MAXScript/ცვლადების დანიშვნა

ვიკიწიგნებიდან

როდესაც შეგვყავს სტრინგები, MAXScript გამოსახავს მათ და ივიწყებს წინაზე გამოსახულ სტრინგებს. იმისათვის რომ MAXScript-მა დაიმახსოვროს სტრინგის მნიშვნელობები, დავნიშნოთ ისინი ცვლადებად.
MAXScript-ში ცვლადების დანიშვნის გენერალური სინტაქსი:

variable_name = variable_value


variable_name იწყება ანბანური სიმბოლოებით, ან ”_” სიმბოლოთი, რომელიც მოყვება ნებისმიერ რიცხვით სიმბოლოს. variable_value შესაძლოა იყოს სტრინგი, რიცხვი, ან სხვა ნებისმიერი რამ.

სტრინგის ცვლადად დანიშვნა[რედაქტირება]

1.MAXScript-ის ფანჯარაში შევიყვანოთ შემდეგი ოპერატორი :

mystring = "This is my string."


MAXScipt დააბრუნებს სტრინგის ცვლადის მნიშვნელობას.

2.ახლა ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ამ სტრინგის ცვლადს, ცვლადის სახელის მითითებით : შევიყვანოთ mystring.
MAXScript დააბრუნებს ისევ სტრინგის ცვლადის მნიშვნელობას :

ეს კეთდება ახალი სტრინგის შეყვანაზე სწრაფად. MAXScript ინახავს ამ სტრინგს, მანამ სანამ გახსნილი გვაქ სტრინგის ფანჯარა, ან მანამ სანამ არ შევცვით ცხვლადის მნიშვნელობას.

არსებულ ცვლადზე ახალი მნიშვნელობის დანიშვნა[რედაქტირება]

1.შევიყვანოთ: mystring = "This is not your string."
MAXScript ახლა დააბრუნებს mystring-ის ახალ მნიშვნელობას.

2. ახლა როდესაც ჩვენ მივუთითებთ mystring-ს, MAXScript გამოიყენებს ახალ მნიშვნელობას. შევიყვანოთ mystring:
MAXScript ახლა დააბრუნებს ახალი ცვლადის მნიშვნელობას :

შენიშვნა : MAXScript არ განასხვავებს დიდი და პატარა ასოებით დაწერილ ცვლადების სახელებს.