ლათინური ენა/გრამატიკა/ნაცვალსახელები

ვიკიწიგნებიდან

პირის ნაცვალსახელები[რედაქტირება]

ლათინურ ენაში პირის ნაცვალსახელი იშვიათად გამოიყენება, როგორც წესი ზმნა განსაზღვრავს მას და როგორც ქართულში იგი აღარ გამოიყენება. პირის ნაცვალსახელს რომაელები იყენებდნენ მხოლოდ თუ მოქმედების ხაზგასმა სურდათ.

ლათინურ ენაში შემდეგი პირის ნაცვალსახელებია:

მხ. ლათ. მხ. ქართ. მრ. ლათ. მრ. ქართ.
ego მე nos ჩვენ
tu შენ vos თქვენ
is ის (მამრ.) ei (ii) ისინი (მამრ.)
ea ის (მდედრ.) eae ისინი (მდედრ.)
id ის (საშ.) ea ისინი (საშ.)

პირის ნაცვალსახელების ბრუნვა შემდეგნაერად ხდება:


პირველი და მეორე პირის ბრუნება
I პირი მხ. II პირი მხ. I პირი მრ. II პირი მრ.
Nom ego tu nos vos
Gen mei tui nostrum (nostri) vestrum (vestri)
Dat mihi tibi nobis vobis
Acc me te nos vos
Abl me te nobis vobis

მესამე პირის მხოლობითი რიცვის ნაცვალსახელების ბრუნება:

მამრ. მდედრ. საშ.
Nom is ea id
Gen eius eius eius
Dat ei ei ei
Acc eum eam id
Abl eo ea eo

მესამე პირის მრავლობითი რიცვის ნაცვალსახელების ბრუნება:


მამრ. მდედრ. საშ.
Nom ei (ii) eae ea
Gen eorum earum eorum
Dat eis eis eis
Acc eos eas ea
Abl eis eis eis

გამოყენება[რედაქტირება]

როგორც ავღნიშნეთ პირის ნაცვალსახელებს სახელობით ბრუნვაში რომაელები იყენებდნენ მხოლოდ ხაზგასასმელად.

გაითვალისწინეთ რომ როდესაც პირის ნაცვალსახელთან არის წინდებული cum (რომელიც აბლატივს მოითხოვს), წინდებული იქცევა თანდებულად და ნაცვალსახელს სუფიქსად ერთვება: eos nobiscum ibi invenies - მათ იქ ჩვენთან იპოვი.

გაითვალისწინეთ ასევე რომ, პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელები ნათესაობით ბრუინვაში არ გამოიყენება კუთვნილების აღსანიშნავად, ამისთვის გამოიყენებოდა კუთვნილებითი ნაცვალსახელები.

Liber meus და არა Liber mei

ხოლო მესამე პირის ნაცვალსახელების (is, ea, id) ნათესაობითი ბრუნვა კი პირიქითსაკმაოდ ხშირად გამოიყენებოდა კუთვნილების აღსანიშნავად.

კუთვნილებითი ნაცვალსახელები[რედაქტირება]

პირველი და მეორე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელებია:

meus mea meum - ჩემი
noster nostra nostrum - ჩვენი
tuus tua tuum - შენი
vester vestra vestrum - თქვენი

კუთვნილებითი ნაცვალსახელები იბრუნებიან როგორც პირველი და მეორე ბრუნების ზედსართავი სახელები.

მესამე პირის კუთვნილებით ნაცვალსახელებად გამოიყენება შესაბამისი პირის ნაცვალსახელები ნათესაობით ბრუნვაში.

ჩვენებითი ნაცვალსახელები[რედაქტირება]

ლათინური მითითებითი ზედსართავი სახელების ფუნქცია ნალოგიურია ქართული მითითებითი ზედსართავების: ის/ისინი და ეს/ესენი. მათი უღლება ზოგადად ჰგავს ზედსართავი სახელის უღლებას. ქვემოთ ცხრილებში მოყვანილია ille (ის) და hic (ეს) ბრუნება.


მხოლობითი რიცხვი
M F N M F N
Nom. ille illa illud hic haec hoc
Gen. illius illius illus huius huius huius
Dat. illi illi illi huic huic huic
Acc. illum illam illud hunc hanc hoc
Abl. illo illa illo hoc hac hoc


მრავლობითი რიცხვი
M F N M F N
Nom. illi illae illa hi hae haec
Gen. illorum illarum illorum horum harum horum
Dat. illis illis illis his his his
Acc. illos illas illa hos has haec
Abl. illis illis illis his his his

iste, ista, istud - ის შენი, რომელიც, ისევე იბრუნება როგორც ille.


მხოლობითი რიცხვი
M F N
Nom. iste ista istud
Gen. istius istius istius
Dat. isti isti isti
Acc. istum istam istud
Abl. isto ista isto


მრავლობითი რიცხვი
M F N
Nom. isti istae ista
Gen. istorum istarum istorum
Dat. istis istis istis
Acc. istos istas ista
Abl. istis istis istis

გამოყენება და თარგმნა[რედაქტირება]

მითითების ნაცვალსახელი უთითებს საგანზე რომელიც მოსაუბრესთანაა ახლოს (hic liber - ეს წიგნი) ან ვისაც მიმართავს მოსაუბრე მასთანაა ახლოს (iste liber - ეს წიგნი, ეს შენი წიგნი) ან თუ დაშორებულია ორივე მოსაუბრისგან (ille liber - ის წიგნი). iste ხანდახან ითარგმნება როგორც ასეთი. Ille და Hic კი ხანდახან აღნიშნავენ ყოფილს, გვიანდელს.

არსებით სახელთან შეთანხმებაში მითითებითები ფუნქციონირებენ როგორც ზედსართავი სახელები, ხოლო დამოუკიდებლად წარმოადგენენ ნაცვალსახელებს. როგორც ყველა ზედსართავიც, ისინით უდგებიან არსებით სახელებს სქესში, რიცხვში და ბრუნვაში.

Is, ea, id როგორც ჩვენებითი ნაცვალსახელები[რედაქტირება]

Is, ea, id გამოყენება ჩვენებით ნაცვალსახელებად ისევე შეიძლება როგორც hic და ille-სი. is უფრო სუსტი მნიშვნელობისაა ვიდრე hic და ille.

ჩვენებითები Idem, Eadem, Idem[რედაქტირება]

idem, eadem, idem ითარგმნება როგორც იგივე.

ბრუნება:


მხოლობითი რიცხვი
მდედრ. მამრ. საშ.
Nom idem eadem idem
Gen eiusdem eiusdem eiusdem
Dat eidem eidem eidem
Acc eundem eandem idem
Abl eodem eadem eodem
მრავლობითი რიცხვი
მდედრ. მამრ. საშ.
Nom eidem (idem) eaedem eadem
Gen eorundem earundem eorundem
Dat eisdem eisdem eisdem
Acc eosdem easdem eadem
Abl eisdem eisdem eisdem

როგორც ცხრილიდან ჩანს idem, eadem და idem-ის ბრუნება ძალიან ჰგავს is, ea id-ის ბრუნებას, ყველა ფორმას კი ბოლოში ემატება -dem სუფიქსი.