NewTek LightWave 3D/პრიმიტივები

ვიკიწიგნებიდან

მხოლოდ წერტილებითა და პოლიგონებით მოდელების შექმნა ცუდი გადაწყვეტილებაა. მაგალითად, წერტილებითა და პოლიგონებით, ელემენტარული კუბისა და სფეროს შექმნაზე ძალიან დიდი დრო წავა. საბედნიეროდ ყველა სამგანზომილებიან რედაქტორში არსებობს მთავარი გეომეტრიული ფიგურების ადვილად შექმნის საშუალება. 3D სამყაროში ცილინდრებს, სფეროებს, პარალელეპიპედებს და კონუსებს ეწოდებათ პრიმიტივები(სურ. 82).

შესაძლოა ვიფიქროთ რომ ჩვენ არ გამოგავდგება ეს ფიგურები და ვერ შევძლებთ მათი დახმარებით რთული ობიექტის შექმნას, მაგრამ სინამდვილეში ისინი მართლაც ხშირად დაგვჭირდება და ხშირად ხელს შეგვიწყობენ სამუშაოს შესრულებაში. მაგალითად, შენობა ფორმით მოგვაგონებს მართხკუთხედს. ამ პრინციპით შესაძლებელია შევქმნათ კუბი და გავწელოთ იგი, შემდეგ კი სხვადასხვა ზომის პარალელეპიპედების საშუალებით შევქმნათ ფანჯრები, კარები, მოაჯირი. სინამდვილეში მივიღებს კუბებისგან შექმნილ ქოხს(სურ. 83). ეს მეთოდი ასევე მიღებულია დიდი, მაღალდეტალური მოდელების შესაქმნელად.

პარალელეპიპედის შექმნა[რედაქტირება]

  • გადავიდეთ ჩანართზე Create (შექმნა) და ინსტრუმენტების პანელზე ვიმოემედოთ Box (კუბი) ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Shift+X ღიალკების კომბინაციაზე. ამ პრინციპით ჩვენ გავუშვებთ ინსტრუმენტს Box.
  • ზედხედში ვიმოქმედოთ თაგუნას მარცხენა ღილაკით იმ ადგილას საიდანაც უნდა დაიწყოს კუბის ზედა მარცხენა მხარე(სურ. 84). ამი შემდეგ გადავიტანოთ მიმთითებელი ზედხედის იმ ნაწილში სადაც კუბის მარჯვენა ზედა ნაწილი უნდა განთავსდეს(სურ. 85).
  • Back პროექტირების ფანჯარაში ვიმოქმედოთ ღია ცისფერ მარკერზე და თაგუნას მარცხენა ღილაკზე თითის აუშვებლად გადავაადგილოთ მიმთითებელი სასურველი მიმართულებით(სურ. 86).


  • კუბის საბოლოოდ შესაქმნელად პროექტირების ნებისმიერ ფანჯარაში მარკერი გადავაადგილოთ მარცხნივ.
  • ვიმოქმედოთ ღილაკზე Box, ან კლავიატურაზე არსებულ Shift+X ღილაკების კომბინაციაზე, იმისათვის რომ დავხუროთ ინსტრუმენტი Box.

ყველა პრიმიტივს გააჩნია პარამეტრების რიგი, რომელთა საშუალებითაც განისაზღვრება მისი ხედი და შემადგენელი ელემენტების რაოდენობა. ეს პარამეტრები იმყოფება ფანჯარაში Numeric.

NUMERIC ფანჯრის პრიმიტივზე გამოყენება[რედაქტირება]

  • გადავიდეთ ჩანართზე Create, ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ ღილაკზე Box, ან კლავიატურაზე არსებულ Shift+X ღილაკების კომბინაციაზე.
  • Modeler ინტერფეისში შევასრულოთ მენიუს ბრძანება Windows -> Numeric Options Open/Close (ფანჯრები -> რიცხვითი პარამეტრების გახსნა/დახურვა)(სურ. 87).

სეგმენტების შექმნა დიალოგურ რეჯიმში[რედაქტირება]

  • შევქმნათ პარალელეპიპედი.
  • Numeric ფანჯარაში მივუთითოთ სეგმენტების რაოდენობა(სურ 88).

ზოგიერთ პრიმიტივებთან მუშაობისას, ჩვენს ხელში იქნება მარკერებისა და პარამეტრების დიდი რაოდენობა, ამასთან ობიექტის პარამეტრების შეცვლას შევძლებთ Numeric ფანჯრის საშუალებით. ვცადოთ და გამოვიყენოთ ინსტრუმენტები Ball (ბურთი), Disc (დისკი), Соnе (კონუსი), Capsule (კაფსულა), Platonic (მრავალკუთხედი), Tetrahedron (ტეტრაედრი),Octahedron (ოქტაედრი), Icosahedron (იკოსაედრი), Super Quadratic (მულტიკვადრატული), Ellipsoid (ელიპსოიდი).