კულინარული წიგნი:სალათი "ვენეცია"
იერსახე
ინგრედიენტები
[რედაქტირება]- 200 გრამი ქათმის თეთრი ხორცი
- 5-6 ცალი ქლიავის ჩირი
- 1-2 სუფრის კოვზი ნიგოზი
- 2 ცალი კიტრი
- 1 კონა სალათის ფოთლები[1]
საწებელი:
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
- 1 სუფრის კოვზი კონიაკი
- 0,5 ჩაის კოვზი მდოგვი
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 2 სუფრის კოვზი ზეთი
- მარილი (გემოვნებით)
- სვანური მარილი (გემოვნებით)
- კარრი (სანელებელი)(გემოვნებით)[2]
მომზადების წესი
[რედაქტირება]ქათმის ხორცი მოხარშეთ, ქლიავის ჩირს დაასხით კონიაკი და ქათმის ბულიონი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. ჩირი გადაწურეთ და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. დარჩენილ სითხეს დაუმატეთ მდოგვი, ზეთი, თაფლი, ლიმონის წვენი, კარრი და მარილი.[3] კარგად აურიეთ და მიიღებთ სალათის საწებელს. კიტრი და ქათმის ხორცი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. სასალათე ჭურჭელზე დააწყვეთ სალათის ფოთლები, ზემოდან კი დაალაგეთ ქლიავის ჩირი, ქათმის ხორცი და ჩირი ისე, რომ სალათმა მიიღოს მომრგვალო ფორმა. ზემოდან მოაყარეთ ნიგოზი და სუფრაზე მიიტანეთ საწებელთან ერთად.[4]
- ↑ {{cite journal | title = მარი სამზარეულო | issue = 1 | pages = 33 | id = 07001012780 | language = ქართული}