ნაბიჯი 10

ვიკიწიგნებიდან

ვეცნობით სურათებს[რედაქტირება]

ალბათ ინტერნეტის ხშირი მომხმარებელი ხარ და ისიც კარგად იცი, რომ კარგი გვერდი გრაფიკული გაფორმების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. თუ ჩვენ სრულყოფილი გვერდის გაკეთება გვინდა, სურათის გამოსახვაც უნდა ვისწავლოთ. ამისათვის კიდევ ერთ ახალ ტეგს - <img>-ს და ამ ტეგის უმთავრეს ატრიბუტს - scr-ს უნდა გავეცნოთ. img ბროუზერს აცნობებს, რომ საქმე სურათთან გვაქვს, ხოლო scr - ამ სურათის მისამართს(სწორედ ამიტომაა იგი უმთავრესი). საბოლოო სინტაქსს შემდეგი სახე აქვს:

დაიმახსოვრეთ! ბრაუზერს დამატებითი პლაგინების გარეშე მხოლოდ jpg, gif და png ფორმატის სურათების გამოსახვა შეუძლია, სხვა შემთხვევაში ის სურათის ჩამოტვირთვას შემოგთავაზებთ.

ასევე საყურადღებოა სურათის ზომა. არ არის სავალდებულო, რომ გვერდზე განთავსებული სურათი ბრწყინვალე ხარისხის და რამდენიმე მბ მოცულობის იყოს. ამას უბრალოდ საშუალოზე ცოტათი კარგი ხარისხის, მაგრამ პატარა მოცულობის მქონე სურათი ჯობს. სხვა თუ არაფერი, გვერდის გახსნის ლოდინით გაბეზრებული მომხმარებელი მაინც აღარ გაგექცევათ. რა თქმა უნდა, შეიძლება ორივენაირი სურათი ატვირთოთ და მომხმარებლის დაკავშირების სიჩქარის მიხედვით შესაბამისი სურათი აჩვენოთ, მაგრამ ამას უფრო ბევრი ცოდნა და მუშაობა სჭირდება. სამაგიეროდ, საკმაოდ მოქნილ სისტემას ვიღებთ, რომელიც თქვენს მომხმარებელს ნამდვილად მოხიბლავს.



<<< ნაბიჯი 9: უკან | წინ: ნაბიჯი 11 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი