NewTek LightWave 3D/დროსთან მუშაობა

ვიკიწიგნებიდან

განვიხილოთ დროსთან მუშაობა და გავიგოთ თუ რამდენად აუცილებელია იგი ანიმაციის შექმნისას. მაგრამ დასაწყისისთვის აუცილებელია წარმოვიდგინოთ, როგორ გამოყურება სცენა და რამდენ ხანს გრძელდება ვიდეო რგოლი. შემდგომში ნებისმიერი ანიმაცია შეიქმნება ვიდეოს ან კომპიუტერის სხვადასხვა საშუალებებით.თითოეული საშუალება ხასიათდება განსაზვრული კადრების ცვლილების სიხშირით, ან წამში კადრების რაოდენობით. NTSC ვიდეო სისტემა(აშშ-ს სტანდარტი) მუშაობს 30 კადრი წამში სიხშირით, ევროპაში უფრო პოპულარულია PAL სისტემა, რომელიც მუშაობს 25 კადრი წამში სიხშირით, ხოლო ყველა ფილმი ნაჩვენებია 24 კადრი წამში სიხშირით. კომპიუტერზე შექმნილი ვიდეოს სიხშირე განსხვავებულია და დამოკიდებულია დასმულ პარამეტრებზე. როგორც კი განისაზღვრება საშუალება, რომელიც გამოიყენება ვიდეოსათვის, აუცილებელია გამოვთვალოთ შესაქმნელი ანიმაციის სიგრძე. მაგალითად, თუ საჭიროა ათ წამიანი ანიმაციის შექმნა, რომლის სიხშირე იქნება 30 კადრი წამში, მაშინ აუცილებელია შევქმნათ 300 კადრი. Layout-ში დრო წარმოდგენილია სახაზავის ხედით, რომელზეც გადაადგილდება კადრების მიმთითებელი. ის მოძრაობს გზაზე, რომელზეც დასმულია ციფრები და შტრიხები(სურ. 251). თითოეული შტრიხი შეესაბამება განსაზღვრულ კადრს, ხოლო ციფრები ემსახურებიან კადრების ნომრების მითითებას. ამას გარდა კადრის მიმთითებელზე გამოისახება ანიმაციის მიმდინარე კადრის ნომერი. რათა მისი მუშაობა იყოს უფრო ეფექტური, აუცილებელია შეიქმნას ორი პარამეტრი - საწყისი და ბოლო კადრი.

საწყისი და ბოლო კადრების მითითება[რედაქტირება]

  • თაგუნას მარცხენა ღილაკით ორჯერ ვიმოქმედიოთ ველზე, რომელიც განთავსებულია კადრების ზოლის მარცხენა მხარეს(სურ. 257). ეს შესაძლებელია იყოს ნებისმიერი მთელი რიცხვი.

  • ამ ველში მნიშვნელობა დავტოვოთ 0 და ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ Enter რილაკზე.
  • ორჯერ ვიმოქმედოთ ველზე, რომელიც განთავსებულია, ანიმაციის ზოლის მარჯვენა მხარეს(სურ. 258). გამოსახული რიცხვი შეესაბამება ბოლოს გამოსახული კადრის ნომერს.

  • ამ ველში შევიყვანოთ რიცხვი 90 და ვმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ Enter ღილაკზე.

მიმდინარე კადრის ნომრის შეცვლა[რედაქტირება]

  • თაგუნას მარცხენა ღილაკზე თითის აუშვებლად, კადრების მიმთითებელი გადავაადგილოთ ანიმაციის ზოლზე.
  • კლავიატურაზე არსებული F ღილაკით გავხსნათ დიალოგური ფანაჯრა Go to Frame (...კადრზე გადასვლა)(სურ. 259). ამ ფანჯარაში გამოისახება მიმდინარე კადრის ნომერი.

  • რათა გადავიდეთ განსაზღვრულ კადრზე, ველში შევიყვანოთ მისი ნომერი და ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ Enter ღილაკზე. მიმთითებელი გამოსახავს ჩვენს მიერ დასმული კადრის ნომერს.

კადრების მიმთითებლის ნიშნულის შეცვლა[რედაქტირება]

  • ვიმოქმედოთ ღილაკზე General Options, ან კლავიატურაზე არსებულ O ღილაკზე. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Preferences(სურ. 260).

  • ჩამოსაშლელ მენიუში Frame Slider Label (კადრების მიმთითებლის ნიშნული) ავირჩიოთ სასურველი გამოსახვის ტიპი, მაგალითად SMPTE Timecode(სურ. 261). მიმთითებლის ნიშნული 0 შეიცვალა ნიშნულით 0:00:00:00(სურ. 262).