ღია ოფისი (Open Office)/ნაწილი 2 Writer – ტექსტური რედაქტორი/ტექსტის ფორმატირება

ვიკიწიგნებიდან

ასოების ფორმატირება[რედაქტირება]

ამ თავში ვისწავლით თუ როგორ შევქმნათ შიშველი ტექსტისგან, რომელიც თქვენ უკვე უნდა გქონდეთ მზად, მომხიბლავი და მოხერხებული დოკუმენტი.

სურათზე ასახულია ყველა ის ხელსაწყო, რაც საჭიროა ასოების ფორმატირებისთვის.

კომპიუტერში შეიძლება გქონდეთ მრავალი სხვადასხვა შრიფტი დაყენებული, თუ გსურთ თქვენი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის შრიფტის შეცვლა, მონიშნეთ იგი და ჩამოშალეთ შრიფტთა სია. შრიფტების დასახელება ისეა სიაში ასახული, რომ ჩანს თუ როგორია ეს შრიფტები. ასე რომ მარტივად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი შრიფტი.

შემდეგი სიაა შრიფტის ზომის. სტანდარტულად ზომა არის 12 პუნქტი, გასაზრდელად აირჩიეთ უფრო მაღალი მნიშვნელობა, ხოლო დასაპატარავებლად უფრო მცირე.

შემდეგი სამი ღილაკის დაწკაპუნებით მონიშნული ტექსტი გამუქდება, კურსივით ან ხაზგასმით გახდება. ეს არის მუქი ტექსტის მაგალითი, ეს კურსივია, ეს კი ხაზგასმა. ამის შესაცვლელად ისევ დააწკაპუნეთ ჩართულ ღილაკს.

შემდეგი ორი ღილაკი კი სიმბოლოების ასაწევად ან ჩასაწევად არის. ტექსტის აწევის მაგალითი და ტექსტის ჩაწევის მაგალითი. ეს პარამეტრები საჭიროა თუ ტექსტში მათემატიკური გამოსახულებები გაქვთ.

შემდეგი ორი ღილაკით კი შესაძლოა შრიფტის ზომის ერთი ნაბიჯით გაზრდა ან დაპატარავება.

შრიფტის ფერის ღილაკს, როგორც ხედავთ გვერდზე პატარა შავი ისარი აქვს. მას თუ დააჭერთ შეძლებთ ფერის არჩევას, ამის შემდეგ რამდენჯერაც დააწკაპუნებთ ამ ღილაკს, მონიშნული ტექსტი შეიფერება თქვენს მიერ არჩეულ ფრად.

მარკირების ფერის არჩევის შემდეგ დააწკაპუნეთ მარკირების ღილაკს. კურსორი მიიღებს საღებავიანი ქილის ფორმას. ასეთი კურსორით რომ მონიშნოთ ტექსტი, იგი მარკირებული გახდება. ეს კი მარკირებული ტექსტის მაგალითია. ნორმალური კურსორის დასაბრუნებლად, უბრალოდ დააწკაპუნეთ.

ამის შემდეგ ფონის ღილაკია. აირჩიეთ ფონის ფერი, შემდეგ დააწკაპუნეთ აბზაცში, რომლის ფონის ფერის შეცვლაც გსურთ და დააწკაპუნეთ ფერზე.

უკანასკნელი ღილაკი კი ყველაზე საგულისხმოა, იგი იძახებს ასოთა ფორმატირების დიალოგურ ფანჯარას, რომელიც ქვედა სურათზეა გამოსახული.

ასოთა ფორმატირების დიალოგური ფანჯარა.

დიალოგურ ფანჯარაში 5 ჩანართი გვაქვს. მოდით განვიხილოთ ყოველი მათგანი.

პირველ ჩანართს სურათზე ვხედავთ. აქ მოთავსებულია შრიფტთა ასარჩევი სია, შემდეგ ტიპის არჩევა და ბოლოს ზომის. ამ ყველაფერზე ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი და აღარ გავიმეორებთ ამ პარამეტრთა დახასიათებას. ქვემოთ შეგიძლიათ მიუთითოთ თუ რომელი ენისთვის უნდა შემოწმდეს მარლთწერა. რადგან სამწუხაროდ ქართული ენის მარლთწერის შესამოწმებელი მოდული ჯერ არ გაგვაჩნია, ამიტომ ნაგულისხმევად ინგლისუტია მონიშნული. ქვედა ველში კი არჩეული ფორმატირების მაგალითს ვხედავთ.

პირველ ჩანართს სურათზე ვხედავთ. აქ მოთავსებულია შრიფტთა ასარჩევი სია, შემდეგ ტიპის არჩევა და ბოლოს ზომის. ამ ყველაფერზე ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი და აღარ გავიმეორებთ ამ პარამეტრთა დახასიათებას. ქვემოთ შეგიძლიათ მიუთითოთ თუ რომელი ენისთვის უნდა შემოწმდეს მარლთწერა. რადგან სამწუხაროდ ქართული ენის მარლთწერის შესამოწმებელი მოდული ჯერ არ გაგვაჩნია, ამიტომ ნაგულისხმევად ინგლისუტია მონიშნული. ქვედა ველში კი არჩეული ფორმატირების მაგალითს ვხედავთ.

მეორე ჩანართში შეგვიძლია შრიფტთა ეფექტების გამართვა. პირველი ეფექტია ხაზგასმა – underlining. ნაგულისხმევად ხაზგასმა არ გვაქვს. ჩამოსაშლელ სიაში შეგვიძლია ავირჩიოთ ხაზგასმის ტიპი – ერთმაგი, ორმაგი, მუქი, წერტილოვანი, მუქი წერტილოვანი, წყვეტილი, მუქი წყვეტილი, გრძელი წყვეტილი, გრძელი მუქი წყვეტილი, წერტილოვანი წყვეტილი, მუქი წერტილოვანი წყვეტილი, წერტილ-წერტილოვანი წყვეტილი, მუქი წერტილ-წერტილოვანი წყვეტილი, ტალღოვანი, მუქი ტალღოვანი და ბოლოს ორმაგ ტალღოვანი. როდესაც რომელიმე ზემოთხსენებული ხაზგასმაა არჩეული, მაშინ აქტიურდება გვერდზე მდებარე ჩამოსაშლელი სიაც, საიდანაც ხაზგასმის ფერის არჩევაც შეგვიძლია. ზემოთ ზოგ მაგალითს სხვადასხვა ფერის ხაზგასმა აქვთ. შემდგ ქვემოთ სიაში შეგვიძლია ხაზგდასმა ავარჩიოთ. ნაგულისხმევად ესეც გამორთულია. ხაზგადასმაც სხვადასხვანაერად შეგვიძლია: ერთმაგად, ორმაგად, მუქად, დახრილად და ჯვარედინად. ხაზგადასმის ფერი ისეთივეა როგორც შრიფტის. სულ ქვედა ჩამოსაშლელ სიაში შეგვიძლია შრიფტის ფერის არჩევა. ჩანართის მარჯვენა მხარეს კი ეფექტების სიაა, რომლების მონიშვნითაც შეგიძლიათ მათი ჩართვა. პირველ ჩამოსაშლელ სიაში ვხედავთ: მთავრულ ასოებს CAPITALS, ანუ ლათინური ანბანით დაწერილ ტექსტს თუ ამ ეფექტს მივცემთ, ყველა ასო გახდება მთავრული. ამის საპირისპიროა პატარა ასები – lowercase. შემდეგი არის Title – სათაურის ეფექტი, იგი სიტყვის პირველ ასოს მთავრუად აქცევს, და ბოლოს პატარა მთავრული ასებია – SMALL CAPITALS. როგორც ხედავთ ამ ეფექტით მთავრული ასოები ჩოულებრივებივით პატარავდებიან. შემდეგ გვაქვს რელიეფის ეფექტები – ტექსტის ამოზნექა და ჩაზნექა.. ეს ეფექტები სათაურის გასაფორმებლად სეიძლება გამოიყენებოდეს. ბოლო 4 ეფექტები (რომლების მონიშვნაც შეიძლება) არიან: კონტრურები, ჩრდილი, ციმციმი და დამალვა. შემდეგი ჩანართი კი უკვე შრიფტთა პოზიციას ეხება.

შემდეგი ჩანართი კი უკვე შრიფტთა პოზიციას ეხება. პირველ სამ პოზიციას უკვე ვიცნობთ, ესენი არიან: აწევა, ნორმალური და ჩაწევა. გვერდზე მდებარე ბიჯრეგულატორებით, შეგვიძლია მათი ზომის და აწევა/ჩაწევის რეგულირება. შემდეგი სექციაა გადატრიალება – წელვა. აქ შეგვიძლია სიტყვა შევაბრუნოთ ან გავწელოთ. მაგალითში სიტყვა 150%-ით არის გაწელილი. ბოლოში კი ასოებს შორის დაშორების რეგულაცია შეგვიძლია.

შემდეგი ჩანართი ტექსტში ბმულების ჩასმას ეხება. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ბოლო ჩანართში კი შემოთავაზებული ფერთა პალიტრიდან შეგვიძლია ფონის ფერის არჩევა.

აბზაცების ფორმატირება[რედაქტირება]

აბზაცთა ფორმატირებისთვისაც არსებობს ფორმატირების ხელსაწყოთა პანელზე სპეციალური ღილაკები. ისინი ნაჩვენებია ქვემოთ სურათზე:

ღია ოფისი გვაწვდის აბხაცთა მზა სტილებს. მათ შესახებ მოგვიანებით გვექნება საუბარი.

აბზაცების გასწორება შეიძლება მარცხენა კიდეზე, მარჯვენა კიდეზე, ცენტრზე და ორივე კიდეზე. ქვემოთ ცხრილში გვაქვს შესაფერისი მაგალითები.

მარცხენა კიდეზე გასწორებული ტექსტი
ცენტრზე გასწორებული ტექსტი
მარჯვენა კიდეზე გასწორებული ტექსტი

როდესაც ტექსტი ორივე კიდეზეა გასწორებული, მაშინ სიტყვებს შორის დაშორება იქამდე იზრდება რომ სტრიქონის ორივე კიდე გასწორებული იყოს.

აბზაცში ასევე შეიძლება სტრიქონების დაშორების განსაზღვრა. შემდეგი 3 ღილაკი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს. ნაგულისხმევად შეიძლება სტანდარტული დაშორების გამოყენება, 1,5-ის და 2-ის.

ფანჯრის ზედა და მარცხენა კიდეებზე ვხედავთ სახაზავს. მისი მეშვეობით შეგვიძლია ფურცელზე განვსაზღვროთ ველები და აბზაცის პირველი სტროფის შეწევა. ნაგულისხმევად სახაზავზე ნაჩვენებია სანტიმეტრები. მასზე მარჯვება წკაპით შეგვიძლია ავარჩიოთ განზომილების სხვა ერთეული.

სახაზავის ზედა ნაწილის თავში ვხედავთ რეგულატორს. იგი ზედა და ქვედა ნაწილისგან შედგება. რეგულატორი ასევე გაგვაჩნია სახაზავის ბოლოშიც, მაგრამ იქ მარტო ქვედა ნაწილია. ამ რეგულატორის მოძრაობით განისაზღვრება ფურცელზე საწერი ნაწილი და მინდვრები. რეგულატორის ზედა ნაწილი კი განსაზღვრავს აბზაცის დასაწყისს.

ახლა მოდით დაწვრილებით გავარჩიოთ აბზაცთა ფორმატირების დიალოგური ფანჯარა.

პირველი ჩანართი ეხება მინდვრების დაშორებას, აბზაცთა და სტრიქონთა შორის დაშორებებს. პირველ განყოფილებაში შეგიძლიათ მილიმეტრებში მიუთითოთ აბზაცის წინ და შემდეგ დაშორება, ასევე აბზაცის პირველი ხაზის შეწევა. მეორე განყოფილებაში კი ხდება აბზაცებს შორის დაშორების მითითება. სტრიქონებს შორის დაშორებებზე კი უკვე გვქონდა საუბარი. ბოლო სექციაში კი მხოლოდ ერთი პარამეტრი გვაქვს, ეს არის register-true. ამ პარამეტრის გააქტიურებით ყოველი სტრიქონი უსწორდება ვერტიკალურ სახაზავს, ასე რომ ყოველი სტრიქონი ერთი და იგივე სიმაღლის გამოდის.

მეორე ჩანართში გვაქვს ტექსტის გასწორების პარამეტრები, ესენია მარცხნივ, ცენტრზე, მარჯვნივ და ოტრივე მხარეს გასწორება. ასევე ამავე ჩანართში შეგვიძლია გავასწოროთ ტექსტი ზედა და ქვედა კიდეებზე, თუ ეს ტექსტი ჩარჩოშია მოთავსებული.

ტექსტის ნაკადის ჩანართის პირველი განყოფილება ეხება სიტყვების გადატანას. მეორე განყოფილებაში შეგვიძლია ჩავსვათ აბცაზდა ან გვერდთა გამყოფი. შემდეგი სექცია კი აბზაცთა გადატანას ეხება. პირველს თუ მოვნიშნავთ, მაშინ გვერდის ბოლოს მოხვედრილი აბზაცი მთლიანად გადავა შემდეგ გვერდზე. მეორე პარამეტრი კი მიმდინარე აბზაცს შემდეგთან აკავებს. ისინი მომდევნო გვერდზე ერთად გადავლენ. Orphan control განსაზღვრავს გვერდის გადატანამდე სტროფთა რაოდენობას, ხოლო Widow control

შემდეგ არის დანომრილი სიის ჩანართი, რაზეც ქვემოთ, სიებში, გვექნება საუბარი.

ტაბების ჩანართი კი განსაზღვრავს კლავიშ Tab-ის დაჭერაზე დამდენზე იქნას აბზაცი შეტანილი. იგივეს განსაზღვრა სახაზავითაც შეიძლება.

შემდეგი ჩანართია Drop Caps, რომელშიც შეიძლება აბზაცის პირველი ასოს, ან სიტყვის გაზრდა. აქ ამ გაზრდილი ასოს პარამეტრების მითითებაც შეიძლება.

ჩარჩოების ჩანართში შეგვიძლია გამოყოფილ აბზაცს გავუკეთოთ ჩარჩო. აქ უნდა აურჩიოთ ჩარჩოს სტილი, ფერი, შემდეგ რამდენ გვერდზე გსურთ ჩარჩოს მორგება, ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ ჩარჩოს და ტექსტს შორის მანძილი და ჩარჩოს ჩრდილი და ჩრდილის ფერი.

უკანასკნელ ჩანართში კი შეგიძლიათ აბზაცის ფონის არჩევა.

ფორმატირებით ძიება და ჩანაცვლება[რედაქტირება]

ძიებას და ჩანაცვლებას წინა თავში უკვე გავეცანით. ღია ოფისის Writer კი საშუალებას გვაძლებს მოვძებნოთ და ჩავანაცვლოთ ფორმატირებაც. მაგალითად გსურთ ხაზგასმული ტექსტის კურსივით შეცვლა. ამისთვის

  1. გახსენით ძიების და ჩანაცვლების დიალოგი,
  2. დააწკაპუნეთ ღილაკს More Options და შემდეგ Formats
  3. თუ გსურთ მხოლოდ განსაზღვრული ფორმატირების ტექსტის მოძებნა, აირჩიეთ ფორმატირება, ძიების ველი ცარიელი დატოვეთ და ეძებეთ ტექსტი.
  4. ჩასანავლებელი ფორმატირების მისათითებლად დააწკაპუნეთ ჩანაცვლების ველში, შემდეგ ისევ დააწკაპუნეთ Formats ღილაკს და აირჩიეთ ჩასანავლებელი ფორმატირება.

ძიების დასრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ ღილაკის დაწკაპუნება, რათა მითითებული ფორმატირებანი გააუქმოთ. ეს აუცილებელია, რადგან შემდეგი ძიებისას, იგივე ფორმატები იქნება გათვალისწინებული.

ახლა თქვენ უკვე გაეცანით ტექსტის ფორმატირებას. დავალების სახით უკვე გახსენით წინა თავის წაკითხვის შემდეგ შექმნილი ფაილი და მასში შეყვანილი ტექსტი ამ თავში გავლილი ფორმატირების წესების მიხედვით გააფორმეთ.

გისურვებთ წარმატებებს!