კულინარული წიგნი:რძის ნაყინი
იერსახე
ინგრედიენტები
[რედაქტირება]- 3 ჩაის ჭიქა რძე
- 3 ცალი კვერცხი
- შაქრის ფხვნილი (გემოვნებით)
- ვანილინი (გემოვნებით)[1]
მომზადების წესი
[რედაქტირება]ქვაბში მოათავსეთ მთლიანი კვერცხები ან მხოლოდ კვერცხის გულები, დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და გათქვიფეთ. მერე ცხელი რძით გახსენით, დადგით ცეცხლზე და ხარშვისას განუწყვეტლივ ურიეთ კოვზით. როცა მიღებული მასა ოდნავ შესქელდება და ზედაპირზე წარმოქმნილი ქაფი გაქრება, გადმოდგით ცეცხლიდან და საცერში გაწურეთ. დაუმატეთ ვანილინი და ურიეთ გაციებამდე. მიღებული მასა ჩაასხით ნაყინის ყალიბში და საყინულეში გააცივეთ.[2]