხვდება სიტყვის (ან სიტყვის ფუძის) ბოლოს, გვხვდება ასევე სუფიქსებში ('miß-', '-ßig') და წარმოითქმის როგორც ”სს” (heiß, dreißig). ასო ”ß”–ს დიდი ვარიანტი არ გააჩნია.