შინაარსზე გადასვლა

ჭადრაკის წარმოშობის ისტორია

ვიკიწიგნებიდან

ჭადრაკი — ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი. ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი („თეთრი“ და „შავი“ ფიგურებით) კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე ყოველ პარტნიორს აქვს 8 ფიგურა (მეფე, ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი)ჭადრაკი აღმოცენდა როგორც სამხედრო თამაში. უძველესი ინდური ჭადრაკი- ჩატურანგა-ოთხი სახეობის ჯარის ბრძოლის იმიტაცია იყო (,,ჩატურ-ოთხი, ,,ანგა-რაზმი ან ჯარის ნაწილი). დაფაზე ფიგურების წყობა უძველესი ინდური ჯარის სახეობების განლაგების სქემას წააგავდა: ქვეითი ჯარი, მხედრობა, სპილოები, ეტლები... სხვადასხვა სამხედრო დოქტრინის მრავალი ასპექტი თავისებურად აისახა ჭადრაკის თამაშის განვითარების ისტორიაში. თუკი თავდაპირველად მოგებისატვის საკმარისი იყო მოწინაარმდეგის ყველა ფიგურის განადგურება, შემდეგ სამხედრო სტრატეგიის შეცვლასთან ერთად ჭადრაკის თამაშის საბოლოო მიზანიც შეიცვალა. ძველად ომში გამარჯვების საფუძვლად მოწინააღმდეგის რაც შეიძლება მეტი საბრძოლ ერთეულის განადგურება და მისი ტერიტორიის დაპყრობა ითვლებოდა,თანაც, ამას აღწევდნენ მსგავსი სამხედრო შენაერთების საკმაოდ ერთფეროვანი მოქმედებით. დაქუცმაცებული ფეოდალური სამფლობელოებისგან მძლავრი სახელმწიფოების შექმნასთან დაკავშირებით თანდათან მეტ როლს თამაშობს მთავარსარდალი, უფრო სწორედ, როგორც წესი, მეფე-სახელმწიფოს მეთაური. სწორედ წინამძღოლის სიკვდილი (ან მისი ტყვედ ჩავარდნა) ომში ხშირად იგივე იყო, რაც დამარცხება. გარდა ამისა, წარმოქმნილი სახელმწიფოების გაძლიერებასთან ერთად რთულდება არმიის ორგანიზაციის სისტემა, იქმნება მუდმივმოქმედი ჯარები, აუცილებელი ხდება მთელი ძალების კოორდინაცია, სწრაფი მობილიზაცია. ყოველივე ამან გამოხატულება პოვა ჭადრაკის თამაშის ახალ წესებში.ჭადრაკი მიზანი გახდა მეფის შეპყრობა და არა საბრძოლო ერთეულების განადგურება, გაიზადა ფიგურების მოქმედების რადიუსი მატი საბრძოლო შესაძლებლობანი. სამხედრო მოქმედებასა და საჭადრაკო ბრძოლას შორის კავშირი მხოლოდ ზედაპირული ( საილუსტრაციო ან ტერმინოლოგიური) ხასიათისა როდია, მას შეიძლება თვალი მივადევნოთ უფრო ღრმა დონეზე - უშუალოდ წადრაკის კანონების შესწავლის დროს. ტყუილად კი არ იყო ჭადრაკი დიდი მხედართმთავრების საყვარელი თამაში. არსებობს აზრი, რომ ძველ ინდოეთში ჭადრაკი მეთაურთა საწვრთნელ თამაშად ითვლებოდა.

გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება]

ედუარდ გუფელდი, ჭადრაკში დახელოვნების სკოლა.