ვიკიწიგნებიდან
[რედაქტირება] მონაცემთა ბაზის შექმნა
CREATE DATABASE ოპერატორი გამოიყენება MySQL მონაცემთა ბაზის შესაქმნელად.
სინტაქსი
CREATE DATABASE database_name
იმისათვის რომ PHP-მ ამუშავოს ზემოთ მოყვანილი ოპერატორი, უნდა გამოვიყენოთ mysql_query() ფუნქცია. ეს ფუნქცია გამოიყენება მოთხოვნის, ან ბრძანების MySQL კავშირზე გასაგზავნად.
მაგალითი
მიმდინარე მაგალითში ჩვენ შევქმნით ბაზას სახელად "my_db":
<?php
$con = mysql_connect("localhost","peter","abc123");
if (!$con)
{
die('Could not connect: ' . mysql_error());
}
if (mysql_query("CREATE DATABASE my_db",$con))
{
echo "Database created";
}
else
{
echo "Error creating database: " . mysql_error();
}
mysql_close($con);
?>
CREATE TABLE ოპერატორი გამოიყენება MySQL-ში მონაცემთა ბაზების ცხრილების შესაქმნელად.
სინტაქსი
CREATE TABLE table_name
(
column_name1 data_type,
column_name2 data_type,
column_name3 data_type,
.......
)
აუცილებელია დავამატოთ CREATE TABLE ოპერატორი mysql_query() ფუნქციაში, რათა შესრულდეს ბრძანება.
მაგალითი
მაგალითი გვიჩვენებს როგორ შევქმნატ ცხრილი სახელად "person", სამი სვეტით. სვეტების სახელები იქნება "FirstName", "LastName" და "Age":
<?php
$con = mysql_connect("localhost","peter","abc123");
if (!$con)
{
die('Could not connect: ' . mysql_error());
}
// Create database
if (mysql_query("CREATE DATABASE my_db",$con))
{
echo "Database created";
}
else
{
echo "Error creating database: " . mysql_error();
}
// Create table in my_db database
mysql_select_db("my_db", $con);
$sql = "CREATE TABLE person
(
FirstName varchar(15),
LastName varchar(15),
Age int
)";
mysql_query($sql,$con);
mysql_close($con);
?>
აუცილებელი: სანამ შეიქმნება ცხრილები უნდა აირჩეს მონაცემთა ბაზა. მონაცემთა ბაზა ირჩევა mysql_select_db() ფუნქციით.
შენიშვნა: როდესაც ვქმნით varchar ტიპის მონაცემთა ბაზის ველს, ჩვენ უნდა მივუთითოთ ველის მაქსიმალური ზომა, მაგ.: varchar(15).
[რედაქტირება] MYSQL მონაცემთა ტიპები
ქვემოთ მოყვანილია სხვადასვხა MySQL მონაცემთა ტიპები:
მონაცემთა ტიპები
| რიცხობრივი მონაცემთა ტიპები |
აღწერა |
int(size)
smallint(size)
tinyint(size)
mediumint(size)
bigint(size) |
შეიცავს მხოლოდ მთელ რიცხვებს. ციფრთა მაქსიმალური რაოდენობის სპეციფიკაცია შესაძლებელია size პარამეტრში |
decimal(size,d)
double(size,d)
float(size,d) |
შეიცავს არამთელ რიცხვებს. ციფრთა მაქსიმალური რაოდენობის სპეციფიკაცია შესაძლებელია size პარამეტრში. რიცხვის მარჯვენა მხარეს ციფრთა მაქსიმალური რაოდენობის სპეციფიკაცია შესაძლებელია d პარამეტრში |
|
მონაცემთა ტიპები
| ტექსტური მონაცემთა ტიპები |
აღწერა |
| char(size) |
შეიცავს ფიქსირებულ სიგრძის სტრინგს. ფიქსირებული ზომის სპეციფიკაცია ხდება ფრჩხილებში |
| varchar(size) |
შეიცავს ცვლადი სიგრძის სტრინგს. მაქსიმალური ზომის სპეციფიკაცია ხდება ფრჩხილებში |
| tinytext |
შეიცავს ცვლად სტრინგს, მაქსიმუმ 255 სიმბოლოს |
text
blob |
შეიცავს ცვლად სტრინგს, მაქსიმუმ 65535 სიმბოლოს |
mediumtext
mediumblob |
შეიცავს ცვლად სტრინგს, მაქსიმუმ 16777215 სიმბოლოს |
longtext
longblob |
შეიცავს ცვლად სტრინგს, მაქსიმუმ 4294967295 სიმბოლოს |
|
მონაცემთა ტიპები
| თარიღის მონაცემთა ტიპები |
აღწერა |
date(yyyy-mm-dd)
datetime(yyyy-mm-dd hh:mm:ss)
timestamp(yyyymmddhhmmss)
time(hh:mm:ss) |
შეიცავს თარიღს და/ან დროს |
|
მონაცემთა ტიპები
| Misc. მონაცემთა ტიპები |
აღწერა |
| enum(value1,value2,ect) |
ENUM არის ENUMERATED სიის შემოკლებული ვარიანტი. შეუძლია შეაგროვოს 65535 მნიშვნელობა. თუ მნიშვნელობა ჩამატებულია, ის არ არის სიაში, ჩაისმება ცარიელი მნიშვნელობა |
| set |
SET ანალოგიურია ENUM-სა. თუმცა, SET შეუძლია ქონდეს 64 სია. |
|