კულინარული წიგნი:მუშკეტერების სალათი
იერსახე
ინგრედიენტები
[რედაქტირება]- 400 გრამი კარტოფილი
- 400 გრამი პომიდორი
- 250 გრამი მოხარშული ხორცი
- 1 ცალი მოხარშული კვერცხი
- პილპილი (გემოვნებით)
- მარილი (გემოვნებით)
საკმაზი:
- 1 სუფრის კოვზი მდოგვი
- 2 ცალი მოხარშული კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი წმინდად დაჭრილი ხახვი
- 0,5 ჭიქა 3%-იანი ძმარი
- 1 ჩაის ჭიქა ზეთი
- კამა (გემოვნებით)
მომზადების წესი
[რედაქტირება]კარტოფილი მოხარშეთ, გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. ასე დაჭერით მოხარშული ხორცი და პომიდორიც. სასალათე ჭურჭელში ჩააწყვეთ ერთი ფენა პომიდორი, შემდეგ ფენა-ფენა დაალაგეთ კარტოფილი და ხორცი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით საკმაზი.