HTML/ბაზური HTML ტეგები

ვიკიწიგნებიდან

სცადე შენით - მაგალითები[რედაქტირება]

ეს მაგალითი არის ძალიან უბრალო HTML მაგალითი, HTML ტეგების მინიმუმით. ეს არის დემონსტრაცია იმისა თუ როგორ გამოისახება სხეულის ელემენტში ჩასმული ტექსტი.
http://www.w3schools.com/html/tryit.asp?filename=tryhtml_basic

<html>
<body>
ბრაუზერზე გამოსახულია სხეულის ელემენტის შიგთავსი
</body>
</html>

ეს მაგალითი აკეთებს იმის დემონსტარციას, თუ როგორ გამოისახება ბრაუზერში პარაგრაფ ელემენტში ჩასმული ტექსტი.
http://www.w3schools.com/html/tryit.asp?filename=tryhtml_paragraphs1

<html>
<body>
<p>ეს არის პარაგრაფი.</p>
<p>ეს არის პარაგრაფი.</p>
<p>ეს არის პარაგრაფი.</p>
<p>პარაგრაფის ელემენტები გამოისახებიან p  ტეგით.</p> 
</body>
</html>

სათაურები[რედაქტირება]

სათაურები განისაზღვრებიან <h1>-დან <h6>-მდე ტეგებით. <h1> განსაზღვრავს ყველაზე დიდ სათაურს. <h6> განსაზღვრავს ყველაზე პატარა სათაურს.

<h1>ეს არის სათაური</h1>
<h2>ეს არის სათაური</h2>
<h3>ეს არის სათაური</h3>
<h4>ეს არის სათაური</h4>
<h5>ეს არის სათაური</h5>
<h6>ეს არის სათაური</h6>

HTML ავტომატურად დაამატებს დამატებით ცარიელ სტრიქონს, სათაურამდე და სათაურის შემდეგ.

პარაგრაფები[რედაქტირება]

პარაგრაფები განსაზღვრულნი არიან <p> ტეგით.

<p>ეს არის პარაგრაფი</p>
<p>ეს არის სხვა პარაგრაფი</p>

HTML ავტომატურად დაამატებს დამატებით ცარიელ სტრიქონს პარაგრაფამდე და პარაგრაფის შემდეგ.

ხაზის გაწყვეტა[რედაქტირება]

<br> ტეგი გამოიყენება, როდესაც გნებავთ ხაზის გაწყვეტა და ახალ ხაზზე გადასვლა, მაგრამ არ გნებავთ ახალი პარაგრაფის დაწყება. <br> ტეგი გაწყვიტავს ხაზს იქ, სადაც მას განათავსებთ.

<p>ეს <br> არის პარა<br>გრაფი ხაზის გაწყვეტით</p>

<br> ტეგი არის ცარიელი ტეგი. მას არ აქვს სასრული ტეგი.

კომენტარები HTML-ში[რედაქტირება]

კომენტარების ტეგი გამოიყენება HTML კოდში კომენტარების ჩასასმელად. ბრაუზერი იგნორირებას გაუკეთებს კომენტარს. თქვენ შეგიძლიათ კოდის ასახსნელად გამოიყენოთ კომენტარები, რომლებიც დაგეხმარებიან სამომავლოდ ამავე კოდის რედაქტირებისას.

<!-- ეს არის კომენტარი -->

კომენტარი უნდა მიუთითოთ ფრჩხილის გახსნის შემდეგ და არა დახურვის შემდეგ.

ბაზური ჩანაწერები - გამოყენებადი წვრილმანები[რედაქტირება]

როდესაც წერთ HTML ტექტს, თქვენ დარწმუნებული ვერასდროს იქნებით, თუ როგორ გამოისახება ტექსტი სხვადასხვა ბრაუზერებში. ზოგიერთს აქვს დიდი მონიტორი, ზოგიერთს პატარა. ტექსტი ყოველთვის გარდაიქმნება ეკრანის ზომის შეცვლისას. არასდროს ჩაამატოთ ცარიელი ხაზები, სიცარიელეები სიტყვებს შორის და ა.შ.
HTML შეკვეცავს სიცარიელეებს სიტყვებს შორის. სიცარიელის ნებისმიერი რაოდენობა ითვლება ერთად. ზოგიერთი დამატებითი ინფორმაცია : HTML-ში ახალი ხაზი ითვლება ერთ სიცარიელედ.
ცარიელი სტრიქონების ჩასმისათვის ცარიელი პარაგრაფების <p> გამოყენება ცუდი აზრია. გამოიყენეთ <br> ტეგი. მაგრამ არ გამოიყენოთ <br> ტეგი სიების გასაკეთებლად.
ალბათ გაგიგიათ რომ პარაგრაფის დაწერა შესაძლებელია ტეგის დახურვის გარეშე </p>. არ დაიჯეროთ ეს.
HTML ავტომატურად დაამატებს დამატებით ცარიელ სტრიქონებს ზოგიერთ ელემენტამდე და ელემენტის შემდეგ, როგორც პარაგრაფამდე და პარაგრაფის შემდეგ, ან სათაურამდე და სათაურის შემდეგ.
ჰორიზონტალური ხაზის გასასმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტეგი <hr>.

ბაზური HTML ტეგები[რედაქტირება]

ცხრილის სახელი
ტეგი აღწერა
<html> საზღვრავს HTML დოკუმენტს
<body> საზღვრავს დოკუმენტის სხეულს
<h1>-დან <h6>-მდე საზღვრავს 6 ტიპის სათაურს
<p> საზღვრავს აბზაცს
<br> წყვიტავს ხაზს
<hr> ამატებს ჰორიზონტალურ ხაზს
<!--> საზღვრავს კომენტარებს