ძველი რომის ისტორია/პუნიკური ომები
პუნიკური ომების სახელით ისტორიაში შევიდა რომსა და ფინიკიურ ქალაქ კართაგენს შორის ძვ. წ. III - ძვ. წ. II საუკუნე საუკუნეებში. ომებს პუნიკური ეწოდა ფინიკიელების ლათინური სახელიდან გამომდინარე - puni.
პირველი პუნიკური ომის (ძვ. წ. 264 - ძვ. წ. 242) დაწყების მიზეზი იყო დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე ჰეგემონობა. მოცემულ დროს რომაელებმა უკვე მთლიანად დაასრულეს იტალიაში ექსპანსია და სურთად ზღვაზე ბატონობის მოპოვება, მაგრამ მათ არც გამოცდილება ჰქონდათ არც ფლოტი, ხოლო კართაგენი უკვე აკონტროლებდა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დიდ ნაწილს, მას დაპყრობილი ჰქონდა სიცილია, სარდინია, კორსიკა და სამხრეთ ესპანეთი. მიუხედავად ამისა რომაელებმა მოიპოვეს ამ ომში გამარჯვება რის შედეგადაც დაიპყეს სიცილია, თვითონ კართაგენში კი ამ დამარცხებისგან ისე აირია სიტუაცია რომ რომაელებმა უპრობლემოდ დაიკავეს სარდინიაც და კორსიკაც.
მეორე პუნიკური ომი (ძვ. წ. 218 - ძვ. წ. 202) წამოიწყო ცნობილმა კართაგენელმა მხედართმთავარმა ჰანიბალმა. მან თავისი უშველებელი არმიით გადაკვეთა ალპები და დაამარცხა რომაელები რამდენიმე ბრძოლაში, მაგრამ რომის აღება არ უცდია. მიუხედავად ამისა რომაელებმა მოახერხეს აქტიური საბრძოლო მოქმედებების იტალიიდან ჯერ ესპანეთში და ბოლოს კართაგენში გადატანა და ომიც მოიგეს. მეორე ომის შედეგად კართაგენი ძალიან დასუსტდა და დაკარგა ყველა კოლონია.
მესამე პუნიკური ომი (ძვ. წ. 149 - ძვ. წ. 146) დაიწყეს რომაელებმა. ამ ომისკენ აქტიურად მოუწოდებდა რომაელებს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე მარკუს პორციუს კატონი, იგი ყოველ თავის გამოსვლას, ნებისმიერ თემაზე, ასრულებდა სიტყვებით Ceterum censeo Carthaginem esse delendam რაც ნიშნავს - "მე ვფიქრობ რომ, კართაგენი მაინც უნდა გავანადგუროთ". ომის შედეგად კართაგენი მართლაც აიღეს რომაელებმა და გაანადგურეს.
პირველი პუნიკური ომი
[რედაქტირება]პირველი პუნიკური ომი მოხდა ძვ. წ. 264-ძვ. წ. 241 წლებში რომაელებსა და კართაგენს შორის დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობისთვის. ისტორიაში პუნიკური ომების სახელით შევიდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის მომხდარი ძვ. წ. III - ძვ. წ. II საუკუნეებში სამი ომი. რომლებშიც რომაელებმა მოიპოვეს გამარჯვება, ხოლო მესამე პუნიკური ომის შედეგად კართაგენი სრულიად განადგურდა და მისი ტერიტორიები რომს ერგო.
წინაისტორია
[რედაქტირება]III საუკუნისთვის რომაელებმა უკვე მთლიანად დაიმორჩილეს აპენინებზე მაცხოვრებელი ერები, გალების გარდა. ამ დროიათვის მათ უკვე მოგერიებული ჰყავდათ იმ დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი პიროსი ეპიროსიდან. ახლა მათი ინტერესების სფეროში არა მხოლოდ ნახევარკუნძული, არამედ სამხრეთით მდებარე კუნძული სიცილია მოექცა.
სიცილიას აკონტროლებდა რომის მოკავშირე სახელმწიფო კართაგენი, რომელთანაც რომს ოდითგანვე მეგობრობა აკავშირებდა. კართაგენი ამ პერიოდისთვის არაფრით არ ჩამოვარდებოდა რომს. მისი ჰეგემონია ვრცელდებოდა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაზე, ძლიერი ფლოტი კი აკონტროლებდა დასავლეთ ხმელთაშუა ზღვას და მათ უკვე ჰქონდათ კოლონიები სიცილიაში, სარდინიაში, კორსიკაზე და პირენეის ნახევარკუნძულზე.
ამ დროისთვის რომს ჰყავდა კარგად გაწვრთნილი არმია და შედარებით სუსტი ფლოტი. ეს ომი არ გამოირჩეოდა დიდი ბრძოლებით. უმეტესად ხდებოდა ქალაქების ხანგძლივი ალყა, კომუნიკაციებისთვის ბრძოლა და უპრეცედენტო მაშტაბების საზღვაო ბრძოლები. ომის მსვლელობისას რომაელებმა ისწავლეს ახალი ტიპის გემების მშვენებლობა, როგორიცაა კვინკერემები, გეკსერები და გეპტერები. ასევე შეიმუშავეს ყვავებით გემების აბორდაჟზე აღება.
ადრე თუ გვიან ეს ორი სახელმწიფო უნდა დატაკებოდა ერთმანეთს ხმელთაშუა ზღვაში ბატონობის მოსაპოვებლად. ომის დაწყების საბაბად სიცილიაში დაწყებული კონფლიქტი გამოდგა. სირაკუზების ტირან აგაფოკლეს გარდაცვალების შემდეგ, კამკპანიელი დაქირავებული მეომრები უნდა დაბრუნებულიყვნენ იტალიაში. მაგრამ ამის ნაცვლად, ისინი თავს დაესხნენ სიცილიურ ქალაქ მესინას და აიღეს იგი. რეგიუმის მოსახლეობა შეშინდა კამპანიელების თარეშით, და მათ დაცვა და დახმარება რომს სთხოვეს. რომაელებმა გამოგზავნეს 4000 კაციანი გარნიზონი დეციუს იუბელიუს კამპანუსის მეთაურობით. გარნიზონი ცოტა ხანში აჯანყდა და რეგიის მოსახლეობა დაარბია. აჯანყების ჩასახშობად რომაელებმა ჯარები გააგზავნეს. აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ ისინი სამაგალითოდ დასაჯეს, ხოლო ქალაქი მის მკვიდრ მოსახლეობას დაუბრუნეს.
მესინაში გამაგრებული კამპანიელების წინააღმდეგ კი სირაკუზების ახალი ტირანი ჰიერონიმე იბრძოდა. როდესაც კამპენიელები დამარცხების პირას იყვნენ, მათმა ნაწილმა დახმარება კართაგენს სთხოვა, ნაწილმა კი რომს. რომაელები თავდაპირველად ორჭოფობდნენ, ვინაიდან არ ამართლებდნენ კამპანიელებს, მაგრამ მათი არ დახმარება ნიშნავდა კუნძულზე კართაგენის ჰეგემონიას. ამიტომ ძვ. წ. 264 წელს რომაელები დათანხვდნენ დახმარების აღმოჩენაზე, მიუხედავათ იმისა რომ ამით მათ დაარღვიეს ძვ. წ. 306 წლის შეთანხმება, რომლის თანახმად მათ ჯარებს არ უნდა დაედგათ ფეხი სიცილიაზე.
ომის დაწყება
[რედაქტირება]სიცილიაში გაგზავნილ იქნა რაზმი კონსულ აპიუს კლავდიუს კაუდექსის მეთაურობით. მამერტინელებმა ანმასობაში უკვე განდევნეს კართაგენელები და ქალაქი რომაელებს გადასცეს. კართაგენელებმა ჯვარს აცვეს მხედართმთავარი ჰანონი ქალაქის დაკარგვისთვის. კართაგენის ფლოტი სიცილიის ჩრდილოეთ კიდესთან განლაგდა, ხოლო არმია მესინას მახლობლად და დაიწყეს ქალაქის ალყა.
მესინასთან ბრძოლების მიმდინარეობაზე სხვადასხვა ისტორიკოსების მონათხრობი იმდენად განსხვავებულია, რომ მოვლენების მსვლელობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ანეუს ფლორუსი და პავლე ოროზიუსი წერენ, რომ კლავდიუსმა იმდენად მალე წარმოაჩინა თავისი უპირატესობა, რომ ჰიერონიმე შეშინდა და თავი ბრძოლამდე დამარცხებულად სცნო.
პოლიბიუსი წერს ფაბიუს პიქტორზე დაყრდნობით რომ კლავდიუსმა ღამე გადაკვეთა სრუტე მესინასთან, მან ჯერ ელჩები გაგზავნა სირაკუზელებთან და კართაგენელებთან, ქალაქის ალყის მოხსნის მოთხოვნით, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. მაშინ კლავდიუსი ჯერ სირაკუზელებს დაესხა თავს და ცხარე ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა, ღამე კი მათ დატოვეს ბანაკი. მეორე დღეს კი კლავდიუსი კართაგენელებს შეებრძოლა და დაამარცხა.
დიოდორე სიცილიელის ვერსიით რომაელები სირაკუზელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ და თავი ქალაქს შეაფარეს, ღამე კი ჰიერონიმემ ჩათვალა რომ კართაგენელებმა უღალატეს, გადაწვა ბანაკი და სირაკუზებში დაბრუნდა.
ზონარას და დიონის გადმოცემით რომაელთა და სირაკუზელთა ბრძოლაში რომაული მხედრობა დამარცხდა, მაგრამ ქვეითებმა გაიმარჯვეს. ჰიერონიმემ თავი ჯერ მახლობელ მთებს შეაფარა, შემდეგ სირაკუზებში დაბრუნდა. ამის მერე რომაელებმა კართაგენელთა ბანაკს შეუტიეს. ბანაკს ცალი მხრიდან ზღვა იცავდა, მეორე მხრიდან ჭაობი, შუალედში კი კედელი იყო აშენებული. რომაელთა შეტევა წარუმატებლად დამთავრდა და მათ უკან დახევა მოუწიათ, კართაგენელები დაედევნენ, რომაელები შემობრუნდნენ და შეებრძოლნენ. ბრძოლაში კართაგენელები დამარცხდნენ და კლავდიუსის მესინადან წასვლამდე ბანაკიდან გასვლას ვეღარ ბედავდნენ.
უკანასკნელმა ვერსიამ წარმოშვა ჰიპოთეზა, რომ მესინას ალყა ძვ. წ. 263 წლამდე გრძელდებოდა და შემდეგი წლის კონსულმა მანიუს ვალერიუს მაქსიმუსმა გაათავისუფლა ქალაქი. სავარაუდოდ, მისი მეტსახელი მესალაც ამ წარმატებასთანაა დაკავშირებული. სხვა ჰიპოტეზებით, ამ წელს ვალერიუსმა სირაკუზებზე გაილაშქრა. ხოლო კართაგენელების ბანაკს რაც შეეხება ალბათ უკვე სხვა გამაგრებებიდან ვერ ბედავდნენ გასვლას.
შემდეგი საბრძოლო მოქმედებები სიცილიაში
[რედაქტირება]მესინასთვის ბრძოლების შემდეგ მოვლენების ზუსტი აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან იმ დროინდელი ისტორიკოსების მონაყოლები ერთმანეთს არ ემთხვევა. ვარაუდობენ რომ რომაელებმა სცადეს ქალაქ ეხტელას აღება, ასევე სირაკუზებსაც შემოარტყეს ალყა, თუმცა მათი მოქმედებები აღარ იყო უწინდებურად წარმატებული. აპიუს კლავდიუსი კინაღამ ბერძენთა ტყვეობაში მოხვდა და სავარაუდოდ, რეგიიში დაბრუნება მოუწია.
შემდეგი ძვ. წ. 263 წლის კონსულები გახდნენ მანიუს ვალერიუს მაქსიმუსი და მანიუს ოტაცილიუს კრასუსი. ისინი 4 ლეგიონით და დამხმარე ჯარებით სიცილიაში ჩავიდნენ. მათ მოუარეს მთა ეტნას, აიღეს გადრანა და კენტორინი. სხვა ქალაქები კი კეთილი ნებით დაემორჩილნენ. სულ დიოდორეს ცნობებით 67 ქალაქი გადავიდა რომაელთა მხარეს. რომაელები სირაკუზებამდე მისულნი არც იყვნენ, როდესაც გიერონმა ჩათვალა რომ მათთან დაპირისპირებას ზავი ჯობია და კონსულებთან ელჩები გაუშვა. ზღვაზე კართაგენელთა უპირატესობის გამო, რომაულ ჯარებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ მომარაგებაში, ამიტომ მათ აწყობდათ გიერონთან კავშირი და ისინი დათანხვდნენ. სირაკუზებს რომაელთათვის კონტრიბუცია უნდა გადაეხადათ. კონტრიბუციის რაოდენობას სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაერად ასახელებს.
გიერონთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადბის შემდეგ სიცილიაში 4 ლეგიონის ნაცვლად მხოლოდ 2 დარჩა, ხოლო კართაგენელთა სამხედრო კონტიკენტი სიცილიაზე პირიქით - გაიზარდა. თავის ფორპოსტად მათ ქალაქი აგრიგენტუმი აირჩიეს. დასავლეთ სიცილიაში რომაელებსა და კართაგენელებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლები ცალკეული ქალაქებისთვის. დიოდორეს ცნობებით, რომაელები ხანგძლივად და უშედეგოდ ცდილობდნენ მაკელას აღებას. ეგესტა და ალიკა თავისი ნებით გადავიდნენ რომაელთა მხარეს. ილარი, ტირიტი და ასკელი კი რომაელებმა ძალის გამოყენებით აიღეს.
აგრიგენტუმი
[რედაქტირება]პირველი პუნიკური ომის დასაწყისში ქალაქი აგრიგენტუმი წარმოადგენდა კართაგენელთა მთავარ სამხედრო ბაზას. ორივე კონსულმა შეაჩერეს ყველა საბრძოლო მოქმედება და ოთხივე ლეგიონით აგრიგენტუმის ალყას შეუდგნენ.
რომაელები ქალაქიდან 2,5 კმ-ში[1] დაბანაკდნენ. ივნისი იყო და რომაელები მიმოიფანტნენ ხორბლის მოსაგროვებლად. კართაგენელებმა ამით ისარგებლეს და თავს დაესხნენ რომაელებს. ლეგიონები მათმა რკინის დისციპლინამ იხსნა. კართაგენელები დიდი დანაკარგებით უკუაქციეს.
რომაელები ორ ბანაკად დაბანაკდნენ, ერთი ქალაქის დასავლეთით, მეორე სამხრეთ აღმოსავლეთით. ბანაკები თხრილით იყო შეერთებული. პოლუბიუსის თანახმად ალყა 5 თვე გაგრძელდა. რომაელები წარმატებით იგერიებდნენ კართაგენელთა თავდასხმებს. როგორც ჩანს დიდი ბრძოლები არ ყოფილა. აგრიგენტუმში არანაკლედ 50 000 ჯარისკაცი იყო და მშვიდობიანი მოსახლეობა. 5 თვის შემდეგ ქალაქში უკვე სურსათის უკმარისობა იგრძნობოდა. ვინაიდან ქალაქი ზღვისგან მოშორებით იყო, ფლოტით მისი მომარაგება შეუძლებელი იყო. ჰანიბალ გისკო ახერხებდა კართაგენში ელჩების გაგზავნას დახმარების სათხოვნელად. კართაგენიდან მასთან ჰანონი წამოვიდა.
ლილიბეუმში ჩავიდა ჰანონი, დიოდორეს თანახმად მას 50 000 ქვეითი, 6 000 მხედარი და 60 სპილო ჰყავდა. პავლე ოროზიუსის თანახმად მხოლოდ 30 000 ქვეითი და 1 500 მხედარი, ხოლო პოლიბიუსის თანახმად ჰანონს 50 სპილო ჰყავდა.
პოლიბიუსის თანახმად ჰანონის ჯარები ჰერაკლიუმისკენ დაიძვრნენ და აიღეს ერბესი, სადაც რომაელთა სურსათის მარაგი ინახებოდა. ზონარას თანახმად ჰანონი პირდაპირ აგრიგენუმთან მოვიდა. შემდეგ აგრიგენტუმისკენ დაიძვრა, დაამარცხა რომაული მხედრები და დაბანაკდა რომაელებისგან 4 კმ-ში[2]. მტრებს შორის 2 თვე სერიოზული შეტაკება არ მომხდარა. რომაელების მდგომარეობა სურსათის დაკარგვამ ისე დაამძიმა, რომ, რომაელები უკვე ალყის მოხსნაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მათ სირაკუზების ტირანმა ჰიერონიმე IIმ უშველა სურსათით. სურსათის პრობლემის გარდა რომაელთა ბანაკებში ავადმყოფობებიც დაიწყო. ჰანონს კი ქალაქში გაძლიერებული შიმშილი აიძულებდა სწრაფად ემოქმედა.
ბრძოლა ზემოთხსენებული მიზეზების გამო რომაელებსაც აწყობდათ. ორვე არმია ბანაკებს შორის ადგილზე გამოვიდა. კართაგენელი ქვეითები ორ რიგად დადგნენ, მათ შორის კი სპილოები იყვნენ. ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ კართაგენელთა პირველი რიგი გაიფანტა. უკან გაქცეულებმა არეულობა გამოიწვიეს უკანა რიგებში და სპილოებში. კართაგენელთა უმეტესობა დაიხოცა. გადარჩენილებმა ჰერაკლიუმს შეაფარეს თავი. ოროციუსის თანახმად 11 სპილო დაიღუპა, პოლიბიუსის თანახმად უმეტესობა.
დიოდორეს თანახმად ჰანონმა ორი ბრძოლა გამართა და საერთო ჯამში დაკარგა 3 000 ქვეითი და 200 მხედარი, ხოლო ტყვედ ჩავარდა 4 000 ადამიანი. დაიღუპა 8 სპილო და 33 დაიჭრა. შესაძლოა დიოდორე პირველ ბრძოლაში გულისხმობს იმ ბრძოლას რომელიც 2 თვით ადრე გაიმართა ჰანონის ჩამოსვლისთანავე.
ზონარას თანახმად ჯერ კართაგენელები ცდილობდნენ რომაელები გამოეწვიათ საბრძოლველად, შემდეგ კი როდესაც რომაელებს სურსათის პრობლემა გაუჩნდათ, როლები შეიცვალა. ჰანოი ბრძოლაზე აიძულა ქალაქიდან მოსულმა ამბებმა სიმშილის შესახებ. ჰანონმა და ჰანიბალმა მოილაპარაკეს ერთდროულად დასხმოდნნ რომაელებს თავს, მაგრამ კონსულებმა ამის შესახებ შეიტყვეს და ნაწილი ჯარისკაცები ჩაასაფრეს. ჰანონმა შეუტია რომაულ ბანაკს, ამ დროს ჩასაფრებულები დაესხნენ თავს და ჰანონი დამარცხდა. ჰანიბალის შეტევაც წარუმატებელი იყო.
პოლიბიუსის თანახმად ჰანონის დამარცხების შემდეგ, ჰანიბალის არმიამ იმავე ღამეს ჩუმად მიატოვა ქალაქი. რომაელები მხოლოდ არიერგარდს შეებრძოლენ და ქალაქი უბრძოლველად დაიკავეს და გაძარცვეს. ზონარას თანახმად მხოლოდ ჰანიბალი გადარჩა, ხოლო ქალაქში მყოფი მთელი არმია ტყვედ ჩავარდა ან დაიღუპა.
დიოდორეს თანახმად აგრიგენტუმის ალყაში 100 000 რომაელი მონაწილეობდა, მათგან 30 000 ქვეითი და 540 მხედარი დაიღუპა.
საზღვაო ბრძოლები
[რედაქტირება]ლიპარი
[რედაქტირება]ლიპარის კუნძულებთან ბრძოლა ძვ. წ. 260 იყო პირველი პუნიკური ომის პირველი საზღვო ბრძოლა.
აგრიგენტუმის აღების შემდეგ, სიცილიაზე სახმელეთო უპირატესობა რომაელებს ჰქონდათ, ხოლო ფლოტი კი კართაგენის უფრო ძლიერი იყო. რომაელებმა დაიმორჩილეს სიცილიის შიდა ნაწილი, ხოლო ზღვისპირა ქალაქებში კართაგენელები ბატონობდნენ. ამ სიტუაციის შესაცვლელად რომისთვის აუცილებელი იყო ფლოტი. რომაელებმა ააშენეს 100 ხუთგემბანიანი და 20 სამგემბანიანი გემი. რომაელებს გემთა მშენბლობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდათ, ისინი მესინას ბრძოლამდე დატყვევებული ერთადერთი კართაგენული გემის მაგალითზე აშენებდნენ გემებს.
ახალ აშენებულ ფლოტს სათავეში გნეუს კორნელიუს სციპიონი ჩაუდგა. მან მესინასკენ გასცურა 17 გემით, დანარჩენი ფლოტი რამდენიმე დღის შემდეგ უნდა მოსულიყო.
ამ დროს რომაელებს მიეცათ საშუალება ღალატის მეშვეობით ლიპარი ჩაეგდოთ ხელში. სციპიონმა გადაწყვიტა არ დალოდებოდა დანარჩენ ფლოტს და არსებული გემების მესვეობით აეღო ქალაქი. როდესაც პანორმაში მყოფნა ჰანიბალმა შეიტყო სციპიონის ლიპარში ჩასვლის ამბავი, მან გაგზავნა ბოოდესი 20 გემით. ბოოდესმა ღამით ჩაკეტა პორტში რომაული ფლოტი. დაბნეული ჯარისკაცები გამთენიისას ქალაქში გაიქცნენ, ხოლო სციპიონი ტყვედ ჩაბარდა. ამ მოვლენის შედეგად შეარქვეს სციპიონს ასინა, რაც ლათინურად ვირს ნიშნავს.
მილაი
[რედაქტირება]მილაის ბრძოლა იყო პირველი პუნიკური ომის მეორე საზღვაო ბრძოლა.
ლიპარის კუნძულებთან ბრძოლის წაგების შემდეგ ფლოტი გადაებარა გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინას კოლეგას გაიუს დუილიუსს, რომელსაც აქამდე სახმელეთო ჯარები ებარა. ხოლო სახმელეთი ჯარები სამხედრო ტრიბუნებს ჩააბარა. რომაელებმა გააცნობიერეს, რომ მათი გემები ბევრად ჩამოვარდებოდა კართაგენულებს სიჩქარეში და მოქნილობაში, ამიტომ მოიგონეს იარაღი, რომესაც ყვავი შეარქვეს. გემის წინა ნაწილზე მაგრდებოდა მრგვალი ბოძი, რომელზეც მიმაგრებული იყო კიბე. კიბის აწევ დაწევა ბლოკებით ხდებოდა. ამ მოწყობილობით რომაელ ჯარისკაცებს საზღვაო ბრძოლის დროს შეეძლოთ მტრის გემზე გადასხვა და ხელჩართული ბრძოლა.
გაიუს დუილიუსმა შეიტყო რომ კართაგენული ფლოტი ქალაქ მილაისთან დგას და ფლოტით მათკენ გასცურა. კართაგენელები რომაელებს მათი გამოუცდელობის გამო ზერელედ უყურებდნენ, მათ 130 გემი გამოუშვეს რომაელთა დასახვედრათ, იმედით რომ გამარჯვება ადვილი იქნებოდა და არ ჩათვალეს საჭიროდ საბრძოლო განაწესის დაცვა. მათ დაინახეს რომაულ გემებზე აღმართული ყვავები, მაგრამ ვერ მიხვდნენ რა შეიძლება ეს ყოფილიყო. როდესაც ფლოტები ერთმანეთს მიუახლოვდნენ, რომაელები ყვავების მეშვეობით კართაგენულ გემებზე გადავიდნენ და გემბანებზე ხელჩართული ბრძოლები იმართებოდა, რაშიც რომაელები უთუოდ უფრო ძლიერები იყვნენ.
ასე რომაელებმა დაამარცხეს კართაგენელები და ხელში ჩაიგდეს მეთი ფლოტი. კართაგენელთა მეთაურმა ჰანიბალმა ძლივს მოახერხა ნავით გაქცევა. წამოწეული კართაგენული გემები ცდილობდნენ რომაულ გემებს გვერდებიდან ან უკნიდან მიახლოვებულიყვნენ, მაგრამ ყვავები ტრიალის წყალობით ყველა მიმართულებით სახიფათო იყო. პოლიბიუსის თანახმად, ამ ბრძოლაში კართაგენელებმა 50 გემი დაკარგეს.
ჰანიბალი კი დარჩენილი ფლოტით დაბრუნდა კართაგენში, საიდანაც უფრო მრავალრიცხოვანი ჯარით სარდინიაში გადავიდა (ძვ. წ. 258). სარდინიაზე ჰანიბალი რომაელებმა დაამარცხეს, და ამ უკანასკნელმა ფლოტის დაკარგვის შემდეგ თავი კართაგენს შეაფარა, სადაც იგი სიკვდილით დასაჯეს. ხოლო დუილიუსი პირველი მხედართმთავარი გახდა, ვინც ტრიუმფი საზღვაო ბრძოლისთვის მოიპოვა. მას პატივისცემის ნიშნით რომაელებმა მეჩირაღდნე და მესალამურე მიუჩინეს, რომლებიც ქეიფის შემდეგ სახლში აცილებდნენ.
საბრძოლო მოქმედებები სიცილიაში
[რედაქტირება]ზღვაზე გამარჯვებამ რომაელები კიდევ უფრო შეაგულიანა. მათ ეგესტო ალყისგან გაათავისუფლეს და აიღეს მაკელა. რომაელებსა და მათ მოკავშირეებს შორის დავა მოხდა, თუ ვისი დამსახურება იყო მილთან გამარჯვება. ამ დავის გამო მათ ცალცალკე გაშალეს ბანაკები პაროპსა და ტერმას შორის. ჰამილკარი, კართაგენული სახმელეთო ჯარების მხედართმთავარი, მათ მოულოდნელად დაესხა თავს ბანაკის გაშლისას და სხვადასხვა ცნობებით რომაელთა დანაკარგები 4000-დან 6000-მდე იყო.
ძვ. წ. 259 წელს სიცილიაში საომარ მოქმედებებს რომაელთა მხარეს ხელმძღვანელობდნენ კოსულები ლუციუს კორნელიუს სციპიონი და გაიუს აკვილიუს ფლორუსი. კართაგენელებმა აიღეს მაზარა და შეიჭრნენ აღმოსავლეთ სიცილიაში, თუმცა ფლორუსმა ხელი შეუშალა მათ წინსვლას. სციპიონი კი კორსიკაზე საკმაოდ წატმატებულად იბრძოდა. მან ასევე დაამარცხა საზღვაო ბრძოლაში კართაგენელთა ახალი ადმირალი ჰანონი. შემდეგ სციპიონი სარდინიაში გადავიდა, სადაც არანაკლები წარმატებით იბრძოდა და კუნძულის ჩრდილო-დასავლეთი დაიკავა. რომში იგი ტრიუმფით დაბრუნდა.
შემდეგ ძვ. წ. 258 წელს რომაელებმა ახალი კონსულების, ალულუს ატილუს კალატინუსისა და გაიუს სულპიციუს პატერკულუსის მეთაურობით, შეუტიეს პანორმას, სადაც კართაგენელთა ბაზა იყო. კართაგანელებმა ბრძოლა არ მიიღეს, რომაელებს კი არ სურდათ ქალაქის ალყა, ისინი ქალაქ გიპანისკენ გაემართნენ და აიღეს იგი. მათ ასევე ქალაქები მიტისტატი, კამარინა და ენა აიღეს და ლიპარების აღება სცადეს, მაგრამ ჰამილკარმარმა დაასწრო მათ.
ამასობაში კონსული სულპიციუსი სარდინიაში მოქმედებდა. მას აფრიკაში გადასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. კართაგენელებმა კუნძულზე ჰანონი გააგზავნეს, მან დაამარცხა რომაელები, და მათ სარდინიაზე დროებით უკან დახევა მოუწიათ.
ტინდარისის ბრძოლა რომისა და კართაგენს შორის პირველი პუნიკური ომის დროს მომხდარი ერთერთი საზღვაო ბრძოლაა. იგი გაიმართა სიცილიის ჩრდილოეთ ნაპირებთან, ქალაქ ტინდარისთან.
გაიუს ატილიუსი რომაული ფლოტით ქალაქ ტინდარისის ნავთსადგურში იდგა. მან დაინახა უწესრიგოდ მიმავალი კართაგენული ფლოტი. იგი დაედევნა მტრის ფლოტს, თვითონ კი 10 გემით წინ წავიდა, სანამ დანარჩენი გემები ნავსადგურიდან გამოდიოდნენ. როდესაც ეს კართაგენელებმა დაინახეს, შემობრუნდნენ, გარს შემოეხვივნენ ათ გემს და თითქმის ყველა ჩაძირეს, კინაღამ კონსულის გემიც ხელში ჩაიგდეს, რომელმაც სასწაულებრივ დაახწია დაღუპვას თავი, სწრაფმავალობის და კარგი მენიჩბეების წყალობით. ამასობაში დანარჩენი რომაული ფლოტი მოვიდა შემთხვევის ადგილზე. რომაელებმა 8 გემი ჩაძირეს, 10 ტყვეთ ჩაიგდეს, კართაგენის დანარჩენმა ფლოტმა ლიპარებს შეაფარა თავი.
ამ ბრძოლაში წარმატებას ორივე მხარე ითვისებდა. ამის გარდა მეტოქეები კიდევ უფრო დააფიქრა ფლოტის სტრუქტურაზე, რომლითაც შეძლებდა ზღვაზე გაბატონებას.
ომის აფრიკაში გადატანა
[რედაქტირება]ამ რიგად, წინა წლების საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რომაელთა უპირატესობა სიცილიაზე ცხადი გახდა. რომაელთა შემდეგი მიზანი უკვე ლივია იყო. კართაგენელებისთვის ცხადი იყო, რომ, თუ რომაელები ლივიაში გადმოსხდომას შეძლებდნენ, მაშინ ადგილობრივი მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას არ გაუწევდა, ამიტომ კართაგენელებმა მთელი ყურადღება ზღვაზე გადაიტანეს, რათა რომაელთა აფრიკაში გადმოსვლა არ დაეშვათ.
ეკნომის კონცხთან ბრძოლა
[რედაქტირება]კაპე ეკნომუსის ბრძოლა იყო პირველი პუნიკური ომის დროს, საზღვაო ბრძოლა რომის და კართაგენის ფლოტებს შორის, ძვ. წ. 256 წელს, სიცილიის ნაპირებთან, ეკნომუსის კონცხთან, თანამედროვე ლიკატას მახლობლად. მასში მონაწილეთა რაოდენობით (თითო გემზე 300 მენიჩბე და 150 ჯარისკაცი), ეს იყო ანტიკური ეპოქის უდიდესი საზღვაო ბრძოლა.
ომის დაწყებიდან უკცე 8 წელი გავიდა, რომლშიც რომაელებმა დაამტკიცეს თავისი სახმელეთო უპირატესობა და შექმნეს ფლოტი, რომელმაც, უკვე შეძლო კართაგენული გამოცდილი ფლოტისთვის ღირსეული მეტოაქეობის გაწევა. სიცილიაზე 8 წლიანი ომის შემდეგ ორივე მხარე ჩიხში შევიდა, ვინაიდან ორივე მხარე ერთნაერად ძლიერი იყო. ჩიხიდან გამოსასვლელად რომაელებმა გადაწყვიტეს საომარი მოქმედებების ლივიის დაუცველ ნაპირებზე გადატანა.
რომაელებმა მესინაში გადაისროლეს 330[3] გემი. ფლოტს ორივე კონსული, მარკუს ატილიუს რეგულუსი და ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი მეთაურობდნენ, აქედან კი ფლოტი ეკნომისკენ დაიძრა, სადაც სახმელეთო ჯარები იდგა, რომელიც 4 ლეგიონისგან და დამხმარე ჯარებისგან შედგებოდა. ამავდროულად კართაგენელებმა ჯერ ლილიბეუმისკენ, შემდეგ ჰერაკლეა მინოასკენ გადაისროლეს 350 გემი. კართაგენელებს კარგად ესმოდათ ლივიის ნაპირების დაუცველობა, ამიტომ მათ განიძრახეს საზღვაო ბრძოლით აღეკვეთათ რომაელთა აფრიკული ექსპედიცია. ამიტომ კართაგენული ფლოტიც ეკნომისკენ გაემართა.
რომაული ფლოტი, ისევე როგორც ლეგიონები, 4 ნაწილად იყო დაყოფილი. პირველ ნაწილს ერქვა პირველი ლეგიონი და პირველი ფლოტი, და ა.შ. მეოთხე ნაწილს კი მესამე სახელიც ჰქონდა, სახმელეთო ჯარების მსგავსად, მათ ტრიარიუსები ერქვათ. რომაულ ფლოტში სულ 140 000 ჯარისკაცი იყო. კართაგენელებიც კარგად იყვნენ მომზადებულნი, ოღონდ, როგორც საზღვაო ბრძოლის წესი და რიგია. გემების რაოდენობის თანახმად, მათი არმია 150 000 კაცზე მეტი იყო. რომაელებმა იცოდნენ რომ კართაგენული გემები მათსაზე უკეთესია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს წყობას.
წინ ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი ექვსგემბანიანი გემი იყო, რომლებზეც კონსულები იყვნენ. მათ უკან მოყვებოდათ პირველი და მეორე ფლოტები, რომლებიც სოლისებრად იყვნენ განლაგებული, მათ უკან მესამე ფლოტი იყო, რომელსაც სატვირთო გემები მოყვებოდა და მეოთხე ფლოტი არიერგარდს ქმნიდა.
ბრძოლის წინ რომაული ფლოტის მარჯვენა ფრთა, რომელიც პირველი სამი ფლოტისგან შედგებოდა, ღრმად შეიჭრა ზღვაში, რათა კართაგენელებს გარს შემოხვეოდა. მეოთხე ფლოტი მარცხენა ფრთას ჰქმნიდა, ნაპირისკენ შეტრიალებული კაუჭის მსგავსად განლაგებული[4]. კართაგენელთა მარჯვენა ფრთას ჰანო დიდი ხელმძღვანელობდა, მარცხენას კი ჰამილკარი. კართაგენელები გრძელ თხელ ხაზზე განლაგდნენ.
რომაელებმა იერიში კართაგენელთა ცენტრზე მიიტანეს. რომაელთა ხაზის დასაშლელად, კართაგენულმა ცენტრმა სწრაფაც დაიხია უკან. დახეულ კართაგენელებს რომაელები უმალვე დაედევნენ. დევნაში პირველი და მაორე ბლოტი იყო ჩართული, ხოლო მესამე და მეოთხე ფლოტი ჩამორჩნენ.როდესაც პირველი და მეორე ფლოტი საგრძნობლად წავიდნენ წინ, ჰამილკარმა შემოატრიალა ცენტრი და ისინი რომაელებს დაესხნენ თავს. ცხარე ბრძოლა გაიმართა, კართაგენელების უპირატესობა გემების სიჩქარე იყო, ხოლო რომაელები ყვავებით აბავდნენ მოახლოვებულ გემებს, თან ორივე კონსული აქ იბრძოდა.
ამ დროს კართაგენულმა მარჯვენა ფრთამ, რომელსაც ჰანო მეთაურობდა, დაარტყა რომაულ მეოთხე ფლოტს, ხოლო ნაპირებთან მყოფი კართაგენული გემები, ერთ ხაზზე დალაგდნენ და მესამე ფლოტს შეუტიეს, რომელსაც ბუქსირზე სატვირთო გემები ჰყავდა. რომაელებმა ბუქსირიდან მოხსნეს სატვირთო გემები და შეებრძოლნენ კართაგენელებს. ამრიგად გაიმართა პარალელურად სამი საზღვაო ბრძოლა.
ბოლო ბოლო რომაელებმა უკუ აქციეს ჰამილკარის ფლოტი. ლუციუსმა ხელში ჩაგდებული გემები და შემდეგ სატვირთო გემები ბუქსირზე აიყვანა, ხოლო მარკუს რეგულუსი გაეშურა მეორე ფლოტის გადარჩენილი გემებით მესამე და მეოთხე ფლოტების დასახმარებლად. იგი ჰანონის ფლოტს შეებრძოლა, რომელიც მეოთხე ფლოტს ავიწროვებდა. ორი მხრიდან შევიწროვებულმა კართაგენელებმა მალე დაიხიეს უკან. ლუციუსმა ბუქსირზე მყოფი გემები უსაფრთხო ადგილზე დააყენა და პირველი ფოტიც, მესამეს დასახმარებლად, ბრძოლაში ჩაერთო.
მესამე ფლოტი ალყაშემორტყმული იყო, ისინი მხოლოდ იმან იხსნა, რომ ყვავბის შიშით კართაგენელები არ უახლოვდებოდნენ მათ, მხოლოდ ნაპირთან აკავებდნენ. ამ დროს კონსულები გამოჩნდნენ და 50 კართაგენული გემი ჩაიგდეს ხელში, აქედან ძალიან ცოტა გადარჩა, ვინც ნაპირების გასწვრივ გამოაღწია.
ამ ბრძოლაში რომაელებმა 24 გემი დაკარგეს, კართაგენელებმა 30-ზე მეტი დაკარგეს. ტყვედ არცერთი რომაული გემი არ ჩავარდა, ხოლო კართაგენელების 64 გემი ჩაიგდეს რომაელებმა ხელში.[5]
ეკნომუსის ბრძოლის შემდეგ, რომაელებს აფრიკაში გადასასვლელად მხოლოდ დაზიანებული გემების შეკეთება და საკვების გაახლება სჭირდებოდათ. კართაგენელები მათ ზღვაში უკვე ვეღარ გააჩერებდნენ. ანტიკური ეპოქის ამ უდიდეს ბრძოლაში რომაელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ მათი ახალბედა ფლოტი ძველი, გამოცდილი კართაგენულის ღირსეული მეტოქეა და მათ აქვთ ყველა შანსი იმისთვის რომ გაბატონდნენ ხმელთაშუა ზღვაზე.
ლივიაში გადასვლა
[რედაქტირება]კაპე ეკნომუსის ბრძოლის შემდეგ, რომაელებისთვის აფრიკისკენ გზა ხსნილი იყო, მათ დაუპრყოლებლად მოახერხეს ლივიის სანაპიროებზე გადმოსხდომა. რომაულ არმიას კონსული მარკუს ატილიუს რეგულუსი მეთაურობდა. ამასთან დაკავშირებით კართაგენელბმა ჰამილკარი სასწრაფოდ გამოიწვიეს აფრიკაში. მის გარდა კართაგენულ არმიას ჰასდრუბალი და ბოსტარი ხელმძღვანელობდნენ. ჰამილკარი კართაგენში დაბრუნდა 5 000 ქვეითით და 500 მხედარით.
რომაელები ამასობაში ლივიაში თარეშობდნენ. შემდეგ ადისს მიადგნენ და ალყა შემოარტყეს. კართაგენული არმიაც ადისისკენ დაიძრა. მათ ქალაქის მახლობლად გორა დაიკავეს და დაბანაკდნენ. გორა რთული ასასვლელი იყო, ხოლო კართაგენელებს უმეტესად საკუთარი მხედრობის იმედი ჰქონდათ. რომაელებმა გადაწყვიტეს უმოკლეს ვადებში შეტევა, სანამ კართაგენელები დაბანაკებულნი არიან მხედრებისთვის ასეთ მოუხერხებელ ადგილას.
რომაელები გორას განთიადზე მიადგნენ ორი მხრიდან. კართაგენელი მხედრები და სპილოები ამ სიტუაციაში სრულიად გამოუდეგარნი აღმოჩნდნენ, სამაგიეროთ ქვეითები კარგად იბრძოდნენ და პირველი ლეგიონი უკან დახიეს. მაგრამ, როდესაც კართაგენელები წინ წამოიწივნენ, მათ გარს მეორე მხრიდან რომაელები შემოეხვივნენ და უკუ აქციეს. ამის შემდეგ ბანაკიდან ყველა კართაგენელი გაიქცა. როცა კი ცხენები და სპილოები დაბლობზე ჩამოვიდნენ, დახევა გარდაუვალი იყო. რომაელებმა ცოტა ხანი სდიეს ქვეითებს, ხოლო შემდეგ ადვილად აიღეს ტუნეტი.
ძვ. წ. 255 წელს დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. რეგულისმა შემდეგი პირობები დააყენა: კართაგენს რომისთვის უნდა გადაეცა სიცილია და სარდინია, არ ეწარმოებინა ომები რომის ნებართვის გარეშე და რომისთვის სამხედრო დახმარება უნდა აღმოეჩინა. კართაგენელები არ დათანხმდნენ ამ პირობებზე და მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ტუნისის ბრძოლა
[რედაქტირება]ტუნისის ბრძოლა იყო პირველი პუნიკური ომის მეორე და უკანასკნელი ბრძოლა აფრიკაში, რომელშიც კართაგენელებმა შეძლეს რომაელთა სასტიკი დამარცხება და აფრიკიდან განდევნა.
მას შემდეგ რაც რომაელებმა კართაგენელები კაპე ეკნომუსთან ზღვაზე დაამარცხეს და ადისთან ხმელეთზეც უკუაქციეს, მათ უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდათ, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა.
კართაგენში კი ელადელ დაქირავებულ ჯარისკაცებს შორის იყო ადამიანი სახელად ქსანთიპოსი სპარტიდან. იგი როგორც ჩანს გამოცდილი მეომარი იყო, და გააჩნდა ტაქტიკაზე საკუთარი შეხედულებები. მისი შეხედულებების შესახებ შეიტყვეს კართაგენელმა უხუცესებმა და ანდეს არმიის მხედართმთავრობა. ქსანთიპუსმა ჩაატარა მანევრები, რომლებშიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი გამოცდილება და დიდი მოწონება დაიმსახურა. წინა მხედართმთავრებისგან განსხვავებით, იგი დაბლობებში გადაადგილდებოდა, სადაც მხედრებს და სპილოებს ეფექტურად შეეძლოთ ბრძოლა. პოლიბიუსის თანახმად კართაგენელებს ყავდათ 12 000 ქვეითი, 4 000 მხედარი და ასამდე სპილო.
მანევრების შემდეგ კართაგენელები ტუნისის ტბისკენ გაეშურნენ. რომაელები მათგან 4 კმ.-ში[6] დაბანაკდნენ. კართაგენულ ბანაკში ისეთი საბრძოლო განწყობა სუფევდა, რომ ქსანთიპოსმა ჩათვალა, რომ არ ღირს მომენტის ხელიდან გაშვება და დაიწყო ბრძოლისთვის მზადება.
ქსანთუპოსმა სპილოები წინა ფლანგზე დააყენა. ფალანგა განალაგა ზურგში, ზომიერად მოშორებულად. დაქირავებულთა ერთი ნაწილი მან მარჯვენა ფრთაზე დააყენა, ხოლო მეორე ნაწილი, მსუბუქად შეიარაღებული, მხედრებთან ერთად დადგნენ ორივე ფრთის წინ. ბრძოლის ადგილამდე რომაელებს გრძელი მარშის გაკეთება მოუწიათ, თან გზაზე მათ მიმდებარე გორებიდან ქვებს ესვროდნენ. ამიტომ ბრძოლის დაწყებისას ისინი უკვე დაღლილები იყვნენ. რომაელებმა გადაკვეთეს მდინარე, რომელიც მათ და კართაგენელებს აშორებდათ, მათ იმედი ჰქონდათ რომ სწრაფი იერიშით დააბნევდნენ მტერს.[7] სპილოებისგან თავის დასაცავად, რომაელების წყობაში წინ მსუბუქად შეიარაღებულნი იყვნენ, უკან მანიპულები იყვნენ, ხოლო მხედრები ფლანგებზე განლაგდნენ. ამრიგად რომაული წყობა უფრო მოკლე და ღრმა იყო, სპილოებისგან უკეთ დასაცავად, მაგრამ მხედრების წინააღმდეგ, რომელიც კართაგენელებს მეტი და უკეთესი ყავდათ, არანაერი ზომები არ მიიღეს.
ქსანთიპოსმა სპილოები წინ გაუშვა, რომაული რიგების გასარღვევად, ხოლო მხედრებს უბრძანა რომაელთათვის ალყის შემორტყმა. რომაელებიც შეერკინნენ მტერს. კართაგენული მხედრობა რომაულზე გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო და ძალიან მალე უკუაქცია რომაული მხედრობა. რომაულმა მარცხენა ფრთამ თავი აარიდა სპილოებს და კართაგენულ მარჯვენა ფრთას დაატყა, უკუ აქცია და ბანაკამდე სდია. რომაელთა წინა რიგები კი სპილოებმა გადათელეს. უკანა რიგების სიმრავლის გამო, წყობამ კიდევ გარკვეულ ხანს გაძლო. მაგრამ შემდეგ უკანა რიგებს გარს კართაგენული მხედრობა შემოეხვია და მათ ბრძოლაში ჩართვა მოუწიათ. ის რომაელები კი, რომლებიც სპილოებს გადაურჩნენ და მათ უკან აღმოჩნდნენ, კართაგენულ ხელუხლებელ ფალანგას გადაეღარნენ და განადგურდნენ.
რომაელთა მდგომარეობა უიმედო გახდა. რომაელთა უმეტესობა ან სპლოებმა გათელეს ან კართაგენელი მხედრების შუბებისგან იხოცებოდნენ. ცოტამ მოახერხა გაქცევა. ვინაიდან უკან დახევა დაბლობზე ხდებოდა, სადაც სპილოები და მხედრები თავისუფლად მოქმედებდნენ, ბევრი რომაელი დახევისას დაუღუპა. კონსულთან ერთად გაქცეული დაახლოვებით 500 ადანიანი ტყვედ ჩავარდა.
კართაგენელებმა დაკარგეს 800 ადამიანი მარჯვენა ფრთიდან. მხოლოდ 2000 რომაელმა მოახერხა გადარჩენა. რომაელების დანაკარგები სხვადასხვა ავტორებს სხვადასხვანაერად აქვთ, თუმცა ყველა სემთხვევაში, დანაკარგები ძალიან სერიოზული იყო[8]. კონსული და მასთან ერთად გაქცეულები ტყვედ ჩავარდნენ. გაქცეულმა ჯარისკაცებმა მოახერხეს ასპიდში ჩასვლა და იქ გამაგრება.
ამ გრანდიოზული დამარცხებით დასრულდა რომაელთა პირველი შეჭრა აფრიკაში. ომის მალე დასრულებაზე და იტალიის ნაპირებიდან შორს გადატანაზე რომაელებს უარის თქმა მოუწიათ. კონსული ტყვედ ჩავარდა, არმია განადგურდა, უთუოდ ეს ძალიან მძიმე დამარცხება იყო რომისთვის, რომელმაც ომი ისევ იმ სტადიაში დააბრუნა, როგორშიც იგი ეკნომუსის კონცხის ბრძოლამდე იყო, თუმცა ორივე მხარე ბევრად უფრო გამოფიტული აგრძელებს ომს.
ასე დასრულდა რეგულუსის აფრიკული ექსპედიცია. კართაგენელბმა სასტიკად დასაჯეს რომაელთა მხარეს გადასული ადგილობრივი მოსახლეობა. რომაელებმა გადარჩენილი ჯარისკაცების დასახსნელად ფლოტი გაუშვეს ასპიდისკენ და გადარჩენილი ჯარისკაცებითურთ დაბრუნდნენ სიცილიაში.
დაპირისპირება ისევ სიცილიაში
[რედაქტირება]კართაგენული ფლოტი ჰასდრუბალის მეთაურობით დაბანაკდა ლილიბეუმთან. კართაგენიდან წამოსული რომაული ფლოტი კი სიცილიის ნაპირებთან ქარიშხალში მოყვა და თითქმის მთლიანად განადგურდა. რომაელებმა 3 თვეში 200 გემი ააშენეს და კონსულების ალულუს ატილუს კალატინუსის და გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინას მეთაურობით სიცილიისგენ გააგზავნეს. ამ ფლოტს ქარიშხალში გადარჩენილებიც შეუერთდნენ და პანორმისკენ გაემართნენ, პანორმა ამ დროისთვის კუნძულზე კართაგენელთა უდიდესი ქალაქი იყო. ალყის და ხანგძლივი ბრძოლის შედეგად რომაელებმა აიღეს ქალაქი. კართაგენელთა ხელში კუნძულის მხოლოდ დასავლეთი ნაწილი დარჩა.
ძვ. წ. 253 - ძვ. წ. 252 წლებში რომაელებმა ისევ სცადეს აფრიკაში გადასხდომა, მაგერამ უშედეგოდ. საბოლოოდ მათი ფლოტი ისევ ქარიშხალმა იმსხვერპლა და მათ დროებით საზღვაო უპირატესობისთვის ბრძოლაზე უარის თქმა მოუწიათ. ამასობაში კი სიცილიაში რომაელები საკმაოდ წარმატებულად იბრძოდნენ.
პანორმუსის ბრძოლა
[რედაქტირება]პანორმუსის ბრძოლა მოხდა ძვ. წ. 251 წელს პირველი პუნიკური ომის მიმდინარეობისას სიცილიაზე. ბრძოლაში რომაელთა გამარჯვებამ განაპირობა მათი კონტროლის შენარჩუნება პანორმაზე.
აფრიკული ექსპეციის წარუმატებლობის და ძვ. წ. 252 წელს რომის ფლოტის ქარიშხალში დაღუპვის შემდეგ, რომაელებს დროებით უარის თქმა მოუწიათ ომის ისევ აფრიკაში გადატანის გეგმებზე და საზღვაო ბრძოლებზე, ამიომ ყურადღება ისევ სიილიაზე სახმელეთო ჯარებზე გადაიტანეს.
ძვ. წ. 251 წელს რომაელებმა გაგზავნეს სიცილიაზე ლეგიონები კონსულების ლუციუს ცეცილიუს მეტელუსის და გაიუს ფურუსის მეთაურობით. რომაელების ფლოტის დაღუპვის შემდეგ კართაგენელები ისევ გაბატონდნენ ზღვაზე. ისინი არა ნაკლებ იმედებს ამყარებდნენ ასევე სახმელეთო ძალებზეც. რომაელებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ ტუნისის ბრძოლა და ამ პერიოდის განმავლობაში ყველანაერად თავს არიდებდნენ დაბლობებში კართაგენელებთან შეხვედრას და დიდ ბრძოლებს.
ლუციუს ცეცილიუსი თაისი ლეგიონებით პანორმაში გამაგრდა, მოკავშირეების დასაცავად მოსავლის აღებისას. ჰასდრუბალი ლილიბეუმიდან გამოვიდა და თავისი ლაშქარით დაბანაკდა პანორმის ოლქის საზღვართან. ცეცილიუსმა იცოდა ჰასდრუბალის თავდაჯერებულობის შესახებ და პროვოცირებას უკეთებდა ქალაქიდან ჯარების არ გამოყვანით. ჰასდრუბალმა ჩათვალა, რომ რომაელები ვერ გაბედავენ მის წინააღმდეგ გამოსვლას, და პანორმის ოლქში შევიდა და პანორმამდე მიაღწია. ცეცილიუსმა მსუბუქად შეიარაღებულნი[9] გაუშვა, და ისინი ჰასდრუბალს იქამდე აწუხებდნენ, სანამ იგი საბრძოლველად არ განლაგდა.
ცეცილიუსმა მსუბუქად შეიარაღებულნი კედლის წინ, თხრილთან, დააყენა, და მათ ისრები დაუშინეს სპილოებს. კედლებთან კი მოიმარაგა სასროლი იარაღები. კონსული თვითონ ქალაქის კარიბჭესთან იდგა, კართაგენელთა მარცხენა ფრთის პირისპირ და მსუბუქად შეიარაღებულებს ახალ დამატებებს უგზავნიდა.
კართაგენული სპილოები წინ წავიდნენ მსუბიქად შეიარაღებულებისკენ და თხრილამდე დახიეს ისინი. ჯარისკაცებმა თავი თხრილს შეაფარეს. სპილოები ასევე იჭრებოდნენ კედლებიდან ნატყორცნი ისრებითაც, სადაც ცეცილიუსმა განგებ ცოტა მცველი დააყენა, ჰასდრუბალის გასათამამებლად. ზონარას თანახმად, ამავდროულად ზღვის მხრიდან ქალაქს კართაგენული ფლოტიც მოადგა. საბოლოოდ დაჭრილი ცხოველები გადაირივნენ, უკან გატრიალდნენ და თავისიანებს დაესხნენ თავს.
როდესაც კართაგენულმა სპილოებმა გათელეს საკუთარი რიგები, ცეცილიუსი ძირითადი ჯარებით და ფლანგიდან დაარტყა კართაგენელებს და უკუ აქცია, თან ბევრი დახოცა. ზონარას თანახმად რომაელი ლეგიონერები ქალაქის ყველა კარიბჭიდან გამოვიდნენ. ბევრი კართაგენელი ცდილობდა გემებამდე მიეცურა, მაგრამ დაიხრჩო. დიოდორეს თანახმად, ბრძოლაში კართაგენული ჯარის ნაწილი მონაწილეობდა. გალი დაქირავებული ჯარისკაცები დათვრნენ და ბანაკში დარჩნენ, სადაც ისინი რომაელებმა გაჟლიტეს.
რომაელები თავისუფლებას დაპირდნენ იმ ტყვეებს, ვინც გაფანტულ სპილოებს დაიჭერდა. ამაზე ნუმიდიელები დათანხმდნენ[10].თუმცა პოლიბიუსის თანახმად სპილოები რომაემა მხედრებმა დაიჭირეს. კართაგენელებმა 20 000 ადამიანი დაკარგეს. პოლიბიუსის თანახმად, რომაელებმა ბრძოლის ველზე 10 სპილო შეიპყრეს, დანარჩენები კი გაფანტულები იყვნენ და დაიჭირეს. ევთროპიუსის და ოროზიუსის ცნობებით კი ბრძოლაში 26 სპილო დაიღუპა[11].
ამ გამარჯვებას რომაელებისთვის როგორც ტაქტიკური ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მათ აღიდგინეს ტუნისის ბრძოლის შემდეგ დაკარგული გამბედავოდა და შეინარჩუნეს პანორმა, ამის გარდა, სპილოების დაკარგვით საგრძნობლად დაასუსტეს კართაგენელთა სახმელეთო ჯარები. სპილოების ხელში ჩაგდებას რომაელთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
რომაელთა წარუმატებლობა ზღვაზე
[რედაქტირება]ლილიბეუმი
[რედაქტირება]ლილიბეუმის ბრძოლა გაიმართა პირველი პუნიკური ომის მეთოთხმეტე წელს სიცილიაში, ქალაქ ლილიბეუმთან.
პანორმუსის ბრძოლის შემდეგ, რომაელები ისევ გათამამდნენ და განიძრახეს წარმატების განვითარება და ქალაქ ლილიბეუმის აღება, ვინაიდან ამ ქალაქეის ხელში ჩაგდების შემდეგ ადვილად შეძლებდნენ ომის ისევ ლივიაში გადატანას.
პანორმაში ჩავიდა რომაული ფლოტი[12] აქედან კონსულები გაიუს ატილიუს რეგულუსი და ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი დასავლეთისკენ წავიდნენ და ლილიბეუმს ალყა შემოარტყეს[13]. ქალაქს მაგარი გალავანი ჰქონდა და გარშემო თხრილით იყო დაცული. ქალაქთან რომაელები ორი მხრიდან დაბანაკდნენ. ბანაკებს შორის კი თხრილი და კედელი ააგეს. პორტი კი 15 მსუბუქი გემით დაბლოკეს. შემდეგ ზღვისპირა კოშკს მიუდგეს ალყის ხელსაწყოები. ტარანების, კატაპულტების და სხვა იარაღების მეშვეობით, მათ დაანგრიეს 6 კოშკი.
ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა 10 000 დაქირავებული ჯარისკაცი იყო, რომლებსაც ჰიმილკონი მეთაურობდა[14]. ეს უკანასკნელი მტკიცედ იდგა თავის პოზიციებზე, იგი ან ახალ კედლებს აგებდა, ან თხრილებს აკეთებდა რომაელთა ნაგებობების ქვეშ. მისი რაზმები ხშირად დადიოდნენ დასაზვერათ, თუ რისი დაწვა შეეძლოთ რომაელებთან. ამ რაზმებს ხშირად მოსდიოდათ საკმაოდ სისხლისმღვრელი შეტაკებები რომაელებთან. კართაგენელებმა მიწით ნახევარმთვარის ფორმის კედელი ააშენეს. რომაელებმა ქვეშ გვირაბი გააკეთეს, მაგრამ კართაგენული გვირაბით იყვნენ ნეიტრალიზებულნი. რომაელი მთხრელები დაიღუპნენ, რადგან კართაგენელებმა მათი გვირაბის ხის ბოძები დაწვეს.
ამასობაში, დაქირავებულთა რამდენიმე მეთაურმა გადაწყვიტა ღალაი და ქალაქის რომაელთათვის გადაცემა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ჯარისკაცები მათ მიემხრობიან და ღამე რომაელთა ბანაკში გადავიდნენ, სადაც კონსულებთან მოლაპარაკება დაიწყეს. მაგრამ ეს შეთანხმება ჩაიშალა, რადგან ერთერთმა დაქირავებულმა ამბავი ჰამილკონს მიუტანა. ამ უკანასკნელმა კი შეკრიბა ქალაქში დარჩენილი მეთაურები და ერთნულებისთვის დიდძალ საჩუქრებს დაპირდა. ამრიგად, ქალაქი არ იყო ჩაბარებული. შეთქმულებმა კი თავი რომაელებს შეაფარეს.
კართაგენელთა ესკადრის ძირითადი ნაწილი დრეპანაში იდგა, მას ატარბალი მეთაურობდა. ჰანიბალმა მოახერხა შესაფერისი ქარის დროს 50 გემით ქალაქში შეღწევა ჯარებით, საკვებით და ფულით[15]. რომაელებმა ვერ მოახერხეს მისთვის ხელის შეშლა. ჰანიბალის წარმატებამ გაათამამა ალყა შემოტყმულები. ჰიმილკონმა გადაწყვიტა ესარგებლა ამ მომენტით და დაიწყო ბრძოლისთვის მზადება.
გამთენიისას ჰიმილკონმა გამოიყვანა ჯარი და თავს დაესხნენ რომაულ ნაგებობებს. რომაელებისთვის ეს არ იყო მოულოდნელობა. მათ მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიეს კართაგენელებს. მალე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ქალაქიდან დაახლოვებით 20 000 ჯარისკაცი იყო გამოსული. ბრძოლა მით უფრო სასტიკი იყო, რომ არანაერი საბრძოლო წყობა არ იყო დაცული. განსაკუთრებით ცხარე ბრძოლა ნაგებობებთან იყო. კართაგენელები ნაგებობებს ნაკვერჩხლებს და ჩირაღდნებს ესროდნენ, რომაელების მდგომარეობა ძალიან გართულდა, მათ უკვე ძალიან უჭირდათ კართაგენელების შეკავება. ჰამილკონი ხედავდა, რომ ძალიან ბევრი მეომარი დაიღუპა, მაგრამ მიზანი მიღწეული არ იყო, ამიტომ ბრძანა უკან დახევა.
პარალელურად, დიოდორეს თანახმად რომაელები მეორე მხრიდან კედლის აღებას ცდილობდნენ, მაგრამ კართაგენული ჯარი დროულად მოვიდა და უკუაქცია რომაელები. პოლიბიუსი ამის შესახებ არაფერს არ წერს.
ბევრი კართაგენელი ცდილობდა რომაული ბლოკადის გემებით გარღვევას. ზოგს გამოსდიოდა კიდეც, ყველაზე წარმატებული ჰანიბალ როდოსელი იყო, რომელმაც არაერთხელ შეაღწია ლილიბეუმში. თუმცა, რომაელებმა კაშხალი ააღენეს და ორი გემი დაიჭირეს, ერთერთი როდოსელის იყო, ჰანიბალიც ტყვედ ჩავარდა.
რომაელები ანგრევდნენ კედელს, კართაგენელები აღადგენდნენ, მათ უკვე უარი თქვეს რომაული ნაგებობების აღებაზე. ქარიშხალი ამოვარდა და დააზიანა რომაული მანქანები. ამით ისარგებლეს კართაგენელებმა და ცეცხლი დაუშინეს ნაგებობებს და მანქანებს. ხანძარი მალე გავრცელდა. რომაელებს ამ კატასტროფამ ელდა დასცა, მათ ფერაფრით ვერ შეაჩერეს ხანძარი. ცეცხლმა სრულიად გაანადგურა რომაული ნაგებობები და მანქანები.
რომაელებმა ქალაქის გარშემო თხრილი გააკეთეს და ლოდინი დაიწყეს. ლილიბეუმელებმა აღადგინეს კედელი. რომიდან სიცილიაში 10 000 მეზღვაური გააგზავნეს ალყის მხარდასაჭერად. რომის ფლოტის ნაწილი, კონსულ პუბლიუს კლავდიუს პულქერის მეთაურობით დრეპანისკენ წავიდა, სადაც სასტიკად დამარცდა და ფლოტის უმეტესი ნაწილი დაიღუპა.
კონსული ლუციუს იუნიუს პული კი სიცილიაში წამოვიდა არმიისთვის სურსათის მოსატანად. იგი სიტაკუზებში გაჩერდა, საიდანაც კვესტორებს გაატანა სატვირთო გემები ლილიბეუმში სურსათის ჩასატანად.
ამ დროს დრეპანაში მდგომმა ადმირალმა ატარბალმა კარტალონი 100 გემით ლილიბეუმისკენ გაუშვა, იქ მდგომი რომაული ფლოტიდან რამდენსაც მოახერხებდა შეეპყრო, დანარჩენი კი დაეწვა. კარტალონმა მისია წარმატებით შეასრლა, რითაც რომაელთა რიგებში შეშფოთება გამოიწვია.
ჰიმილკონმა ამით ისარგებლა და ქალაქიდან ჯარისკაცები გამოუშვა. კართაგენის ფლოტის მეთაური კი ლილიბეუმიდან ჰერაკლიუმისკენ დაიძვრა, რათა გზა ჩაეკეტა მომავალ რომაულ გემებს. კართაგენელებმა მათთან შებრძოლება განიძრახეს. კვესტორებმა შორიდან შეიტყვეს კართაგენული საშიშრიოების შესახებ, მათ ჩათვალეს, რომ არ არიან ბრძძოლისთვის მზად და თავი უახლოეს რომაულ ქალაქს შეაფარეს. იქედან მათ ნაპირზე კატაპულტები და ქვების სასროლები გამოიტანეს.
მოსულმა კართაგენელებმა ჩათვალეს რომ ადვილად დაეუფლებიან რომაულ ფლოტს. მაგრამ რომაელები თავდადებით იბრძოდნენ და კართაგენელთა ნადავლი საკმაოდ მცირე აღმოჩნდა. მათ თავი იქვე მდინარის შესართავს შეაფარეს. ამ დროს სირაკუზებიდან კონსული გამოვიდა დანარჩენი ფლოტით. მან არაფერი იცოდა წინ წასული გემების შესახებ. კართაგენის ფლოტის მეთაურმა როდესაც შეიტყო რომაელთა მოახლოვების შესახებ, გავიდა ზღვაში, რათა მეორე ფლოტისგან მოშორებით შებრძოლებოდა მათ.
იუნიუსნმა რომ დაინახა კართაგენული ფლოტი, ამჯობინა ბრძოლისთვის თავი აეცილებინა და გაჩერდა კლდოვანმ ნაპირებთან. საბოლოოდ რომაულ ფლოტს ბოლო კართაგენელებმა კი არა შტორმმა მოუღო.
მოიხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, რომაელებმა მაინც არ მოხსნეს ლილიბეუმის ალყა.
ძვ. წ. 242 წლის ზაფხულში კართაგენული ფლოტის სადგომები ქალაქთან გაიუს ლუტაციუს კატულუსმა ახალი ფლოტის მეშვეობით აიღო.
ჩიხში შესულ დაპირისპირებას ლილიბეუმთან ბოლო მხოლოდ ომის დასრულებამ მოუღო.
დრეპანა
[რედაქტირება]რომის კონსულმა პუბლიუს კლავდიუსმა გადაწყვიტა დატყმა მიეყენებინა კართაგენული ფლოტის მთავარ ბაზაზე - დრეპანაზე. მან ფლოტით[16] ღამე დატოვა ლილიბეუმი და განთიადზე დრეპანაში ჩააღწია. რომაელებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი დარტყმა უეცარი იქნებოდა, მაგრამ არ გამოუვიდათ. კართაგენელმა ადმირალმა ატარბალმა მოასწრო ჯარისკაცების გემებზე აყვანა და პორტიდან გამოსვლა. იგი ქალაქის სამხრეთით წავიდა. იგი გავიდა დრეპანის კონცხსა და კლდოვან კუნძულებს შრის სრუტეში. რომის ფლოტის ნაწილი ჯერ არ იყო მოსული, ნაწილი კი უკვე ბუხტაში იყო. უკან გამოსვლაზე აურზაური დაიწყო, რომაული გემების ნაწილმა მოახერხა ცხვირით დასავლეთით და კუდით ნაპირისკენ განლაგება. ტიტუს ლივიუსთან წერია, რომ ბრძოლის წინ სამსხვერპლო ჩიტები არ კენკავდნენ საკენკს, რაც ცუდის მომასწავლებელი იყო. კლავდიუსმა ჩიტები გემიდან მოისროლა სიტყვებით ”თუ მათ კენკვა არ უნდათ, წყალი დალიონ”.
კართაგენელებმა რომაელები ნაპირდან მიაჭყლიტეს და ისე დაესხნენ თავს. ატარბალი მარჯვენა ფლანგს ხელმძღვანელობდა, რომლის პირისპირაც იყო კლავდიუსი. კართაგენელები ტარანებით ახჩობდნენ რომაულ გემებს, ან ისეთ ადგილებზე აგდებდნენ, სადაც ყალი არასაკმარისად ღრმა იყო. კლავდიუსმა 30 გემით მოახერხა სამხრეთით გამოსვლა. პოლიბიუსის თანახმად მტრებმა 93 გემი ჩაიგდეს ხელში, მეზღვაურებმა ნაპირზე გაქცევა მოახერხეს. ევთროპიუსის და ოროზიუსის თანახმად გადარჩა 30 გემი, ჩაიძირა ან ტყვედ ჩავარდა 90 გემი, გაიღუპა 8 000 რომაელი, ტყვედ 20 000 ჩავარდა. დიოდორეს თანახმად რომაელებმა 117 გემი და 20 000 ადამიანი დაკარგეს. ფრონტინეს თანახმად გადარჩა მხოლოდ 20 გემი.
კლავდიუსმა ბრძანა გადარჩენილი გენმების მორთვა, ვითომ გაიმარჯვეს, კართაგენელთა დასაფრთხობად.
იმავე ძვ. წ. 249 წელს კიდევ ერთი საზღვაო შეტაკება მოხდა ფინტიუმთან. ამ შეტაკების შესახებ სხვადასხვა ისტორიკოსების ცნობები განსხვავდება. პოლიბიუსის თანახმად იგი უშედეგო აღმოჩნდა ორივე მხარისთვის, რომაელები ნაპირზე გადავიდნენ და იქედან გემებს კატაპულტებით ესროდნენ, ხოლო დიოდორეს თანახმად რომაელები აქაც სასტიკად დამარცხდნენ. ამ უბედურებას რომის დანარჩენი ფლოტის ქარიშხალში დაღუპვაც მიემატა.
ამავე წელს წარუმატებელი კომპანიის გასაუმჯობესებლად რომაელებმა დანიშნეს დიქტატორი ალულუს ატილუს კალატინუსი, იგი ჩავიდა სიცილიაში, მაგრამ საქმეს ვერაფრით ვერ უშველა.
ძვ. წ. 248 წელს სიცილიაში კართაგენელებს უკვე ჰამილკარ ბარკა ხელმძღვანელობდა. მან ჩაახშო დაქირავებულ ჯარებში ამბოხი გადაუხდელი ხელფასების გამო. ამავე წელს ამოიწურა რომსა და სირაკუზებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ვადა, რომაელებმა სამუდამო სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს ჰიორინემესთან.
249 წლის წარუმატებლობების გამო რომაელებმა უარი თქვეს საზღვაო ბრძოლებზე, მაგრამ კერძო პირები მაინც აშენებდნენ გემებს და აწუხებდნენ აფრიკის სანაპიროებს.
ჰამილკარ ბარკა კი თავს ესხმოდა იტალიის სანაპიროებს. პანორმასთან კი აწუხებდა რომაელ ლეგიონერებს. მთა ერკტესთან ხდებოდა პერიოდულად შეტაკებები, სამი წლის მანძილზე აქ რომაელები და კართაგენელები თითქმის ყოველ დღე მართავდნენ შეტაკებებს, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლამდე საქმე არ მისულა.
ძვ. წ. 249 წელს რომაული ფლოტის ქარიშხალში დაღუპვის შემდეგ, კონსულმა ლუციუს იუნიუსმა დაიკავა მთა ერიქსი, რომელიც ეტნას სემდეგ ყველაზე მაღალია სიცილიაში.
ძვ. წ. 248 კართაგენელთა მხედართნმთავრად სიცილიაში ჰამილკარ ბარკა დანიშნეს. მან დაიკავა პანორმასა და მთა ერიქსს შორის მდებარე ერკტეს[17] ამაღლება. იგი შესანიშნავ დასაბანაკებელ ადგილს წარმოადგენდა, ვინაიდან მთის ყველა მხარე ციცაბო იყო და პლატო საკმაოდ დიდი იყო ბანაკისთვის. მთის ძირში კი კარგი ნავთსადგური იყო, დრეპანაში და ლილიბეუმში გადასასვლელად. მთაზე ხმელეთიდან ორი გზა ადიოდა, ზღვიდან ერთი, სწორედ მესამე გზასთან დაბანაკდა ჰამილკარი. ამ ადგილს ბაკრა ბაზად იყენებდა და იქედან ფლოტის მეშვეობით თავს ესხმოდა იტალიის ნაპირებს.
რომაელები ბარკას ბანაკიდან 2 კმ-ში დაბანაკდნენ. ორ ბანაკს შორის სამი წლის მანძილზე პერმანენტული ბრძოლები იმართებოდა, რომლის აღწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია.
პოლიბიუსის თანახმად მეტოქეები ყველაფერში თანაბარნი იყვნენ, მათი ბანაკები ერთნაერად კარგად გამაგრებული იყო და ჯარებიც ერთნაერად ძლიერი იყო. ამით იგი ხსნის გადამწყვეტი ბრძოლის შეუძლებლობას.
ერიქსის მთა და მისი ძირი რომაელების ხელში იყო, ხოლო ფერდობზე მდებარე ქალაქი ძვ. წ. 244 ან ძვ. წ. 243 წელს ჰამილკარმა დაიკავა. მთის წვერზე მყოფი რომაელები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა კართაგენელებიც არ იყვნენ კარგ დღეში.
გაიუს ფუნდანიუს ფუნდულუსმა მოახერხა კართაგენელთა დამარცხება, და ბრძოლის შემდეგ არ მისცა მიცვალებულთა დამარხვის საშუალება. ხოლო შემდეგ ბრძოლაში კართაგენელებმა სძლიეს, მაგრამ ჰამილკარმა დიდსულოვნად დაამარხინა რომაელებს მოკლულები[18].
რომაელებს, ზოგიერთი მკვლევარის თვალსაზრისით ხელს მხედართმთავრების ყოველწლიური როტაცია უშლიდათ, ხოლო კართაგენელებს დაქირავებულთა სიხარბე. რომაელებმა მოისყიდეს გალები, მათ ვერ შეძლეს ქალაქის რომაელებისთვიოს გადაცემა, მაგრამ მათ მხარეს კი გადავიდნენ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რომაულ არმიაში დაქირავებული მეომრები იბრძოდნენ.[19]
უპირატესობა არცერთ მხარეს არ ჰქონდა კიდევ ორი წლის მანზილზე. დაპირისპირება მხოლოდ ომის დასრულებამ შეწყვიტა.
ეგატის კუნძულებთან ბრძოლა, ომის დამთავრება
[რედაქტირება]ეგატის კუნძულებთან ბრძოლა იყო პირველი პუნიკური ომის უკანასკნელი ბრძოლა, რომელმაც განაპირობა 24 წლიან, გამომფიტავ ომში რომის გამარჯვება. ბრძოლა გაიმართა მარტის იდებამდე 6 დღით ადრე, ანუ 10 მარტს, სიცილიის დასავლეთ ნაპირებთან ეგატის კუნძულებთან.
ძვ. წ. 242 წლისთვის, 23 წლიანი ომის შედეგად ორივე მხარე უკვე ძალიან გამოიფიტა. გამოფიტვა პირველ რიგში სახელმწიფოების ფინანსებზე აისახა, კართაგენელებს უფრო და უფრო უმძიმდათ დაქირავებული ჯარებისთვის ხელფასების გადახდა, ხოლო რომაელებს ფლოტის არაერთხელ განადგურების შემდეგ აღარ ჰქონდათ ახალი ფლოტის აშენების სახსრები.
უკანასკნელი წლების მანძილზე, რომაელები იფარგლებოდნენ სახმელეთო ბრძოლებით, მაგრამ ლილიბეუმის გაჭიანურებული ალყა და მთა ერიქსთან დაპირისპირებაც ჩიხში შევიდა, სედეგი მხოლოდ ერთი იყო - ორივე მხარე მხოლოდ იფიტებოდა და გაუგებარი იყო, რომელი მხარე გამოიფიტება პირველი და დაყრის იარაღს.
ამ მდგომარეობამ, რომაელებს მიაღებინა გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ეცადათ ბედი ზღვაზე. ერიქსთან კართაგენელთა დამარცხება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ კი ჩაუკეტავდნენ ზღვიოდან მომარაგებას, ვინაიდან ხმელეთზხე კართაგენელები რომაელებით იყვნენ გარსშემორტყმული და სურსათს ამ გზით ვერ შოულობდნენ.
რომაელებს არ ჰქონდათ ფლოტის აშენებისთვის ფული ხაზინაში, ამიტომ, სენატმა მიმართა ხალხს, რომ მდიდარ მოქალაქეებს თავისი ხარჯებით აეშენებინათ ფლოტი. დანახარჯთა კომპენსაციას სახელმწიფო მხოლოდ წარმატების შემთხვევაში პირდებოდა. ამრიგად აშენდა 200 კვინკვერემა, რომელიც ჰანიბალ როდოსელის შეპყრობილი გემის ესკიზებით ააშენეს. კონსულად იმ წელს გაიუს ლუტაციუს კატულუსი აირჩიეს, რომელიც ჩაუდგა ფლოტს სათავეში. ზაფხულში იგი უეცრად გამოჩნდა სიცილიის ნაპირებთან და ალყა შემოატყა დრეპანას და აიღო ფლოტის სადგომები ლილიბეუმთან. დრეპანა კონსულმა გაამაგრა და დაიწყო ფლოტის მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის.
კართაგენელებმა შეიტყვეს რომის ახალი ფლოტის აშენებაზე და დრეპანას ალყაზე და უმალვე გამოგზავნეს სურსათით დატვირთული ფლოტი სიცილიისკენ, ერიქსზე გამაგრებული ჰამილკარ ბარკას მხარდასაჭერად. ფლოტს ჰანო დიდი მეთაურობდა.
ჰანოს განზრახული ჰქონდა მისულიყო ერიქსთან, დაეტოვებინა სურსათი, იქედან ჯარის ნაწილი წამოეყვანა და შემდეგ შებრძოლებოდა რომაელებს ზღვაში. ლუტაციუსი მიხვდა მის განძრახვას, მან გემებზე საუკეთესო მეომრები აიყვანა და ლილიბეუმის პირდაპირ კუნძულ ეგუსასკენ გადავიდა და გზა ჩაუკეტა ჰანოს.
მარტის იდებამდე 6 დღით ადრე განთიადზე მეტოქეებმა დაინახეს ერთმანეთი. კართაგენელებს ძლიერი ქარი უწყობდათ ხელს. ლუტაციუსი ჯერ ორჭოფობდა ქარის გამ,ო, მაგრამ მიუხედავად უამინდობისა, არჩია ჰანოს სურსათით დატვირთულ გემებს შებრძოლებოდა, რომლებზეც ახალბედა ჯარისკაცები იყვნენ, ვიდრე შემდეგ ჰამილკარს და მის გამოცდილ მეომრებს დაპირისპირებოდა.
რომაული გემები საბრძოლო მწყობრში დალაგნდნენ. კართაგენელებიც გაემზადნენ ბრძოლისთვის. ამ ჯერად რომაულ გემებზე არაფერი ზედმეტი არ იყო, მათ უარი თქვეს ყვავებზე, რითაც შეამსუბუქეს გემები და უფრო სწრაფები გახადეს, თანაც რომაულ გემებზე საუკეთესო ჯარისკაცები იყვნენ და მენიჩბეები გაწაფულნი იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კართაგენული გემები დატვირთული იყო და ახალბედა მეომრები ყავდათ, ისინი მაინც ზერელედ უყურებდნენ რომაულ ფლოტს. ისტორიკოსების აღწერით ბრძოლა ხანმოკლე იყო და კართაგენელები ძალიან სწრაფად დამარცხდნენ.
50 კართაგენული გემი ჩაიძირა, 70 ტყვედ ჩავარდა, დანარჩენებმა მოახერხეს გაქცევა[20]. ტყვედ დაახლოვებით 10 000 ადამიანი ჩავარდა. ევთროპიუსიოს და ოროზიუსის თანახმად, რომაელებს 300 გემი ყავდათ, კართაგენელებს კი 400. კართაგენელების 125 გემი ჩაიძირა, 63 ტყვედ ჩავარდა. 32 000 ადამიანი ტყვედ ჩავარდა და 13 000 დაიღუპა[21]. რომაელების 12 გემი დაიღუპა. დიოდორეს თანახმად, კართაგენელებს სატვირთო გემების გარდა 250 საბრძოლო გემი ჰყავდათ. სულ 110 დაკარგეს, აქედან ტყვედ 17 ჩავარდა. იგი წერს რომ ზოგი ვერსიით 6 000 ზოგით კი 4040 ჩავარდა ტყვედ. რომაელებმა კი 30 გემი დაკარგეს და 50 დაუზიანდათ.
კართაგენული დანაკარგების რაოდენობა პოლიბიუსთან, რომელიც რომაულ ცნობებზე დაყრდნობით წერდა და დიოდორეს, რომელიც კართაგენული ცნობებით სარგებლობდა, თითქმის ერთნაერი ასქვთ, თუმცა კართაგენელებმა არ იცოდნენ რამდენი გემი ჩაიძირა და რამდენი ტყვედ ჩავარდა. ამიტომ პოლიბიუსის ცნობები უფრო სანდოა[22]. სავარაუდოდ, ევთროპიუსი სატვირთო გემებსაც თვლიდა დანაკარგებში.
ამ ბრძოლაში კართაგენული ფლოტის დამარცხებამ მოუჭრა სიცოცლის გზა ჰამილკარს, რომელსაც კართაგენულმა უხუცესთა საბჭომ განუსაზღვრელი ძალაუფლება მისცა, და იგი იძულებული გახდა რომაელებთან ზავი დაედო, რომლითაც დასრულდა 24 წლიანი პუნიკური ომი.
სამშვიდობო ხელშეკრულება
[რედაქტირება]ლუტაციუსი და ჰამილკარი შემდეგ პირობებზე შეთანხმდნენ: კართაგენელები უნდა წასულიყვნენ სიცილიიდან, გამოსასყიდის გარეშე გაეთავისუფლებინათ ტყვეები, არ უნდა ეომათ სირაკუზებთან და რომის სხვა მოკავშირეებთან, ამასთან ერთად 20 წლის მანძილზე უნდა გადაეხადათ 2200 ტალანტი ვერცხლი.
რომში სახალხო კრებამ არ მოიწონა ეს პირობები და სიცილიაზე გამოსაძიებლად 10 კაციანი კომისია გაგზავნეს. კომისიამ კონტრიბუციას 1000 ტალანტი მიამატა და გადახდის ვადა 10 წლით შეამცირა, პირობებს კი დაამატა, რომ სიცილიის გარდა რომისთვის უნდა გადაეცათ იტალიასა და სიცილიას შორის მოქცეული სხვა კუნძულებიც. ასე დამთავრდა პირველი პუნიკური ომი. ბარკა გადადგა მხედართმთავრის თანამდებობიდან, ხოლო ლუტაციუსი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
აპიანე წერს, რომ კართაგენიდან რომში ელჩობა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ტუნისის ბრძოლის შედეგად დატყვევებული, მარკუს ატილიუს რეგულუსიც. მან გაუმხილა სენატორებს კართაგენის სავალალო მდგომარეობა, და დაარწმუნა ისინი ან გაეგრძელებინათ ომი, ან გაემკაცრებინათ პირობები.
პირველი პუნიკური ომი, რომელიც 24 წელი გრძელდებოდა, პირველი იყო, რომელშიც რომმა აპენინის ნახევარკუნძულის გარეთ ექსპანსია დაიწყო. გამართლდა პიროსის სიტყვები იმის შესახებ, რომ იგი მშვენიერ სარბიელს უტოვებდა რომს და კართაგენს. ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთის უტოლდებოდა სამხედრო ძალით, შესაბამისად, ბრძოლა მძიმე და თანაბარი იყო. რომისთვის გამარჯვება არ იყო ადვილი. ამ გამარჯვებამ რომს უბიძგა გაეგრძელებინა ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე ექსპანსია, მითუმეტეს მას უკვე შესანიშნავი ფლოტი და ზღვის ბრძოლების გამოცდილება ჰქონდა. ამრიგად ეს ომი იყო ხმელთაშუა ზღვისპირეთში ჰეგემონიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.
წყაროები
[რედაქტირება]- ტიტუს ლივიუსი პერიოქები 16-19
- პოლიბიუსი, საყოველთაო ისტორია. 1 წიგნი
- აპიანე, რომის ისტორია, ომი სიცილიაში და სხვა კუნძულებზე
- დიმიტრი შკრაბო - პირველი პუნიკური ომი
- პოლიბიუსი, პირველი პუნიკური ომის შესახებ. ინგლისურად
ილირიული ომები
[რედაქტირება]მეორე პუნიკური ომი
[რედაქტირება]მესამე პუნიკური ომი
[რედაქტირება]
შენიშვნები
[რედაქტირება]- ↑ 8 სტადიუმი პოლიბიუსთან.
- ↑ 10 სტადიუმი
- ↑ აპიანეს თანახმად 350.
- ↑ ბერძ. ἐν ἐπὶκαμπίῳ νεῦον προς τὴν γῆν. Ἐπικάμπιος τάξις ლათ. forceps - მარწუხი. ზოგი მკვლვარის აზრით ხაზი მართი კუთხით იყო გამრუდებული.
- ↑ პავლე ოროზიუსის თანახმად კართაგენელებმა სულ 64 გემი დაკარგეს, ხოლო ევთროპეს თანახმად რომაელებმა 22 დაკარგეს. ორივე ისტორიკოსმა მონაცემები ტიტუს ლივიუსისგან როგორც ჩანს შეცდომით გადაიწერა, ვინაითან ეს უკანასკნელი პოლიბიუსზე დაყრდნობით წერდა.
- ↑ 10 სტადიუმი.
- ↑ ეს მხოლოდ აპიანეს აქვს. პოლიბიუსი ამ მარშზე არაფერს არ წერს.
- ↑ პოლიბიუსის თანახმად, საერთო რაოდენობიდან გადარჩენილი 2500-ის გამოკლებით 13 000ზე მეტი დანაკარგი არ იყო, ხოლო ევთროპიუსის, ოროზიუსის და აპიანეს თანახმად 30 000.
- ↑ ფრონტინეს თანახმად ეს გასტატები იყვნენ.
- ↑ ზონარა, ოროზიუსი, ევთროპიუსი
- ↑ ტიტუს ლივიუსის პერიოქებისა და ზონარას თანახმად, რომაელებმა საერთო ჯამში 120 სპილო ჩაიგდეს ხელში, დიოდორესთან 60, ფლორუსთან 100
- ↑ ოროზიუსის თანახმად 200 გემი, დიოდორეს თანახმად 240 დიდი და 60 მსუბუქი გემი.
- ↑ ოროზიუსის თანახმად რომაული არმია 4 ლეგიონისგან შედგებოდა, დიოდორე კი 110 000 ადამიანე საუბრობს, თუმცა აქედან უმეტესი წილი მენიჩბეები იქნებოდნენ, ჯარისკაცი კი არა უმეტეს 30 -40 ათასისა.
- ↑ დიოდორეს თანახმად 7 000 ქვეითი და 700 მხედარი.
- ↑ პოლიბიუსის თანახმად მან 10 000 მეომარი ჩაიყვანა, დიოდორესთან მხოლოდ 4 000.
- ↑ ოროზიუსის თანახმად 120 გემი, პოლიბიუსთან 123, დიოდორე - 210.
- ↑ სავარაუდოდ Monte Pellegrino, ან Monte Castellacio
- ↑ ამის შესახებ მხოლოდ დიოდორე ყვება.
- ↑ ზონარა
- ↑ პოლიბიუსის თანახმად დარჩენილმა ფლოტმა კუნძულ გიერას შეაფარა თავი, ხოლო ზონარას თანახმად, გემები კართაგენში დაბრუნდნენ, სადაც ჰანო ჯვარს აცვეს.
- ↑ ოროზიუსთან 14 000
- ↑ პოლიბიუსი = 50+70, დიოდორე 110.