RSS/RSS სინტაქსი

ვიკიწიგნებიდან
< RSS

როგორ მუშაობს RSS?[რედაქტირება]

RSS გამოიყენება ვებ გვერდების შემცველობის გამოსაქვეყნებლად.
RSS-თან ერთად, ჩვენ ვარეგისტრირებთ ჩვენ შემცველობას აგრეგატორებით.
ასე რომ, იმისათვის რომ ვიყოთ ამის ნაწილი: პირველ რიგში, შევქმნათ RSS დოკუმენტი და დავამახსოვროთ ის .xml გაფართოებით. შემდეგ, ავტვირთოთ ფაილი ვებ გვერდზე. შემდეგ, დავარეგისტრიროთ RSS აგრეგატორით. ყოველდღე აგრეგატორი მოძებნის რეგისტრირებულ ვებ გვერდებს RSS დოკუმენტისათვის, დაამტკიცებს ბმულს და გამოსახავს ინფორმაციას წყაროს შესახებ. ისე რომ კლიენტებს შეეძლებათ მათთვის საინტერესო ბმულზე გადასვლა.
________________________________________

RSS დოკუმენტის მაგალითი[რედაქტირება]

RSS დოკუმენტები იყენებენ თვით-აღწერას და უბრალო სინტაქსს.
შევხედოთ RSS დოკუმენტის მაგალითს:

<?xml version="1.0" encoding="ISO-8859-1" ?>
<rss version="2.0">
<channel>
  <title>W3Schools Home Page</title>
  <link>http://www.w3schools.com</link>
  <description>Free web building tutorials</description>
  <item>
    <title>RSS Tutorial</title>
    <link>http://www.w3schools.com/rss</link>
    <description>New RSS tutorial on W3Schools</description>
  </item>
  <item>
    <title>XML Tutorial</title>
    <link>http://www.w3schools.com/xml</link>
    <description>New XML tutorial on W3Schools</description>
  </item>
</channel>
</rss>

პირველი ხაზი დოკუმენტში - XML დეკლარაცია - განსაზღვრავს XML ვერსიას და სიმბოლოთა კოდირებას. ამ ნაწილში დოკუმენტი ადასტურებს XML-ის 1.0 სპეციფიკაციას და იყენებს ISO-8859-1 სიმბოლოთა კოდირებას.
შემდეგი ხაზი არის RSS დეკლარაცია, რომელიც განსაზღვრავს რომ, ეს არის RSS დოკუმენტი.
შემდეგი ხაზი შეიცავს <channel> ელემენტს. ეს ელემენტი გამოიყენება RSS feed აღწერისათვის.
<channel> ელემენტს აქვს სამი აუცილებელი ქვე ელემენტი:

  1. <title> - განსაზღვრავს არხის სათაურს
  2. <link> - განსაზღვრავს არხზე ჰიპერ ბმულს
  3. <description> - აღწერს არხს

თითოეული <channel> ელემენტს შეუძლია ქონდეს ერთი, ან მეტი <item> ელემენტი.
თითოეულ <item> ელემენტი განსაზღვრავს სტატიას, ან ისტორიას RSS feed-ში.
<item> ელემენტს აქვს სამი აუცილებელი ქვე ელემენტი:

  1. <title> - განსაზღვრავს პუნქტის სათაურს
  2. <link> - განსაზღვრავს პუნქტის ჰიპერ ბმულს
  3. <description> - აღწერს პუნქტს

საბოლოოდ, ბოლო ორი ხაზი ხურავს <channel> და <rss> ელემენტებს.
________________________________________

კომენტერები RSS-ში[რედაქტირება]

RSS-ში კომენტარების დაწერის სინტაქსი არის HTML-ის ანალოგიური:

<!-- This is an RSS comment -->

________________________________________

RSS დაწერილია XML-ში[რედაქტირება]

რადგან RSS არის XML, გავითვალისწინოთ შემდეგი:

  • ყველა ელემენტს უნდა ქონდეს დამხურავი ტეგი
  • მთავრულის გათვალისწინება
  • ელემენტები უნდა მოექცენ ბუდეში, ისე როგორც საჭიროა
  • ატრიბუტის მნიშვნელობა ყოველთვის უნდა იყოს ციტირებული