ნაბიჯი 6
პარაგრაფები და div. ვსწავლობთ ტექსტის გამოსახვას
[რედაქტირება]პარაგრაფის ტეგი მასში მოქცეული ტექსტის განლაგებაზე აგებს პასუხს. ის იწერება, როგორც
, ხოლო მისი ატრიბუტი align გვიჩვენებს, თუ როგორი განლაგება ექნება ამ ტეგში მოქცეულ ტექსტს.
საბოლოო ჯამში კი გვაქვს ასეთი ჩანაწერი:

მრავალწერტილების ადგილას შესაბამისად ატრიბუტის მნიშვნელობა და ტექსტი უნდა ჩაიწეროს. ატრიბუტს კი სულ 4 მნიშვნელობა აქვს :
1. left ტექსტს მარცხენა კიდეზე ასწორებს 2. right ტექსტს მარჯვენა კიდეზე ასწორებს 3. center ტექსტს გვერდის ვერტიკალური შუახაზის სიმეტრიულად ასწორებს(გამოიყენება სათაურების კეთებისას) 4. justify იგივეა, რაც left+right, ანუ ტექსტს ორივე კიდეზე ასწორებს
ქვემოთ განხილულ მაგალითს ჩამატებული აქვს პარაგრაფის ტეგი, რომელიც ტექსტს სათაურის ფუნქციას აძლევს, ანუ გამოიყენება align ატრიბუტის center მნიშვნელობა. თქვენ სცადეთ გააკეთოთ გვერდი, რომელზეც ყველა მნიშვნელობა იქნება გამოყენებული.
ტექსტი, რომელიც მაგალითშია გამოყენებული, ერთ-ერთი სტატიიდანაა აღებული. თქვენ, რა თქმა უნდა, იქ თქვენთვის სასურველ ტექსტს ჩასვამთ.
დაიმახსოვრეთ! პარაგრაფის შიგნით არ შეიძლება სხვა პარაგრაფის და

და

თუმცა
-ს ასეთი კონსტრუქციის ”ატანა” და შესრულება შეუძლია:

თუმცა ჩვენი საუბარი
და
-თან დაკავშირებით აქ მთავრდება, ნუ გეგონებათ, რომ მათ მეტი არაფერი შეუძლიათ. უბრალოდ თქვენ ჯერ მზად არ ხართ მათ გასაცნობად.
<<< ნაბიჯი 5 :უკან | წინ: ნაბიჯი7 >>>
მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი