HTML/შესავალი

ვიკიწიგნებიდან

რა არის HTML?[რედაქტირება]

  • HTML ითარგმნება, როგორც ჰიპერ ტექსტის მარკირების ენა (Hyper Text Markup Language).
  • HTML ფაილი არის პატარა მარკირებული ტეგებისგან შემდგარი ტექსტური ფაილი.
  • მარკირებული ტეგები ბრაუზერს გადასცემენ გვერდის ეკრანზე გამოტანის ინფორმაციას.
  • HTML ფაილს აქვს html, ან htm გაფართოება.
  • HTML ფაილის შექმნა შესაძლებელია უბრალო ტექსტური რედაქტორით.

გინდა სცადო ეს?[რედაქტირება]

თუ მუშაობთ ოპერაციულ სისტემა Windows-ზე, გახსენით Notepad.
თუ მუშაობთ ოპერაციულ სისტემა Mac-ზე, გახსენით SimpleText.
OSX-ში დაიწყეთ ტექსტის რედაქტირება და შეცვალეთ შემდეგი პარამეტრები : მენიუში Format (ფორმატი) Plain text(მარტივი ტექსტი)-ის მაგივრად მონიშნეთ Rich text (რთული ტექსტი). შემდეგ გახსენით Text Edit(ტექსტის რედაქტირება) მენიუს ქვემოთ მდებარე Preferences(პარამეტრები) ფანჯარა და მონიშნეთ Ignore rich text commands in HTML files (რთული ტექსტის ბრძანებების იგნორირება HTML ფაილებში). HTML კოდი არ იმუშავებს, თუ ამ პარამეტრს არ შეცვლით.
შეიყვანეთ ტექსტი:

<html>
<head>
<title>გვერდის სათაური</title> 
</head>
<body>
ეს არის ჩემი პირველი ვებ გვერდი 
<b>black</b>
</body>
</html>

დაამახსოვრეთ ფაილი, როგორც "mypage.htm".
გახსენით თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი. შეასრულეთ ბრძანება File/Open (Open File)(ფაილი/გახსნა(ფაილის გახსნა)). გამოვა დიალოგური ფანჯარა. იმოქმედეთ ღილაკზე Browse (მოძიება) (ან Choose File (ფაილის არჩევა)) და მოძებნეთ თქვენს მიერ შექმნილი ფაილი - "mypage.htm" - მონიშნეთ იგი და იმოქმედეთ ღილაკზე Open(გახსნა). დიალოგურ ფანჯარაში თქვენ დაინახავთ მისამართს, მაგალითად, "C:\MyDocuments\mypage.htm". იმოქმედეთ ღილაკზე “OK” და ბრაუზერი ეკრანზე გამოიტანს თქვენს გვერდს.

მაგალითის ახსნა[რედაქტირება]

თქვენს HTML დოკუმენტში პირველი ტეგი არის <html>. ეს ტეგი თქვენს ბრაუზერს აწვდის ინფორმაციას HTML დოკუმენტის დაწყების შესახებ. ბოლო ტეგი დოკუმენტში არის </html>. ეს ტეგი თქვენს ბრაუზერს აწვდის ინფორმაციას HTML დოკუმენტის დასრულების შესახებ.
ტექსტი ტეგებს შორის <head> და </head> არის თავსართის ინფორმაცია. თავსართის ინფორმაცია არ გამოისახება ბრაუზერის ფანჯარაში.
ტექსტი ტეგებს შორის <title> და </title> არის თქვენი დოკუმენტის სათაური. ეს სათაური გამოისახება ბრაუზერის სათაურების პანელზე.
ტექსტი ტეგებს შორის <body> და </body> გამოისახება ბრაუზერის ფანჯარაში.
ტექსტი ტეგებს შორის <b> და </b> ბრაუზერის ფანჯარაში გამოისახება გამუქებულად.

HTM, თუ HTML გაფართოება?[რედაქტირება]

როდესაც თქვენ ამახსოვრებთ HTML ფაილს, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ განსხვავებული .htm და .html გაფართოვებები. მაგალითებში გამოყენებულია .htm გაფართოება. ეს გაფართოება გამოსადეგარია ზოგიერთ უბრალო გამოყენებად პროგრამებში, რომლებში გაფართოვებებისთვის დაშვებულია მხოლოდ სამი ასო.

უფრო ახალ პროგრამებთან რეკომენდირებულია გამოიყენოთ .html გაფართოება.

შენიშვნა HTML რედაქტორებზე[რედაქტირება]

მარკირებული ტეგების წერის მაგივრად თქვენ შეგიძლიათ HTML ფაილის რედაქტირება FrontPage, ან Dreamweaver-ის მსგავსად, WYSIWYG (what you see is what you get (რასაც ხედავ არის ის, რასაც იღებ))-ის დახმარებით.
თუ გსურთ იყოთ პროფესიონალი ვებ პროგრამისტი, მკაცრად რეკომენდირებულია გამოიყენოთ მარტივი ტექსტის რედაქტორები.

ხშირი კითხვები[რედაქტირება]

მას შემდეგ რაც HTML ფაილი დავარედაქტირე, არ შემიძლია ჩემ ბრაუზერში ვნახო რეზულტატები. რატომ?
დარწმუნდით რომ ფაილი დაამახსოვრეთ სათანადო სახელითა და გაფართოვებით, "c:\mypage.htm" -ის მსგავსად. ასევე დარწმუნდით რომ ბრაუზერში ხსნით თქვენთვის საჭირო ფაილს.
შევეცადე დამერედაქტირებინა HTML ფაილი, მაგრამ ბრაუზერი არ მიჩვენებს ცვლილებებს. რატომ?
ბრაუზერი თქვენს გვერდს ინახავს ბუფერში, ასე რომ ის არ წაიკითხავს მას ორჯერ. როდესაც თქვენ ცვლით გვერდს, ბრაუზერმა არ იცის ამის შესახებ. გამოიყენეთ ბრაუზერის ღილაკი refresh/reload (განახლება), რათა შეატყობინოთ მას ფაილის შეცვლის შესახებ.
რა ბრაუზერი გამოვიყენო?
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ბრაუზერი, როგორიცაა Internet Explorer, Mozilla, Netscape, Opera და ა.შ. ზოგჯერ, ზოგიერთი მაგალითი მოითხოვს ბრაუზერის ბოლო ვერსიას.
ვთქვათ ჩემი კომპიუტერი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Mac. ამ შემთხვევაში რა ვიმოქმედო?
თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაზე, მაგალითად Mac-ზე.