განხილვა:TCP/IP/TCP/IP მიმართვა
თემის ჩამატება1. კომპიუტერს ქსელთან შეერთებამდე შესაძლებელია არ ქონდეს მისამართი და ის მიიღოს შესაბამისი სერვისიდან, უმეტეს შემთხვევაშიც ასეც ხდება
Avtandil.pangani 20:19, 12 აპრილი 2010 (UTC)
DNS მომსახურება
[რედაქტირება]"თორმეტ რიცხვიანი სახელების დამახსოვრება, სახელების დამახსოვრებაზე ბევრად ძნელია ."
რომელ თორმეტ რიცხვზეა საუბარი?
"სახელები გამოიყენებიან TCP/IP მისამართებისათვის და მათ ქვიათ დომენები."
აბსოლუტურად არასწორია - TCP/IP მისამართი არ არსებობს, ამასთან მაღლა ვიძახით რომ დამისამართებისათვის გამოიყენება რიცხვები და არა სახელები.
აგრეთვე დომენები ქვია სულ სხვა რამეს!
დომენი არის საიდენტიფიკაციო იარლიკი ავტორიზაციისათვის, რომელიც გამოიყენება ინტერნეტის სამართავად და ეფუძნება დომენური სახელების მართვის სისტემას.
"w3schools.com არის დომენის სახელი."
რა არის .com, .net, .ge და ა. შ.?
ამასთან რამოდენიმე დომენს შესაძლებელია ქონდეს ერთი და იგივე IP მისამართი, და წარმოიდგინეთ - პირიქითაც!
გაუგებარია:
"როდესაც თქვენი ვებ გვერდის მისამართია, მაგალითად ასეთი : http://www.w3schools.com, DNS(Domain Name Server-დომენის სახელის სერვერი) პროცესის დროს ის გარდაიქმნება რიცხვებად."
DNS-ი პროცესია?
რომელ რიცხვებად გარდაიქმნება, ფიბონაჩის?
DNS სერვისი კონკრეტული ჰოსტის ტექსტურ სახელს გარდაქმნის ამ სახელის შესაბამის IP მისამარში. შესაბამისობები გაწერილია და დარეგულირებულია გარკვეული წესით.
"Domain Name Server-დომენის სახელის სერვერი" - დარწმუნებული ხართ?
თუ
Domain Name System - დომენური სახელების სისტემა?
[Domain_Name_System | DNS] - არის კომპიუტერების, სერვისების, ინტერნეტში ან ლოკალურ ქსელში ჩართული რესურსების სახელების იერარქიული სისტემა. ის ასოცირდება მონაწილისათვის დამახასიათებელ სხვადასხვაა ინფორმაციასთან. უფრო მნიშვნელოვანია, რომ იგი განსაზღვრავს ქსელური რესურსების დამისამართებისათვის გამოყენებული ორობით იდენთიფიკატორებსა და ადამიანისათვის ადვილად დასამახსოვრებელი სახელების შესაბამისობას. და ა. შ.
ეეჰ!
Avtandil.pangani 20:18, 12 აპრილი 2010 (UTC)
გაუგებრობა
[რედაქტირება]"TCP/IP იყენებს 4 რიცხვს კომპიუტერის მისამართად."
კომპიუტერი სადმე უნდა მიიმართოს?
კომპიუტერების დამისამართებისათვის (ან იდენტიფიცირებისათვის) გამოიყენება 4 ერთმანეთისაგან გამიჯნული ბაიტის კომბინაცია.
4 რიცხვის შემთხვევაში მე, უცოდინარმა ადამიანმა, შესაძლებელია წარმოვიდგინო 234, 789, 1000000 და 5103 რიცხვებიც.
ბაიტის შემთხვევაში, კი ვერ გავცდები 0 - 255 ზღვარს, ხოლო თუ ესეც არ ვიცი, მაშინ მართებული იქნებოდა ამის მითითებაც,
ანუ შემდეგი ფრაზა:
"თითოეულ კომპიუტერს უნდა ქონდეს უნიკალური 4 რიცხვიანი მისამართი. რიცხვები შედგებიან 0-დან 255-მდე"
უფრო გასაგებად მეჩვენება ასე:
თითოეული კომპიუტერის მისამართი უნიკალურია და განისაზღვრება 4 ბაიტიანი ჯგუფით. ერთი ბაიტის რიცხვითი წარმოდგენა შესაძლებელია 0-დან 255-მდე
Avtandil.pangani 20:19, 12 აპრილი 2010 (UTC)
აააა...გასაგებია...მეთქი რაღაც დაამატა წიგნსთქო და ამას აქ განხილვები დაუწერია...თუ ასეთი განათლებული ხარ ჩაასწორე განხილვების წერაში რომ კარგავ დროს--Gnome 08:25, 15 აპრილი 2010 (UTC)