კულინარული წიგნი:სალათის რეცეპტები
სალათი - ცივი კერძი, რომელიც მზადდება უმი, მოხარშული, დამარილებული, დამარინადებული, დაკონსერვებული ხილის, ბოსტნეულის, კენკრის ან მათი ნარევისაგან. ზოგიერთი სალათის შემადგენლობას ემატება ხორცი, სოკო, კვერცხი, ზღვის პროდუქტები და ა.შ.[1]
კლასიფიკაცია
[რედაქტირება]სალათი შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი კერძი, აგრეთვე გარნირი. სალათები იყოფა შემადგენლობის მიხედვით: ბოსტნეულის, ხილის, თევზის, სოკოს, ხორცეულისა და ბოსტნეულ-ხილ-კენკრის სალათები. ბოსტნეულის სალათის დასამზადებლად გამოიყენება სალათა, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, ხახვი, ნიორი, მწვანე ბარდა, ხახვი (როგორც ჩვეულებრივი, აგრეთვე მწვანე), სატაცური და ა.შ. სალათების დასამზადებლად გამოიყენება როგორც ნედლი, აგრეთვე დაკონსერვებულ-დამარილებული, მოხარშული და დაკონსერვებული ბოსტნეული. სალათის სახელწოდება დამოკიდებულია მასში შემავალ ძირითად ინგრედიენტზე (მაგალითად, კარტოფილის სალათი, პომიდვრის სალათი, კიტრის სალათი და ა.შ).[2]
გაფორმება
[რედაქტირება]არსებობს სალათის გაფორმების ორი ვარიანტი: 1) დაჭრილი ბოსტნეული შეზავდება სანელებლებით და გროვად დაიწყობა სასალათე ჭურჭელზე; სალათი მოირთვება დაჭრილი მოხარშული კვერცხით ან სხვა პროდუქტებით. 2) დაჭრილი ბოსტნეული არ აირევა, არამედ ცალ-ცალკე დაიწყობა სასალათე ჭურჭელზე თაიგულის მსგავსად. სალათის შესაკმაზად გამოიყენება საწებლები და სანელებლები.[3]
სალათის საწებლებისა და სანელებლების რეცეპტები
[რედაქტირება]- არაჟანი პირშუშხათი
- მაიონეზი არაჟნით
- არაჟნის საწებელი
- მაწვნის საწებელი
- ძმრის საწებელი
- ძმარ-მდოგვის საწებელი
- მდოგვის საწებელი მაიონეზით
- მდოგვის საწებელი
- საწებელი ხილ-ბოსტნეულის სალათებისათვის
რეცეპტები
[რედაქტირება]- კუნძულ ბარბას სალათი
- მუშკეტერების სალათი
- "ჰამბურგული" (სალათი)
- "ზარმაცების სალათი"
- "ტაიგური" (სალათი)
- "მონადირის სიამე" (სალათი)
- მწვანე სალათი
- მწვანე სალათი კიტრით
სქოლიო
[რედაქტირება]- ↑ თ. სულაქველიძე (1968). გ.კვაჭაძე, ი.წინამძღვრიშვილი (ed.). ბოსტნეულის კერძები. "საბჭოთა საქართველო". p. 357.
- ↑ თ. სულაქველიძე (1968). გ.კვაჭაძე, ი.წინამძღვრიშვილი (ed.). ბოსტნეულის კერძები. "საბჭოთა საქართველო". pp. 357–358.
- ↑ თ. სულაქველიძე (1968). გ.კვაჭაძე, ი.წინამძღვრიშვილი (ed.). ბოსტნეულის კერძები. "საბჭოთა საქართველო". p. 359.