NewTek LightWave 3D/სტანდარტული ობექტები

ვიკიწიგნებიდან

ნულოვანი ოიექტების დახმარებით ჩვენ შევძლებთ სტანდარტული ობიექტების შემქნას, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება Layout-ის სხვადასხვა ინტრუმენტებთან მუშაობისას.

სტანდარტული ობიექტების შექმნა[რედაქტირება]

1.გადავიდეთ ჩანართ Items-ზე და Add პანელზე ავირჩიოთ ინტრუმენტი Null(სურ. 271).

2.ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანაჯრა Build Null Object(სურ. 272). ობიექტს დავარვათ სახელი და ვიმოქმედოთ OK ღილაკზე. შეიქმნება ნულოვანი ობიექტი.

3.ეკრანის ქვედა ნაწილში ვიმოქმედოთ ღილაკზე Properties, ან კლავიატურაზე არსებულ P ღილაკზე(სურ. 273). გაიხსნება ფანჯარა Object Properties.

4.ჩანართში Geometry(გეომეტრია), ჩამოსაშლელ მენიუში Add Custom Object (სტანდარტული ობიექტის დამატება) ავირჩიოთ ობიექტი Ruler(სახაზავი)(სურ. 274).

5.სიაში Custom Object(სტანდარტული ობიექტი) თაგუნას მარცხენა ღილაკით ორჯერ ვიმოქმედოთ Ruler Z Axis(Z ღერძის სახაზავი)-ზე(სურ. 275).

6.გამოსულ ფანჯარაში პარამეტრები დავტოვოთ ისე როგორც არის.
7.გადავიდეთ Right პროექტირების ფანჯარაში.
8.ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ ღილაკზე Stretch. პროექტირების ფანჯარაში გავწელოთ ნულოვანი ობიექტი. თაგუნას მიმთითებლის მარცხნივ გადაადგილებისას სახაზავი ვიწროვდება, ხოლო მარჯვნივ გადაადგილებისას იწელება(სურ. 276).

...სხვა ობიექტით შეცვლა[რედაქტირება]

1.შევქმნათ ნულოვანი ობიექტი.
2.ჩამოსაშლელ მენიუში Replace ავირჩიოთ ბრძანება Replace With Object File(სურ. 277).

3.ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ობექტი. Layout ნულოვან ობიექტს შეცვლის არჩეული ობიექტით.

LEVEL-OF-DETAIL OBJECT REPLACEMENT[რედაქტირება]

1.Modeler-ში შევქმნათ სამი სფერო(სურ. 278). პირველს უნდა ჰქონდეს 48 გვერდი და 24 სეგმენტი, მეორეს - 24 გვერდი და 12 სეგმენტი, ხოლო მესამეს კი 12 გვერდი და :6 სეგმენტი. ყველა დანარჩენი პარამეტრი დავტოვოთ ისე, როგორც არის მოცემული(სურ. 278).

2.შევინახოთ პირველი სფერო სახელით LOD-HiRes.lwo, მეორე სფერო სახელით LOD-MidRes.lwo, ხოლო მესამე სფერო სახელით LOD-LowRes.lwo.
3.Layout-ში ჩავტვირთოთ ფაილი LOD-HiRes.lwo.
4.ობიექტი LOD-HiRes.lwo გადავაადგილოთ Z ღერძის მიმართულებით 10 მეტრზე.
5.გასაღებური კადრის შესაქმნელად ვიმოქმედოთ Enter ღილაკზე.
6.გადავიდეთ 60-ე კადრზე.
7.ობიექტი LOD-HiRes.lwo გადავაადგილოთ Z ღერძის მიმართულებით 2 მეტრზე.
8.ვიმოქმედოთ ღილაკზე Properties. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Object Properties.
9.Geometry ჩანართში, ჩამოსაშლელ მენიუში Object Replacement ავირჩიოთ ბრძანება Level-of-Detail Object Replacement.
10.ვიმკოქმედოთ ჩამოსაშლელი მენიუს გვერდზე განთავსებულ Options ღილაკზე, რათა გავხსნათ Level-of-Detail Object Replacement-ის პარამეტრების დიალოგური ფანაჯრა(სურ. 279).

11.პირველ ველში Beyond Distance მივუთითოთ 4 მეტრი და ვიმოქმედოთ ღილაკზე
Enter. ეს იმას ნიშნავს რომ, როგორც კი ობიექტი მოშორდება კამერას 4 მეტრით, იგი შეიცვლება სხვა ობიექტით.
12.ვიმოქმედოთ ღილაკზე Use Object. გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ავირჩიოთ ობიექტი LOD-MidRes.lwo. და ვიმოქმედოთ Enter ღილაკზე.
13.Beyond Distance მეორე ველში მივუთითოთ 7 მეტრი.
14.შევასრულოთ მე-12 ნაბიჯი და ჩავტვირთოთ ფაილი LOD-LowRes.Iwo.