კულინარული წიგნი:"ჰამბურგული" (სალათი)
იერსახე
(გადმომისამართდა "ჰამბურგული" (სალათი)-დან)
ინგრედიენტები
[რედაქტირება]- 1 კგ კარტოფილი
- 3 ცალი ვაშლი
- 6-8 სუფრის კოვზი ძმარი
- 1 თავი ხახვი
- 65 გრამი ქათმის ან ბატის ქონი
- მარილი (გემოვნებით)
მომზადების წესი
[რედაქტირება]კარტოფილი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით. ძმარი აადუღეთ და გააზავეთ 1/3 წყლით, გააცივეთ, დაუმატეთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ვაშლი და კარტოფილს შეურიეთ. ქათმის ან ბატის ქონი გაადნეთ, დაუმატეთ მარილი და გადაასხით სალათს. სალათი სუფრასთან მიტანისას თბილი უნდა იყოს.