ღია ოფისი (Open Office)/ნაწილი 2 Writer – ტექსტური რედაქტორი/გვერდების ფორმატირება

ვიკიწიგნებიდან

Writer გვერდის განლაგდების სამართავად რამოდენიმე საშუალებას იძლევა:

  • გვერდების სტილები
  • სვეტები
  • ჩარჩოები
  • ცხრილები
  • არჩევები

ამ თავში ასევე აღწერილია:

  • ზედა და ქვედა კოლონტიტულები
  • გვერდების დანომვრვა
  • გვერდის მინდვრების შეცვლა

გვერდის განლაგდების ხილვა მარტივდება, თუ აჩვენებთ ტექსტს, ცხრილებს, და მონიშვნებს Tools > Options > OpenOffice.org > Appearance-ის მეშვეობით, ხოლო აბზაცებს გამოყობთ Tools > Options > OpenOffice.org Writer >Formatting Aids-ის მეშვეობით.

განლაგების მეთოდის არჩევა[რედაქტირება]

განლაგების საუკეთესო მეთოდი დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის ტექსტზე მუშაობთ და საბოლოო ვარიანტი როგორ უნდა გამოიყურებოდეს. აქ მონიყვანთ რამოდენიმე მაგალითს.

ჩვენს სახელმძღვანელოში გამოიყენება ტექსტის საბაზისო განლაგება და ცხრილები, სხვადასხვა ფიგურების და მათი აღწერების გასანლაგებლად.

თუ ტექსტი ორ სვეტად ლაგდება, ხოლო სათაურის განთავსება გსურთ ერთ სვეტზე, მაშინ გამოიყენეთ ერთსვეტიანი განლაგება სათაურისთვის, ხოლო დანარჩენი ტექსტი განალაგეთ ორ სვეტად.

სიახლეთა გვერდისთვის რომელიც რამდენიმე სტატიას შეიცავს და ასევე სარჩევს, უმჯობესია ჩარჩოების გამოყენება.

თუ დოკუმენტი წარმოადგებს უცხო სიტყვათა სიას თავისი თარგმანებით, უმჯობესია ცხრილის გამოყენება, რათა ყოველი სიტყვა თავის თარგმანთან იდგეს.

გვერდის ფორმატირების დიალოგი

გვერდის ზომის და ფორმატის განსაზღვრა ნაგულისხმებად გვერდი არის A4 ფორმატში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სრულიად დამაკმაყოფილებელია მაგრამ ჩვენ არ ვართ ამით შეზღუდულნი. მენიუ Format<Page გახსენით და მეორე ჩანართზე გადადით.

გვერდის ჩანართის პირველივე თვისებაა გვერდის ფორმატი. აქ შეგიძლიათ არსებული ფორმატიდან ნებისმიერი აირჩიოთ, ხოლო თუ მოცემული ფორმატები არ გაკმაყოფილებთ, ქვედა ბიჯურ ველებში ხელით მიუთითებთ გვერდის სიგანეს და სიმაღლეს. მარჯვენა მხარეს ხედავთ გვერდის ესკიზს.

გვერდის ზიმების არჩევის ქვეშ კი მოცემულია გვერდის ორიენტაციის გადართვის ღილაკები. ორიენტაცია შეიძლება ორგვარი იყოს, პორტრეტული, ანუ სიმაღლეზე, ან ლანშაფტური, ანუ ჰორიზონტალურად წაწვენილი.

ქვედა მარცხენა არეში კი გვერდის მინდვრების ნაგულისხმები ზომები თუ არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ ბიჯურ ველებში მათი შეცვლა. იგივე მოქმედების შესრულება შეგიძლიათ Writer-ის ფანჯარაში სახაზავის გამოყენებით.

ხოლო მარჯვენა არეში განისაზღვრება დამწერლობის მიმართულება და დანომრილი სიის ნაგულისხმები ფორმატი.

გვერდის ფონის არჩევა[რედაქტირება]

გვერდთა ფორმატების დიალოგის შემდეგი ჩანართი ფონის არჩევაა. თუ წინა თავში (ცხრილები) ცხრილის ფონის არჩევა ყურადღებით წაიკითხეთ, მაშინ ნახავთ რომ გვერდის ფონის არჩევა ზუსტად ისევე ხდება როგორ ცხრილის. ამიტომ ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ.

კოლონტიტულები[რედაქტირება]

ზედა დაფა ქვედა კოლონტიტულები გვერდის ის ელემენტებია, რომლებიც ყოველთვის გვერდის ზედა და ქვედა ნაწილში განლაგდებიან. მათში შეიძლება იყოს მოთავსებული ავტორის ან დოკუმენტის სახელი, გვერდის ნომერი და სხვა ამდაგვარი ინფორმაცია.

კოლონტიტულების მენიუდან ჩასმა

ზედა კოლონტიტულის ჩასმა შეიძლება როგორც მენიუდან, როგორც ეს ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები, ასევე გვერდის ფორმატირების დიალოგის შესაბამისი ჩანართიდან.

კოლონტიტულების ჩანართი

ამ ჩანართში შეგიძლიათ ზედა კოლონტიტულის ჩასმა, (ანალოგიურად ხდება ქვედა კოლონტიტულის ჩასმაც). ამ ჩანართში ასევე შეიძლება კოლონტიტულების მინდვრების განსაზღვრა.

გვერდის საზღვრები[რედაქტირება]

იგივე დიალოგირუ ფანჯრის შემდეგ ჩანართზე გადავიდეთ. აქ შეგვიძლია გვერდის საზღვრების არჩევა, ჩრდილების დაყენება, მათი მიმართულების და ფერის განსაზღვრა.

გვერდის საზღვრები

როგორც სურათზე ხედავთ გვერდის საზღვრების ძალიან ჰგავს ცხრილის დიალოგურ ფანჯარაში ცხრილის ჩარჩოების ჩანართს. სხვაობა მართლაც პრაქტიკულად არაა. აქ უბრალოდ რა თქმა უნდა უჯრების სვეტების და რიგების საზღვრების დაყენება არაა. ამის გამო აქაც არ შევჩერდებით.

სვეტები[რედაქტირება]

ტექსტის გვერდზე ორ ან მეტ სვეტად განსალაგებლად გადადით შემდეგ ჩანართზე. იგივეს გასაკეთებლად მენიუში აირჩიეთ Format < Columns.

სვეტების დიალოგი

ჯერ განსაზღვრეთ სვეტების რაოდენობა, მაგალითად ზედა სურათზე აღებულია 3 სვეტი. აქვე შეგიძლიათ განსაზღვროთ სვეტებს სორის მანძილი და თუ გსურთ მათ შორის ვერტიკალური ხაზი.

სვეტებს შორის მანძილი აუცილებელად მიუთითეთ, თორემ ტექსტი გადაბმულივით იქნება და ვიზუალურად მისი აღქმა გართულდება.

ქვედა არეში კი ყოველი სვეტის სიგანის განსაზღვრა შეგიძლიათ, იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა სიგანის სვეტები გსურთ. სულ ქვემოთ კი გამყოფი ვერტიკალური ხაზის პარამეტრების განსაზღვრა შეგიძლიათ.

იმ შემთხვევაში თუ გვერდზე ტექსტის ნაწილის დაყოფა გვინდა სვეტებად (მაგალითად სათაური უნდა განლაგდეს ორ სვეტზე, ხოლო ტექსტი გაიყოს) უნდა მოვნიშნოთ შესაბამისი ტექსტი და სვეტების დიალოგურ ფანჯარაში ავირჩიოთ სვეტების რაოდენობა. როდესაც საქმე სრულ გვერდს კი არა, არამედ მონიშნულ ტექსტს ეხება, ამ დიალოგურ ფანჯარაში ჩნდება ახალი პარამეტრი, ეს არის ტექსტის განლაგების პარამეტრი. ტექსტის განლაგება ორგვარი შეიძლება იყოს, გაზეთის და თანაბარი. გაზეთის განლაგების შემთხვევაში ჯერ შეივსება ერთი სვეტი და შემდეგ დაიწყება მეორე სვეტის შევსება, ხოლო თანაბარი განლაგებისას, ჯერ ორივე სვეტის პირველი სტრიქონი ივსება, შემდეგ მეორე სტრიქონის შევსება იწყება და ა.შ.

გვერდის განლაგებისთვის ცხრილების გამოყენება[რედაქტირება]

ცხრილების გამოყენებას წინა თავში უკვე გავეცანით. ამ პარაგრაფში გვაინტერებს ცხრილები მხოლოდ, როგორც გვერდის განლაგების შექმნის ერთ-ერთი ხელსაწყო.

ამის საილუსტრაციოთ შევქმნათ ტერმინთა და მათი განმარტებების სია. ამისთვის ჩასვით ორსვეტიანი ცხრილი, (რიგების რაოდენობა დამოკიდებულია ტერმინთა რაოდენობაზე). მარცხენა სვეტში ჩაწერეთ ტერმინი, მარჯვნივ მისი განმარტება.

ცხრილის თვისებების დიალოგში განსაზღვრეთ სვეტების ზომა და ტექსტის დასორება საზღვრებისგან და ასევე გააუქმეთ სათაურის სვეტი.

გვერდის განლაგებისთვის ჩარჩოების გამოყენება[რედაქტირება]

ჩარჩოები ძალიან მოხერხებულია გვერდზე ლოგოს ან რაიმე სხვა ელემენტის განსალაგებლად, ან გვერდის რამდენიმე ნაწილის დასაყოფად, აქედან თუ ერთერთ ნაწილში არსებული ტექსტი შემდეგი გვერდის (ან რომელიმე შემდგომის) რომელიღაც განსაზღვრულ ნაწილში უნდა გაგრძელდეს, ამისთვის ჩარჩოების ერთმანეთთან დაკავშირება მარტივად შეიძლება.

ჩარჩოს შექმნა რამდენიმე გზით შეგიძლიათ:

  • მენიუში აირჩიეთ Insert > Frame. შეიქმნება ცარიელი ჩარჩო და გამოჩნდება ჩარჩოს დიალოგი სადაც შეგიძლიათ მისი პარამეტრების მითითება.
  • არსებული ტექსტის ან სურათის ჩარჩოში ჩასასმელად მონიშნეთ ტექსტი/სურათი, და ისარგებლეთ Insert > Frame, ახლა მონიშნული უკვე ჩარჩოში ჩაჯდება.
  • ჩარჩოების ხელსაწყოთა პანელზე ჩარჩოს ჩასმით.

ჩარჩოს ჩასმის შემდეგ ცარიელი ჩარჩო გამოჩნდება, როგორც ეს გვერდზეა ნაჩვენები. ჩარჩოსთვის შიგთავსის დასამატებლად მოხსენით მას მონიშვნა და კურსორი მოათავსეთ ჩარჩოში.

ჩარჩოს მდებარეობის ან ზომის შესაცვლელად ჯერ მონიშნეთ იგი, შემდეგ შეგიძლიათ თაგვით გადაათრიოთ იგი სადაც გსურთ და თაგვითვე შეცვალოთ მისი ზომები. ამის გაკეთება ჩარჩოს დიალოგურ ფანჯარაშიც შეგიძლიათ. თაგსი უფრო სწრაფია მაგრამ არაა აკურატული. ჩარჩოს შიგთავსით შევსების შემდეგ, იგი ავტომატურად მიიღებს შიგთავსის ზომებს.

ჩარჩოების დიალოგური ფანჯარა

პირველივე ჩანართში, როგორც ხედავთ შეგიძლიათ ზომების მითითება და ადგილმდებარეობის განსაზღვა. ზომების მითითება ხელითაც შეიძლება, ამისთვის მონიშნეთ ჩარჩო, მწვანე კვადრატს წამოაგეთ კურსორი და დაწელეთ სასურველი მიმართულებით. ხოლო ხელით ჩარჩოს მდებარეობის შესდაცვლელად, გადაათრიეთ იგი სასურველ ადგილას.

ამავე ჩანართში შეგიძლიათ ჩარჩოს სასურველ ადგილზე მიმაგრება: აბზაცზე, გვერდზე ან როგორც სიმბოოსი.

გვერდზე მიმაგრება ნიშნავს, რომ იგი არ გადაადგილდება როდესაც თქვენ ამატებთ ან შლით ტექსტს, იგი არ ებმევა რაიმე აბზაცს, ეს გამოიყენება, როდესაც ჩარჩო არ უნდა იყოს დაკავშირებული რაიმე აბზაცთან.

აბზაცთან მიმაგრებისას, ჩარჩო განლაგდება აბზაცთან ერთად, ეს სასარგებლოა ცხრილის მაგივრად გამოსაყენებლად.

სიმბოლოსთან მიმაგრება ძალიან ჰგავს აბზაცთან მიმაგრებას, ამ შემთხვევაშიც ჩარჩო სიმბოლოსთან ერთად გადაადგილდება გვერდზე.

სიმბოლოსავით მიმაგრების შემთხვევაში კი, ჩარჩო იქნება სიმბოლოს ზომის და იგი განთავსდება როგორც ნებისმიერი სხვა სიმბოლო, ეს კარგია როდესაც გსურთ ტექსტში პატარა ხატულის ჩართვა.

ჩარჩოს დიალოგური ფანჯრის შემდეგ ჩანართში შეგიძლიათ მიანიჭოთ ჩარჩოს სახელი, გადააბათ იგი სხვა ჩარჩოს, დაიცვათ შიგთავსი, მდებარეობა და ზომა, ანუ, თუ ამათ მონიშნავთ, ჩარჩოს შიგთავსი, მდებარეობა ან/და ზომა აღარ შეიცვლება და ისეთი ატრიბუტების მინიჭება როგორიცაა ამობეჭდვა და მხოლოდ წასაკითხ დოკუმენტში ჩასწორებადობა.

ჩარჩოთა გადაბმა მაშინაც შეგიძლიათ, თუ ისინი სხვადასხვა გვერდებზე განლაგდებიან. ამ შემთხვევაში შიგთავსი ერთი ჩარჩოდან მეორეში გადადის, ეს სასარგებლოა მაგალითად გაზეთის გასაკეთებლად, სადაც სტატიები შეიძლება სხვადასხვა გვერდებზე იყოს განთავსებული. ჩარჩოების მიბმისთვის ასე მოიქეცით:

  1. მონიშნეთ პირველი ჩარჩო
  2. ჩარჩოთა ხელსაწყოთა პანელზე დააწკაპუნეთ ბმულის ხატულას
  3. და დააწკაპუნეთ მისაბლემ ჩარჩოს.

როდესაც გადაბმული ჩარჩოები მონიშნულია, ეს ასე გამოიყურება:

გადაბმული ჩარჩოები

ერთი და იმავე ჩარჩოს რამდენიმე სხვადასხვა ჩარჩოზე გადაბმა შეუძლებელია.

ჩარჩოთა ბმები ასევე ნაჩვენებია პარამეტრთა ჩანართში.

შემდეგ ჩანართსი განისაზღვრება თუ როგორ უნდა განლაგდეს ჩარჩო ტექსტში.

განლაგების ჩანართი

ამ ჩანართის ქვედა არეში შეგიძლიათ განსაზღვროთ ჩარჩოსა და ძირითად ტექსტს შორის მანძილები.

ჩარჩოს საზღვრების შესაცვლელად ან გასაუქმებლად ისარგებლეთ საზღვრების ჩანართით, მასზე არ შევჩერდებით, რადგან ანალოგიური ჩანართი უკვე იყო ცხრილებში განხილული. იგივე ეხება ფონსაც.

ჩარჩოში, როგორც ტექსტში, შეგვიძლია სვეტების შექმნა, ამისთვის ისარგებლეთ სვეტების ჩანართით. ძირითადად იგი არ განსხვავდება ასეთივე ჩანართისგან გვერდთა გორმატირების დიალოგურ ფანჯარაში.

საკვირველი იქნებოდა რომ არ გვქონოდა ჩარჩოთა ხელსაწყოთა პანელი. მოდით ახლა, როდესაც ჩარჩოების შექმნის ყველა ძირითადი პარამეტრი განვიხილეთ, გადავხედოთ მას:

პირველი სამი ღილაკი პანელზე განსაზღვრავს ჩარჩოს და ტექსტის ერთმანეთთან მიმართებას, შემდეგი სამია ტექსტის ჩარჩოში გასწორება. ღილაკთა შემდეგი ჯგუფი კი ვერტიკალურად ასწორებს ტექსტს. შემდეგ ჯგუფში ირჩევთ ჩარჩოს საზღვრებს, საზღვრის ტიპს, ფერს და ფონის ფერს. შემდეგი ღილაკი იძახებს ჩარჩოთა დიალოგურ ფანჯარას, რომელსაც ზემოთ გავეცანით, ღილაკთა შემდეგი ჯგუფი წინ ან უკან წევს ჩარჩოს და ცვლის მის მიმაგრებას, ბმულის ღილაკს უკვე გავეცანით, ხოლო უკანასკნელი ღილაკი არსებულ ბმულს აუქმებს.

ამგვარად, როგ შემთხვევებში, ჩარჩოები წარმოადგენს ცხრილის ალტერნატივას.

გვერდის განლაგებისთვის მონიშვნების გამოყენება[რედაქტირება]

მონიშვნა არის ტექსტის ბლოკი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ატრიბუტები ან ფორმატება, მონიშვნების გამოყენება შეგიძლიათ შემდეგი მიზნებისთვის:

  • ტექსტის ჩაწერისგან დაცვა
  • ტექსტის დასამალად
  • სხვა დოკუმენტის შიგთავსის დინამიურად ჩასასმელად
  • ტექსტის ბლოკისთვის სვეტების, ფონის ან მინდვრების დასამატებლად.

სექციის შესაქმნელად ასე მოიქეცით:

  1. კურსორი დოკუმენტის იმ ადგილას დასვით სადაც ახალი სექციის ჩასმა გსურთ, ან მონიშნეთ ტექსტი, რომელიც ახალ სექციაში უნდა განთავსდეს.
  2. მთავარი მენიუდან აირჩიეთ Insert > Section, სექციის ჩასმის დიალოგი გამოჩნდება
  3. თუ არაა ასახული, დააწკაპუნეთ სექციის ჩანართს.

სექციის ჩასმის დიალოგს გააჩნია ხუთი ჩანართი:

  • სექციის ატრიბუტების მისანიჭებლად გამოიყენეთ სექციის ჩანართი.
  • მონიშვნისთვის სვეტებში ჩასასმელად გამოიყენეთ სვეტების ჩანართი.
  • მონიშვნისთვის მარცხნივ ან მარჯვნივ მინდვრების ზომების შესაცვლელად

მინდვრების ჩანართი გამოიყენეთ.

  • მონიშვნისთვის ფონის დასამატებლად ფონის ჩანართი გამოიყენეთ.
  • მონიშვნისთვის დანართის დასამატებლად დანართის ჩანართი გამოიყენეთ.
სექციის დიალოგური ფანჯარა

მიმდინარე სექციისთვის ატრიბუტების მისანიჭებლად უნდა სექციის ჩანართით ისარგებლოთ.

ამ ჩანართში შეგიძლიათ სექციას სახელი მიანიჭოთ. ამის გარდა, შესაძლებელია არსებული სექციის სხვა დოკუმენტთან ან სექციასთან დაკავშირება. ამის გასაკეთებლად მობიშნეთ ბმულის უჯრა, აირჩიეთ სხვა სექციის სახელი, ან მიმოხილვის ფანჯარაში აირჩიეთ სხვა დოკუმენტი.

სექციების ჩაწერისგან დასაცავად მონიშნეთ შუა არეში უჯრა და მოითითეთ პაროლი, რომლის შეყვანის შემდეგაც გახდება ამ სექციაში ჩაწერა შესაძლებელი (პაროლი შეგიძლიათ არც მოითითოთ). პაროლი 5 სიმბოლოს მაინც უნდა შეიცავდეს.

თუ გსურთ ტექსტის დამალვა, მაშინ აირჩიეთ ქვედა არეში დამალვის უჯრა. ამ შემთხვევაში ტექსტი აღარ აისახება.

ამ გზით ტექსტის დამალვა არაა უსაფრთხო. ეს მეთოდი იცავს ტექსტს შემთხვევით წაკითხვისგან, მაგრამ, თუ ვინმეს ძალიან სურს ამის წაკითხვა, იგი დამალულ სექციას მარტივად აღმოაჩენს.

სექციის სვეტებათ გასაყოფათ გამოიყენეთ სვეტების ჩანართი. იგი ზუსტად იგივეა რაც აქამდე განხილული სვეტების ჩანართები, ასე რომ მასზე არ შევჩერდებით.

სექციის მინდვრების ზომების შესაცვლელად ისარგებლეთ მინდვრების (Idents) ჩანართით.

ფონის ჩანართიც ანალოგიურია, როგორც სხვა დანარჩენ დიალოგებში ანალოგიური ჩანართები.

არსებული სექციის რედაქტირებისთვის, შედით Format > Sections გამოვა სექციების რედაქტირების დიალოგი. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სექცია და თქვენი სურვილისამებრ ჩაასწოროთ იგი. აქედანვე შეგიძლიათ არასასურველი სექციების წაშლა.

გვერების დანომვრვა[რედაქტირება]

როდესაც გვერდის გაფორმაბაზე მუშაობა დავასრულეთ, ისღა დაგვჩენია დავნომროთ დოკუმენტში გვერდები, რადგან, მოგეხსენებათ დიდ დოკუმენტში რომელიც ათეულობით ან თუნდაც ასეულობით გვერდებს შეიცავს, ძალიან რთულია საჭირო გვერდის ამოცნობა.

ამისთვის საკმარისია ზედა ან კვედა კოლონტიტული შევქმნათ (გააჩნიათ სად გსურთ დანომრვა) და ავარჩიოთ მენიუდან Insert > Fields > Page Counts.

ნუმერაციის დიალოგი

გვერდის დანომრვის დიალოგშივე შეგვიძლია ავარჩიოთ თუ სად განთავსდება ნუმერაცია (მარჯვნივ თუ მარცხნივ) და რა სტილის უნდა იყოს იგი.

ახლა უკვე გვერდები დანომრილია.

გვერდის საბაზისო განლაგების სტილების მეშვეობით გამართვა[რედაქტირება]

Writer-ში გვერდის სტილი განსაზღვრავს მთელი გვერდის განლაგებას, გვერდის ზომის, მინდვრების, კოლონტიტულების განლაგების, საზღვრების, ფონის დანომვრის სტილის და ა.შ. ჩათვლით. Writer-ს აქვს თანდაყოლილი სტილები, მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ მათი რედაქტირება და ახალ სტილთა შექმნა. ერთ დოკუმენტში შეგიძლიათ გვერდთა რამოდენიმე სტილის გამოყენება.

Writer-ში ყველა გვერდს გააჩნია სტილი, თუ გვერდის შექმნისას არ განსაზღვრავთ სტილს, მაშინ Writer გამოიყენებს ნაგულისხმებ სტილს.

გვერდის გაყოფა სტილის შეცვლის გარეშე[რედაქტირება]

თუ რაიმე სახის დოკუმენტში გსურთ გტექსტის გვერდის დასრულებამდე შემდეგ გვერდზე გადატანა, მაგალითად ახალი სათაურის ახალ გვერდზე განთავსება, ასე მოიქეცით:

გვერდის გამყოფის ჩასმა
  1. კურსორი მოათავსეთ აბზაცთან, რომელიც შემდგომ გვერდზე უნდა გადავიდეს. კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ Paragraph.
  2. დიალოგის Text Flow ჩანართზე აირჩიეთ ჩასმა და არ აირჩიოთ გვერდის სტილით.


დოკუმენტისთვის განსხვავებული პირველი გვერდის განსაზღვრა[რედაქტირება]

ბევრ დოკუმენტს, როგორიცაა წერილები, ანგარიშები და ა.შ პირველი გვერდი დანარჩენებისგან განსხვავებული აქვთ.

გვერდის სტილის რედაქტირება

ამ შემთხვევაში უნდა შევქმნათ გვერდის სტილი, ხოლო მისი მომდევნო სტილი უნდა იყოს ნაგულისხმები.

  1. გახსენით სტილების და ფორმატირების ფანჯარა.
  2. ამ ფანჯარაში გვერდთა სტილის ხატულას დააწკაპუნეთ (მარხნიდან მეოთხეა) და აისახება ხელმისაწვდომი გვერდთა სტილები.
  3. პირველ გვერდზე დააწკაპუნეთ და კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ რედაქტირება.

დიალოგის Organizer ჩანართზე ნახეთ ახალი სტილის თვისება. ეს თვისება განსაზღვრავს შემდეგი გვერდის სტილს. სიიდან უნდა აირჩიოთ ნაგულისხმები.

შემდეგი გვერდის თვისების მინიჭება.

ამ დიალოგის სხვა ჩანართებზე კი შეგიძლიათ ამ სტილის რედაქტირება როგორც მოგესურვებათ.

კითხვები და დავალებები:[რედაქტირება]

  1. რისთვის გვჭირდება გვერდების გაფორმება?
  2. გააკეთეთ ბროშურა, გვერდი ჰორიზონტალურად გამართეთ, აირჩიეთ A3 ფორმატი, 3 სვეტად გაყავით და ჩარჩოების გამოყენებით ჩასვით ელემენტები.
  3. სტატიკური ტექსტისთვის გამოიყენეთ სექციები.
  4. სვეტებში ტექტის განლაგება რა და რა მეთოდებით არის შესაძლებელი?
  5. დაახასიათეთ სექციები და ჩარჩოები, რა აქვთ მათ საერთო და რა სხვაობებია მათ შორის?