Microsoft Visual C Sharp/ობიექტების გამოყენება

ვიკიწიგნებიდან

ჩვენ მოგზაურობას პროგრამირების სამყაროში დავიწყებთ ობიექტების ორიენტაციის მიმოხილვით, რის შემდეგადაც გადავალთ C#-ზე ამ პრინციპების რეალიზაციაზე. ობიექტების შესაქმნელად ჩვენ გამოვიყენებთ უკვე ენაში არსებულ და მონაცემთა აღწერისათვის, გამოსახულებისათვის, სტრიქონებისათვის, მთელი რიცხვებისათვის და შემთხვევითი მიმდევრობისათვის გამოყენებად ტიპებს. ტიპები შეიცავენ მონაცემებს და ფუნქციებს. ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ ოთხ ფუნქციას - კონსტრუქტორებს, თვისებებს, ოპერატორებს და მეთოდებს. ასევე ეკრანზე გამოსული ინფორმაციის ფორმატირების ბაზურ პრინციპებს.

2.1. ობიექტებში შესავალი[რედაქტირება]

რა არის ობიექტი? ასეთი კითხვა საკმაოდ ხშირია და სრულიად შესაძლებელია ამ კითხვაზე პასუხის მიღება. ობიექტები არიან პროგრამის ქვაკუთხედები, ისინი შექმნილნი არიან პროგრამირების თანამედროვე ენებზე, მაგალითად - C#-ზე. ამ ენების დანიშნულებაა, ერთმანეთთან თანამოქმედი ობიექტების განსაზღვრული წესით ურთიერთქმედება.


2.2. ობიექტების ფორმალიზაცია[რედაქტირება]

განვიხილოთ ობიექტების უფრო ფორმალური განსაზღვრა, რამდენადაც ისინი გამოიყენებიან პროგრამაში.

ობიექტი
ობიექტი პროგრამაში წარმოადგენს განსაზღვრული გაგების რეალიზაციას. ობიექტი წარმოადგენს ფუნქციებთან და გაგებასთან, ასევე სხვა ობიექტებში შემავალ მონაცემებთან დაკავშირებულ მონაცემთა კრებულს, რომელთანაც მას სრული კონფიგურაციებით გააჩნია წვდომა.