HTML/HTML სურათები
სურათის ტეგი და Src ატრიბუტი
[რედაქტირება]HTML-ში სურათები განისაზღვრებიან <img> ტეგით. <img> ტეგი არის ცარიელი, რაც იმას ნიშნავს რომ ის შეიცავს ატრიბუტებს და არ გააჩნია სასრული ტეგი. იმსათვის რომ გვერდზე გამოისახოს სურათი, უნდა გამოიყენოთ src ატრიბუტი. Src ნიშნავს "source"(წყარო)-ს. Src ატრიბუტის მნიშვნელობა არის გვერდზე გამოსასახავი სურათის URL. სურათის განსაზღვრის სინტაქსია:
<img src="url">
URL ნიშნავს ადგილს, სადაც სურათია შენახული. სურათი სახელად “Hyper Text Markup Language” მდებარეობს wikibooks/ka/thumb/e/ee დირექტორიაში საიტზე http://ka.wikibooks.org/ და მისი მისამართია :
http://upload.wikimedia.org/wikibooks/ka/thumb/e/ee/Hyper_Text_Markup_Language.png/250px-Hyper_Text_Markup_Language.png
ბრაუზერი სურათს დებს იქ, სადაც ტეგია მითითებული. თუ თქვენ ჩადებთ სურათის ტეგს ორ პარამეტრეს შორის, მაშინ ბრაუზერი აჩვენებს ჯერ პირველ ტეგს, მერე სურათს და ბოლოს მეორე ტეგს.
Alt ატრიბუტი
[რედაქტირება]Alt ატრიბუტი გამოიყენება სურათის "alternate text"(ალტერნატიული ტექსტი)-სათვის. Alt ატრიბუტის მნიშვნელობა არის ავტორისადმი დაწერილი ტექსტი :
<img src="boat.gif" alt="Big Boat">
Alt ატრიბუტში შეყვანილი ტექსტი გამოჩნდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი ვერ გახსნის სურათს. Alt ატრიბუტის ჩასმა მოსახერხებელია, რადგან ზოგ მომხმარებელს აქვს text-only ბრაუზერი.
ბაზური ჩანაწერები - სასარგებლო წვრილმანები
[რედაქტირება]თუ HTML ფაილი შეიცავს 10 სურათს, 11 ფაილი მოთხოვნილია გვერდის სწორად გამოსახვისათვის. სურათების ჩამოტვირთვას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ ერთ ფაილში ბევრი სურათის არსებობა არ არის რეკომენდირებული.
სურათის ტეგები
[რედაქტირება]სურათის ტეგები
|