ანიმაცია - 3Ds Max/შესავალი

ვიკიწიგნებიდან

წიგნში მოთხრობილია ყველაფერზე, რასაც კავშირი აქვს სამგანზომილებიან ანიმაციასთან Autodesk 3D Studio Max-ში. დამუშავება, მოდელირება, ტექსტურირება, წონის მიცემა, გასაღებური კადრების დაყენება, მოძრაობა და ექსპორტირება თამაშების გენერატორში - ყველაფერი ეს დეტალურადაა აღწერილი ამ წიგნში. ეს წიგნი გამოსადეგია ”ჩაინიკებისთვისაც” და 3ds max-ის მცოდნეებისთვისაც, მაგრამ ეს წიგნი არ არის ძველის გადამეორება, ეს არის მისი დამატება. აუცილებელია კრგად იყოთ ორიენტირებული ბაზურ 3ds max-ზე, რადგან თქვენ ვერ გაიგებთ ტერმინოლოგიას, რომელიც წიგნში გამოიყენება. იდეები, რჩევები, მეთოდები და მაგალითები ილუსტრირებულია იმ თამაშების და პროექტების გმირების დახმარებით, რომლებიც შექმნილ იქნა ამ 2-3 წლის წინ. ყველაზე ხშირად გამოიყენება კომპანია WildTangent-ის მიერ გამოშვებული პერსონაჟი Betty Bad (სასოწარკვეთილი ბეტი) ამავე დასახელების თამაშიდან. წიგნის მთავარი იდეაა მკითხველმა გაიგოს მოდელის შექმნის და გათვლის პროცესი, რომელიც დასრულდება თამაშის პერსონაჟის შექმნით.
თუმცა ამ წიგნის შექმნის მთავარი მიზეზი გახდა ის რომ ასეთი წიგნები აუცილებელია იყოს მსოფლიოს ყველა ენაზე, მით უმეტეს ქართულზე. არსებობს ბევრი კომპიუტერული გრაფიკის უცხოური წიგნები, ხოლო ქართული კი მხოლოდ ერთი-ორი. სასურველია ყველამ მიიღოთ ქართული წიგნების წერაში(ან/და თარგმნაში) მონაწილეობა, სასურველია იაქტიუროთ ქართული თავისუფალი ენციკლოპედიის ვიკიწიგნების პორტალზე : http://ka.wikibooks.org.
თქვენ აირჩიეთ ეს წიგნი რადგან გსურთ გაიგოთ რაიმე სასარგებლო - რაც თქვენ არაჩვეულებრივი გმირის მოდელის ანიმირების საშუალებას მოგცემთ, რის განთავსებასაც თქვენ შეძლებთ Quake-ში, ან Unreal Tournament-ში. თუ გსურთ რომ მიიღოთ საკმარისი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ იქმნება პერსონაჟის ანიმაცია, ამისათვის არც თუ ისე პატარა დროა საჭირო.
წარმატებები!