შინაარსზე გადასვლა

Graphisoft ArchiCAD/3.2. პროექტის რეკვიზიტები

ვიკიწიგნებიდან

რეკვიზიტის იდეა

[რედაქტირება]

პროექტის რეკვიზიტებში შედის:

  • ფენები
  • ფენების კომბინაციები
  • კალმები
  • ხაზების ტიპები
  • ჩრდილების ნიმუშები
  • მრავალფენიანი კონსტრუქციები
  • გადახურვა
  • ზონების კატეგორიები
  • ქალაქები

პროექტში განსაზღვრული ყველა რეკვიზიტი, ინახება პროექტის ფაილში და ხელმისაწვდომია ArchiCAD-ის ყველა ინსტრუმენტი. შესაძლოა რეკვიზიტის ერთი პროექტიდან მეორე პროექტზე გადაგზავნა, პერკვიზიტების მენეჯერის დახმარებით.

ფენები და ფენების კომბინაციები

[რედაქტირება]

ArchiCAD-ში პროექტის ელემენტების ლოგიკური დაყოფისათვის, ისევე როგორც ავტომატიზირებული პროექტირების სხვა მრავალ სისტემაში, გამოიყენება ფენების იდეა. ფენებთან მუშაობის პრინციპის გასაგებად ისინი უნდა გათანასწორდნენ კალკების ფენებით ერთმანეთზე დალაგებით, თითოეულზე, რომლიდანაც გამოსახულია ერთი ტიპის ელემენტების კრებული, მაგალითად, ერთ ფენაზე - შენობის გარე კედლები, მეორეზე - შიდა დანაწევრება, მესამეზე - ელექტრო გაყვანილობის სქემა და ა.შ. პროექტის შექმნისას თითოეული ელემენტი განთავსდება ამა თუ იმ ფენაზე(სურ. 65).

შესაძლებელია ფენების ხედვადობის გამოყოფილად მართვა. რითაც შესაძლებელია გამოსახული ელემენტის სხვადასხვა კრებულების მიღება. თუმცა, ყველა ფენის ხედვადობის გამოყოფილად მართვა შესაძლოა აღმოჩნდეს საკმაოდ შრომატევადი, მით უმეტეს ფენების დიდ რაოდენობაზე. გადართვების შემცირებისათვის გამოიყენება ფენების კომბინაცია, რაც არის პროექტის ფენების ფიქსირებული შემადგენლობა, რომელთა გამოძახებაც შესაძლებელია მენიუს ბრძანების შესრულებით : Options (პარამეტრები) => Layers (ფენები). ფენების და მათი კომბინაციების მართვა ხდება დიალოგური ფანჯრიდან Layer Settings (ფენების პარამეტრები) (სურ. 66). ეს ფანჯარა იხსნება მენიუს ბრძანებით : Options (პარამეტრები) => Layers (ფენები) => Layer Settings (ფენის კონფიგურაცია), ან ინფორმაციულ პანელზე ღილაკზე მოქმედებით. Layer Settings (ფენების პარამეტრები) დიალოგური ფანჯრის პირველი ნაწილი მართავს პროექტის შემცველ ფენებს. მიმდინარე მდგომარეობა აისახება მართვის ღილაკების მარჯვნივ განთავსებულ ფენების სიაში.

ღილაკები Lock (დახურვა) და Unlock (გახსნა) გამოიყენება ფენების გასახსნელად და დასახურად. ღილაკები Show (ჩვენება) და Hide (დამალვა) მართავენ ფენების ხედვადობას. ფენის მდგომარეობის შესაცვლელად სიაში უნდა ვიმოქმედოთ მასზე თაგუნას მარცხენა ღილაკით, რის შემდეგადაც უნდა ვიმოქმედოთ ფენების მდგომარეობის შეცვლის სასურველ ღილაკზე. Select All (სრული მონიშვნა) ღილაკი გამოიყენება სიაში ყველა ფენის მოსანიშნად, ხოლო Deselect All (მონიშვნის გაუქმება) ღილაკი კი სიაში ყველა ფენის მონიშვნის გაუქმებისათვის. ფენების მდგომარეობის შეცვლის ღილაკების გარდა, შესაძლებელია ფენების სახელების გასწვრივ არსებული პიქტოგრამების გამოყენება. პიქტოგრამა გამოიყენება ფენის გახსნა/დახურვისათვის. პიქტოგრამა გამოიყენება ფენის ჩვენება/ დამალვისათვის. განხილულია, ასევე ფენების 3D ფანჯარაში კარკასის ხედში ჩვენება. ეს შესაძლებელია პიქტოგრამის დახმარებით(სურ 67).

New (ახალი) და Delete (წაშლა) ღილაკები გამოიყენება ახალი ფენების შესაქმნელად და არსებული ფენების წასაშლელად. New (ახალი) ღილაკეზე მოქმედებით გაიხსნება დიალოგური ფანჯარა New Layer (ახალი ფენა)(სურ. 68), რომელშიც მიეთითება ფენის სახელი.

Clear (გასუფთავება) ღილაკი გამოიყენება, სიაში მონიშნული ფენების და მასზე დამოკიდებული პროექტის ელემენტების წასაშლელად. ფენების სიის ქვემოთ განთავსებულია რიცხობრივი და ტექსტური ველები, რომელთა დამხარებით შესაძლებელია არჩეული ფენის სახელის, გაფართოების და ჯგუფის ნომრის შეცვლა.
Layer Settings (ფენების პარამეტრები) დიალოგური ფანჯრის მარცხენა მხარეს განთავსებულია ფენების კომბინაციების სია. სიის ქვემოთ განთავსებულია New (ახალი), Update (განახლება) და Delete (წაშლა) ღილაკები, რომლებიც გამოიყენება ახალი ფენის დამატებისათვის, განახლებისათვის და წაშლისათვის. ახალი ფენის კომბინაციის შესაქმნელად აუცილებელია ფანჯრის მარცხენა მხარეში დავაკონფიგურიროთ საჭირო ფენის შემცველობა და შემდეგ ვიმოქმედოთ New (ახალი) ღილაკზე. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა New Layer Combination (ფენების ახალი კომბინაცია) (სურ. 69). შევიყვანოთ ფენის კომბინაციის სახელი და ვიმოქმედოთ OK ღილაკზე. ფენების ახალი კომბინაცია განთავსდება სიაში.

კალმები

[რედაქტირება]

ესკიზების შექმნისას ყველა ელემენტის გასარჩევად გამოიყენება ხაზის სისქე და ფერი, ან ArchiCAD-ში მიღებული ტერმინით, კალმები. პროექტის ელემენტებზე სხვადასხვა კალმების გამოყენებით ადვილდება პროექტზე ორიენტაცია. კალმის პარამეტრები ყენდება დიალოგურ ფანჯარაში Pens & Colors (კალმები და ფერები) (სურ. 70), რომლის გახსნაც შესაძლებელია მენიუს ბრძანებით Options (პარამეტრები) => Pens & Colors (კალმები და ფერები).

ეს დიალოგური ფანჯარა აჩვენებს ყველა კალამს და მათ 255 ფერს ცხრილის ხედში. კლამის ასარჩევად საჭიროა ვიმოქმედოთ მის უჯრედზე. უჯრედში გამოჩნდება ექვსკუთხედი, ხოლო ფანჯრის ქვედა ნაწილში გამოჩნდება კალმის ნომერი და სისქე. იმისათვის რომ შევცვალოთ არჩეული კალმის სისქე, ველში Pen Weight (ხაზის სისქე) უნდა შევიყვანოთ ახალი მნიშვნელობა. კალმის ფერის შესაცვლელად, აუცილებელია ორჯერ ვიმოქმედოთ მის უჯრედზე, ან ერთხელ ვიმოქმედოთ ღილაკზე Edit Color (ფერის რედაქტირება) და გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში Edit Color (ფერის არჩევა) ავირჩიოთ ფერი(სურ. 71).

ხაზის ტიპები

[რედაქტირება]

2D ფანჯრებში პროექტის ელემენტის გამოსასახავად შესაძლებელია გამოვიყენოთ ხაზების სხვადასხვა ტიპები, რომელთა არჩევა ხდება ინფორმაციულ ცხრილზე, ან ამავე ფანჯრის ინსტრუმენტების პარამეტრების დიალოგურ ფანჯარაში(სურ. 72). მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს მიმდინარე ხაზის ტიპი და შექმნას ახალი ტიპი.

შტრიხების ნიმუშები

[რედაქტირება]

ArchiCAD-ში შტრიხები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც 2D ფანჯარაში, ასევე 3D ფანჯარაშიც. შტრიხების ნიმუშების არჩევა ხდება დიალოგურ ფანჯრებში არსებულ მენიუში, ან ინფორმაციულ ცხრილზე(სურ. 73). განხილულია შტრიხების ნიმუშების, როგორც რედაქტირება, ასევე ახლის შექმნა.

მრავალფენიანი კონსტრუქციები

[რედაქტირება]

ArchiCAD-ში კედლებს, სახურავებს და გადაფარვებს გააჩნიათ მრავალფენიანი კონსტრუქცია. თითოეულ ფენას შესაძლოა გააჩნდეს საკუთარი ფენა და სისქე. მრავაფენიანი კონსტრუქცია შესაძლოა შეიცავდეს რვამდე ფენას. ეს მრავალფენიანი კონსტრუქციების ინსტრუმენტების პარამეტრები, დიალოგურ ფანჯრებში გამოისახებიან, როგორც შტრიხების ტიპები(სურ. 74). კედლის, სახურავის და გადაფარვის შემცველი შტრიხების ხარისხში მრავალფენიანი კონსტრუქციის არჩევისას, კონსტრუქციული ელემენტის სისქე აღარ არის რედაქტირებადი და ხდება მრავალფენიანი კონსტრუქციის ტოლი.

გადაფარვა

[რედაქტირება]

ArchiCAD-ში რეალისტური გამოსახულებების შესაქმნელად, ყველა კონსტრუქციულ ობექტებს და ელემენტებს უნდა ჰქონდეთ რეალური თვისებების მქონე გადაფარვა. ArchiCAD-ის კომპლექტში არსებობს ტიპური გადაფარვების ბიბლიოთეკა. ამას გარდა ArchiCAD ფლობს ყველა საჭირო საშუალებას არსებული გადაფარვის რედაქტირებისათვის და ამასთან ახლის შექმნისათვის.

ზონების კატეგორიები

[რედაქტირება]

ზონების კატეგორიები ემსახურებიან შენობების ლოგიკურ გაერთიანებას. ამას გარდა ზონების კატეგორიების დანიშნულება იძლევა ზონირებული ობიექტის წარმოდგენის საშუალებას: კვარტეტები, ოფისები, შენობები და ა.შ.

ქალაქები

[რედაქტირება]

ArchiCAD-ში შექმნადი პროექტები შესაძლოა დავუკავშიროთ გეოგრაფიული კოორდინატებით ერთ-ერთი ქალაქის არჩევას. ეს საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ობიექტის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის თვისებები. მომხმარებელს შეუძლია არსებული სიიდან არა მხოლოდ ქალაქის არჩევა, არამედ საკუთარის შექმნა, საკუთარი კოორდინატებით.

რეკვიზიტების მენეჯერი

[რედაქტირება]

რეკვიზიტების მენეჯერი გამოიყენება რეკვიზიტების კოპირებისთვის ერთი ფაილიდან მეორეში. ამას გარდა ის პროექტის რეკვიზიტების დუბლირების და წაშლის საშუალებას იძლევა.
რეკვიზიტების მენეჯერის გახსნისათვის უნდა შევასრულოთ მენიუს ბრძანება Options (პარამეტრები) => Attribute Manager (რეკვიზიტების მენეჯერი), რის შემდეგ გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Attribute Manager (რეკვიზიტების მენეჯერი)(სურ. 75).

ამ ფანჯარას გააჩნია ათი ჩანართი, ცხრა მათგანი ხსნის გზას რეკვიზიტების ტიპების რეკვიზიტებთან, ხოლო ბოლო მეათე კი პროექტის ყველა რეკვიზიტთან. ფანჯრის მარცხენა მხარეში მოყვანილია მიმდინარე პროექტის რეკვიზიტები, ხოლო მარჯვენაში სხვა ფაილის, რომლის არჩევა შესაძლებელია Open (გახსნა) ღილაკზე მოქმედებით. რეკვიზიტების სიებს შორის მდებარეობს ღილაკები, რომლებიც ფაილიდან ფაილში რეკვიზიტების კოპირების, გადაწერის, წაშლის და დამატების საშუალებას იძლევიან. რეკვიზიტების სიის ქვემოთ მდებარეობს ველი, რომელშიც შესაძლებელია შეიცვალოს სიაში არჩეული რეკვიზიტის რამოდენიმე პარამეტრი:

  • ფენა - სახელი, ხედვადობა და გახსნადობა
  • ფენების კომბინაციები - დასახელება
  • კალამი - ფერი და სისქე
  • ხაზის ტიპები - დასახელება და მასშტაბი
  • შტრიხების ნიმუშები - სახელი და ელემენტების სხვადასხვა ტიპებთან თავსებადობა
  • მრავალფენიანი კონსტრუქციები - სახელი და ელემენტების სხვადასხვა ტიპებთან თავსებადობა
  • გადაფარვა - სახელი, ფერი და ტექსტურა
  • ზონების კატეგორიები - კოდი, სახელი, ფერი, ზონის პასპორტის ფაილი
  • ქალაქები - დასახელება, გეოგრაფიული სიგრძე და სიგანე