ნაბიჯი 41

ვიკიწიგნებიდან

რა არის მორბენალი სტრიქონი.[რედაქტირება]

ამ ნაბიჯში მორბენალი სტრიქონის შემქმნელ ტეგს - <marquee>-ს შევისწავლით.

თუმცა ეს ტეგი მხოლოდ IE-ში ფუნქციონირებს, დამწყებთა მთელი არმია მაინც აქტიურად იყენებს მას თავის საიტზე. განვიხილოთ ამ ტეგის პლიუსები და მინუსები, შემდეგ კი თქვენ გადაწყვიტეთ, გამოიყენებთ თუ არა მას.

და ბოლოს Scrollamount - სტრიქონის მოძრაობის სიჩქარე. შეიძლება ჰქონდეს 1-დან 10-მდე მნიშვნელობა. 1 ნიშნავს ყველაზე ნელს, 10 ყველაზე ჩქარს.

ტექნიკური მხარე დამთავრებულია, გადავიდეთ ესთეტიურზე.

ერთი წუთით დაბრუნდით გვერდის თავში და დაიწყეთ კითხვა. მორბენალი სტრიქონი ტექსტზე კონცენტრირებაში აუცილებლად ხელს შეგიშლით, მაინცდამაინც არც პროფესიონალურ ნამუშევარს ჰგავს (ამიტომაა ის მხოლოდ დამწყებებში პოპულარული). თვითონ მორბენალი სტრიქონის ტექსტი კი წასაკითხად ძნელია, მით უმეტეს თუ წინ და უკან და მაღალი სიჩქარით მოძრაობს. IE-ს გარდა ვერცერთი ბრაუზერი აჩვენებს(თუმცა ამ პრობლემის მოგვარება სკრიპტების ან CSS-ის გამოყენებით შეიძლება)...

ეს მიზეზები დასაფიქრებლად ნამდვილად იკმარებს. კარგად აწონ-დაწონეთ ყველა ნაკლი თუ უპირატესობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, ნამდვილად გჭირდებათ ის, თუ არა.

მე არ გირჩევდით მის გამოყენებას. უმჯობესია ერთი-ორჯერ განათავსოთ საიტზე ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, შემდეგ კი მისი ადგილი სხვა უფრო პრაქტიკულ კონტენტს დაუთმოთ.



<<< ნაბიჯი 40: უკან | წინ: ნაბიჯი 42 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი