NewTek LightWave 3D/მუშაობა სამგანზომილებიან სივრცეში

ვიკიწიგნებიდან

სამგანზომილებიანი ანიმაციის შექმნის პირველი ეტაპი - ეს არის ელემენტის გადაადგილება, ან ზომის შეცვლა, მაგრამ სანამ ჩვენ დავიწყებთ ობიექტების გადაადგილებას, აუცილებელია შევისწავლოთ სამგანზომილებიან სივრცეში მუშაობის საფუძვლები. Layout ინტერფეისში, თითოეულ განზომილებას გააჩნია საკუთარი ღერძი. რისი დახმარებითაც ჩვენ შევძლებთ ობიექტის გადაადგილებას. X (+Х და -X) ღერძით გადაადგილება, ნიშნავს ობიექტის მარჯვნივ და მარცხნივ გადაადგილებას, Y (+Y და -Y) ღერძით გადაადგილება, ნიშნავს ობიექტის ზემოთ და ქვემოთ გადაადგილებას, ხოლო Z (+Z და -Z) ღერძით გადაადგილება, ნიშნავს ობიექტის წინ და უკან გადაადგილებას(სურ. 245).

Layout ინტერფეისში მდებარეობს ინსტრუმენტების რიგი, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ გადავაადგილოთ ობიექტები ღერძების მიმართულებით. მაგალითად, Rotate (ტრიალი) ინსტრუმენტთან მუშაობისას, რომელიც მდებარეობს ინსტრუმენტების პანელზე (სურ. 246), გამოიყენება რამოდენიმე სხვა ღერძები. ასე, ღერძი Н (კურსი, +Н და -Н) პასუხს აგებს ობიექტის მარჯვნივ და მარცხნივ მობრუნებაზე, ღერძი Р (დახრილობა, +Р და -Р) პასუხს აგებს ობიექტის ზემოთ და ქვემოთ დახრაზე, ხოლო ღერძი В (გადაღობვა, +В და -В) პასუხს აგებს ობიექტის მარჯვნიდან და მარცხნიდან გადაღობვაზე(სურ. 247).


  • გადავიდეთ Items ჩანართზე და ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ Null ღილაკზე.
  • გამოსულ ფანჯარაში ობიექტს დავარქვათ სახელი და ვიმოქმედოთ OK ღილაკზე.
  • გავააქტიუროთ ინსტრუმენტი Move (გადაადგილება). ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ შექმნილ ობიექტს გაუჩნდება სამი ღერძი(სურ. 248).

  • პროექტირების ფანჯრის ნებისმიერ ადგილზე თაგუნას მარცხენა ღილაკზე თითის აუშვებლად გადავაადგილოთ კურსორი. მივაქციოთ ყურადღება იმას , რომ კურსორის წინ და უკან გადაადგილებისას, ობიექტი მოძრაობს Z ღერძის მიმართულებით, ხოლო კურსორის მარჯვნივ და მარცხნივ გადაადგილებისას კი X ღერძის მიმართულებით.
  • თაგუნას მარჯვენა ღილაკზე თითის აუშვებლად კურსორის წინ და უკან გადაადგილებისას, ობიექტი გადაადგილდება Y ღერძის მიმართულებით.
  • იმისათვის რომ ობიექტი დავაბრუნოთ თავდაპირველ მდგომარეობაში, ვიმოქმედოთ Modify ჩანართში, ინსტრუმენტების პანელზე არსებულ Reset(დაბრუნება) ღილაკზე(სურ. 249).

  • ინსტრუმენტ Rotate-ის გასაშვებად, ინსტრუმენტების პანლზე ვიმოქმედოთ Rotate ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Y ღილაკზე. ახლა ნულოვანი ობიექტი მდებარეობს სხვადასხვა ფერის წრეებდ შორის (სურ. 250). ისინი განსაზღვრავენ მიმართულებებს, რომელი მიმართულებითაც უნდა იმოძრაონ ობიექტებმა თავიანთი ცენტრის გარშემო.

ინსტრუმენტების მარკერები უნიკალურია. მათი ხედი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ინსტრუმენტი გამოიყენება მიმდინარე დროს. ხაზები და ისრები მიგვანიშნებენ იმას, რომ გამოიყენება ინსტრუმენტი Move, ხაზები კვადრატული ბოლოებით მიგვანიშნებენ იმას, რომ გამოიყენება ინსტრუმენტი Stretch, ხოლო წრეები მიგვანიშნებენ იმაზე რომ გამოიყენება ინსტრუმენტი Rotate.