CSS/შესავალი
რა უნდა ვიცოდეთ?
[რედაქტირება]სანამ CSS-ის სწავლას შეუდგებით უნდა იცოდეთ:
HTML/XHTML
რა არის CSS?
[რედაქტირება]- CSS იშიფრება, როგორც Cascading Style Sheets(იერარქიული სტილის ცხრილები)
- სტილები საზღვრავენ, თუ როგორ გამოსახონ HTML ელემენტები
- სტილები საერთოდ მოთავსებულია სტილის ცხრილებში
- სტილები დაემატა HTML 2.0-ში, რათა გადაჭრილიყო პრობლემა
- გარე სტილის ცხრილებს შეუძლიათ სამუშაოს რაოდენობის შემცირება
- გარე სტილის ცხრილები მოთავსებულია CSS ფაილებში
სტილის საკითხის საერთო პრობლემა
[რედაქტირება]HTML ტეგები შეიქმნა დოკუმენტის შიგთავსის განსაზღვრისათვის. ისინი საზღვრავდნენ ასე ვთქვათ "ეს არის სათაური", "ეს არის პარაგრაფი", "ეს არის ცხრილი" შიგთავსს, <h1>, <p>, <table> ტეგების გამოყენებით... დოკუმენტის გამოსახვა ისაზღვრებოდა ბრაუზერის მიერ, ნებისმიერი სხვა ფორმატული ტეგების გამოყენების გარეშე.
როგორც კი ორმა წამყვანმა ბრაუზერმა - Netscape და Internet Explorer - განაგრძეს ახალი HTML ტეგებისა და ატრიბუტების დამატება ორიგინალ სპეციფიკაციაზე, ვებ გვერდების შექმნა გახდა უფრო და უფრო რთული, როცა HTML დოკუმენტის შემცველობა ფაქტობრივად გამოეყო დოკუმენტის წარმოდგენის საშუალებას.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, მსოფლიო ობაბობას ქსელის კონსორციიუმმა(W3C) გადაწყვიტა შეექმნა სტილები HTML 4.0 ვერსიაში.