NewTek LightWave 3D/ნაწილაკთა სისტემის შექმნა

ვიკიწიგნებიდან

ნაწილაკთა სისტემის შექმნა[რედაქტირება]

1.სცენაზე დავამატოთ ნულოვანი ობიექტი სახელით Emitter.
2.გავხსნათ ობიექტის თვისებების ფანჯარა.
3.Dynamics ჩანართში, მენიუში Add Dynamic ავირჩიოთ პუნქტი Emitter .
4.FX_Emitter ობიექტის თვისებების ფანჯრის გამოსაჩენად მოვნიშნოთ სტეკში არსებული პუნქტი : FX Emitter 3 particles(სურ. 314).

5.ბოლო კადრის ველში შევიყვანოთ მნიშვნელობა 150 და ვიმოქმედოთ OK ღილაკზე.
6.ვიმოქმედოთ Play ღილაკზე.
7.Generator Size X ველში შევიყვანოთ მნიშვნელობა 200მმ და ვიმოქმედოთ Enter ღილაკზე, რათა განვსაზღვროთ ობიექტ Ermitter-ის ზომა X ღერძის მიმართულებით.
8.გავიმეოროთ მე-7 ნაბიჯი Y და Z ღერძების მიმართულებით(სურ. 315).

9.გადავიდეთ ჩანართზე Particle.
10.ველში Life Time(Frame) შევიყვანოთ 150. ეს იმას ნიშნავს რომ თითოეული ნაწილაკი გამოისახება 150 კადრის მანძილზე.
11.გადავიდეთ ჩანართზე Motion.
12.ველში Vector(m/s) Y შევიყვანოთ მნიშვნელობა 500მმ და ვიმოქმედოთ Enter ღილაკზე. ამით განვსაზღვრავთ ნაწილაკების ვერტიკალურ სიჩქარეს.
13.ველში Explosion(m/s) შევიყვანოთ მნიშვნელობა 2 და ვიმოქმედოთ Enter ღილაკზე. ნაწილაკები გაიფანტებიან მას შემდეგ რაც ისინი ზემოთ აიწევენ.

გრავიტაციის შექმნა[რედაქტირება]

1.შევასრულოთ 1-3 ნაბიჯები, მხოლოდ Emitter-ის მაგივრად ობიექტს დავარქვათ Gravity და Dynamics მენიუში ავირჩიოთ Gravity.
2.ველში Gravity(m/s^2) Y შევიყვანოთ მნიშვნელობა -1 და ვიმოქმედოთ ღილაკზე Enter(სურ. 316).