ღია ოფისი (Open Office)/ნაწილი 2 Writer – ტექსტური რედაქტორი/სიები

ვიკიწიგნებიდან

ამ თავში საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ შევქმნათ სიები. არსებობს სიების 2 ვარიანტი ესენი არიან: უნომრო და დანომრილი სიები.

უნომრო სიის შესაქმნელად გადადით ახალ აბზაცზე და ფორმატირების ხელსაწყოთა პანელზე დააწკაპუნეთ შესაბამის ღილაკს.

დანომრილი სიის შესაქმნელად გადადით ახალ აბზაცზე და ფორმატირების ხელსაწყოთა პანელზე დააწკაპუნეთ შესაბამის ღილაკს.

სიის შექმნის შემდეგ გამოჩნდება სიების ხელსაწყოთა პანელი, რომელიც ქვემოთ არის ნაჩვენები და განმარტებული.

პირველი ორი ღილაკის დანიშნულებას უკვე ვიცით ასე რომ გავაგრძელოთ მესამე ღილაკიდან:

3. მიმდინარე აბზაცში ხსნის სიას, დანარჩენებსი სია რჩება.

4. მიმდინარე აბზაცის გარეთ გამოტანა.

5. მიმდინარე აბზაცის შიგნით შეტანა, დანომვრას აახლებს.

6. ერთი დონით შიგნით შეტანა (მრავალდონიანი სიები).

7. ერთი დონით გარეთ გამოტანა (მრავალდონიანი სიები).

8. სიაში სვავს დაუნომრავ აბზაცს. დანომვრა ამის შემდეგ ჩოულებრივ გრძელდება.

9. აბზაცის ერთით ზევით აწევა.

10. აბზაცის ერთით ქვემოთ ჩამოტანა.

11. აბზაცის ერთით ზევით აწევა, მაგრამ ნომერიც ზევით ადის.

12. აბზაცის ერთით ქვემოთ ჩამოწევა, მაგრამ ნომერიც ჩამოდის და სიის თანმიმდევრობა ირღვევა.

13. დანომვრის თავიდან დაწყება.

14. სიის პარამეტრები.

ახლა, როდესაც ვიცით სიების ხელსაწყოთა პანელის გამოყენება, დაწვრილებით განვიხილოთ სიები.

დაუნომრავი სიები[რედაქტირება]

დაუნომრავი სიის შესაქმნელად დააწკაპუნეთ ხელსაწყოთა პანელზე შესაბამისს ღილაკს. ყოველი ანალი ჩანაწერის გასაჯკეთებლად გაგაგით შემდეგ აბზაცზე.

ქვემოთ მოყვანილია ასეთი სიების მაგალითები:

  1. პირველი
  2. მეორე
  3. მესამე
  4. მეოთხე
  • ერთი
  • ორი
  • სამი
  • ოთხი
პირველი
მეორე
მესამე
მეოთხე

მაგალითიდან ჩანს რომ დაუნომრავი სიის მაჩვენებლები სხვადასხვანაერი შეიძლება იყოს. მათი შეცვლა შეიძლება სიების დიალოგური ფანჯრიდან.

  1. შექმენით დაუნომრავი სია და მონიშნეთ იგი.
  2. დააწკაპუნეთ სიათა ხელსაწყოთა პანელზე სიების პარამეტრების ღილაკს.
სიების დიალოგური ფანჯარა

დიალოგური ფანჯრის პირველივე ჩანმართში შეგიძლიათ აირჩიოთ სიის მაჩვენებლები. ამ ჩანართში სიის მაჩვენებლებად ჩოულებრივი სიმბოლოების გამოყენება შეიძლება.

აქ უბრალოდ მონიშნეთ სასურველი ვარიანტი და დააწკაუნეთ OK. თქვენი სიის მაჩვენებლები შეიცვლება.

სიების დიალოგური ფანჯრის გამოძახება ასევე შეიძლება მენიუდან Format < Bullets and Numbering...

ზემოთ მაგალითში ჩანს რომ მესამე სიას არაჩოულებრივი მაჩვენებელი აქვს. ასეთი სტილის მაჩვენებლების ჩასასმელად აირჩიოთ ჩანართი Grafics და იქ უკვე შეგეძლებათ სასურველი გრაფიკული მაჩვენებელის არჩევა.

დანომრილი სიები[რედაქტირება]

დანომრილი სიების შექმნა დაუნომრავი სიის ანალოგიურად ხდება. ქვემოთ მოყვანილია დანომრილი სიების მაგალითები:

1) პირველი 2) მეორე 3) მესამე 4) მეოთხე
1. ერთი 2. ორი 3. სამი 4. ოთხი
I. პირველი II. მეორე III. მესამე IV. მეოთხე

ნუმერაციის სტილის ასარჩევად სიების დიალოგური ფანჯრის მეორე ჩანართს მიმართეთ. აქაც არჩევა ისევე ხდება როგორც დაუნომრავ სიაში. თუ რომელიმე პუნქტიდან გსურთ ნუმერაციის განახლება, კურსორი დააყენეთ იმ აბზაცზე საიდანაც ნუმერაცია უნდა განახლდეს და სიის ხელსაწყოთა პანელზე დააწკაპუნეთ შესაბამის ღილაკს.

მრავალდონიანი სია[რედაქტირება]

ჩოულებრივი სიები ყოველთვის საკმარისი და დამაკმაყოფილებელი არ არის. ხშირად საჭიროა მრავალდონიანი სიების გამოყენება. ქვემოთ ცხრილში მოყვანილია მრავალდონიანი სიების მაგალითები.

როგორც ვხედავთ მაგალითებიდან, მრავალდონიანი სია შეიძლება იყოს როგორც დაუნომრავი, ასევე დანომრილიც. მრავალდონიანი სიის შესაქმნელად შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები:

  1. შექმენით ჩოულებრივი სია.
  2. მონიშნეთ მთელი სია და გახსენით სიების დიალოგური ფანჯარა.
  3. აირჩიეთ მესამე ჩანართი Outline და იქ მონიშნეთ სასურველი ტიპის მრავალდონიანი სია.
  4. დააწკაპუნეთ OK.
  5. მონიშნეთ სიის ის ჩანაწერები, რომლებიც მეორე დონეზეა შესატანი და დააწკაპუნეთ ერთი დონით შიგნით შეტანის ღილაკს.
  6. თუ რომელიმე ჩანაწერი კიდევ არის ერთი დონის შიგნით შესატანი, მონიშნეთ იგი და გაიმეორეთ წინა მოწმედება.

ჩანართში Position შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რა მანძილზე უნდა იყოს შეწეული მრავალდონიან სიაში დონეები. ხოლო ჩანართში Options შეგიძლიათ მრავალდონიანი სიის პარამეტრების გამართვა.

კითხვები და დავალებები:[რედაქტირება]

1. აღწერეთ სიების ხელსაწყოთა პანელის ღილაკები.

2. შექმენით შემდეგი სახის სია:

3. იგივე სია შეცვალეთ მრავალდონიანი დანომრილი სიით.