NewTek LightWave 3D/ბადის კონფიგურაცია

ვიკიწიგნებიდან

ბევრ მხატვარს უყვარს სცენის ”მასშტაბში” შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ობიექტი, რომლებიც მონაცილეობენ სცენაში, სრული სიზუზსტით ემთხვევიან მათ რეალურ პროტოტიპებს. სცენის მასშტაბს განსაზღვრავს სცენის ბადის კვადრატი, ამიტომ შემცირებულ ობიექტებთან მუშაობისას გონივრულია გამოვიყენოთ პატარა ნაბიჯებიანი ბადე. მაგალითად, სცენაზე, სადაც რწყილი ხტუნაობს მაგიდაზე, შეგვიძლია შევქმნათ 5 მილიმეტრიანი ნაბიჯი, ამასთან რწყილის გადაადგილება და განვლილი მანძილი იქნება სრულიად რეალური. სხვა მხრივ, როდესაც კოსმოსური გამანადგურებელი უტევს კრეისერს, გონივრულია შევქმნათ 5 კილომეტრიანი ნაბიჯი, რადგან ობიექტების სიჩქარე იყოს სრულიად რეალური.

ნაბიჯის შეცვლა LAYOUT ინტერფეისში[რედაქტირება]

  • შევასრულოთ მენიუს ბრძანება Edit -> Displey Options.
  • ფანჯარაში Preferences (კონფიგურაციები) გაიხსნება ჩანართი Display Options.
  • Grid Square Size (ბადის უჯრედების ზომა) ველში შესაძლებელია შევიყვანოთ ახალი მნიშვნელობა, ან ველის გვერდით არსებული ისრების საშუალებით შევამციროთ, ან გავზარდოთ მიმდინარე მნიშვნელობა. მაგალითად, შევიყვანოთ 2 მმ(სურ. 40).

  • ამის შემდეგ პროექტირების ფანჯრები განახლდება, იმისათვის რომ გამოსახოს შეტანილი ცვლილებები, ხოლო ინფორმაციული რიცხვითი ველის ქვეშ არსებულ Grid (ბადე) ფანჯარაში გამოისახება ახალი ნაბიჯი(სურ. 41).

ბადის შეცვლა MODELER ინტერფეისში[რედაქტირება]

  • თუ გვსურს რომ შევამციროთ ბადის ნაბიჯი ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ < ღილაკზე.
  • თუ გვსურს რომ გავზარდოთ ბადის ნაბიჯი ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ > ღილაკზე.
  • ბადის ნაბიჯის ნებისმიერი ცვლილება ავტომატურად გამოისახება ეკრანზე.

Modeler-ში ბადე უსასრულოა - ჩვენ ვერასდროს დავინახავთ მის საზღვრებს. როგორც არ უნდა შევცვალოთ მასშტაბი, როგორც არ უნდა მოვაახლოვოთ, ან დავაშოროთ გამოსახულება, ბადე უცვლელი რჩება. გაჩუმების პრინციპით ბადის ზომა არიას - 10x10. ის დაყოფილია სექციებად, იმ პრინციპით, რომ თითოეულში მდებარეობს 10 უჯრედი. სურვილისდა მიხედვით შესაძლებელია უჯრედების რაოდენობის შეცვლა, თუმცა რედაქტორში მაქსიმალური ზომა არ უნდა სცილდებოდეს 100x100-ს.

ბადის შეცვლა MODELER ინტერფეისში[რედაქტირება]

  • შევასრულოთ მენიუს ბრძანება Edit -> Displey Options.
  • ფანჯარაში Preferences (კონფიგურაციები) გაიხსნება ჩანართი Display Options.
  • ჩამოსაშლელ მენიუში Grid Type (ბადის ტიპი), ავირჩიოთ ბადის სასურველი ზომა, მაგალითად, 40X40(სურ. 42).