C (პროგრამირება)/რატომ C?

ვიკიწიგნებიდან

C ყველაზე ხშირად გამოიყენება ოპერაციული სისტემების პროგრამირებისათვის. პირველი ოპერაციული სისტემა რომელიც დაიწერა C-ში, იყო იუნიქსი , შემდეგ კი ვინდოუსი,მაკ ოს X და ლინუქსი.

C გამოიყენება არა მარტო ოპერაციული სისტემების პროგრამირებისათვის, არამედ დღეს-დღეობით არსებული თითქმის ყველა მაღალი-დონის ენებისათვის, მაგალითად:პერლი, PHP, პითონი და რუბი.



რატომ C და არა ასემბლი?[რედაქტირება]

იმიტომ რომ Assembly-ის მეშვეობით დიდი პროგრამების წერა რთულია, ამასთან რთულია მისი კოდის კითხვა, ან ლოგიკურად ახსნა. მით უმეტეს, სხვადასხვა მიკროპროცესორები დაპროგრამებულნი არიან Assembly-ის სხვადასხვა ენაზე და ერთ-ერთი მათგანის შერჩევა და სწავლა შემთხვევითია. ფაქტია რომ, C-ს ერთ-ერთი ძალა არის მისი უნივერსალურობა და პორტატულობა მრავალი კომპიუტერის არქიტექტურებზე.

რატომ C და არა Java, Basic, Perl?[რედაქტირება]

უმთავრესად მეხსიერების ასიგნირების გამო. სხვა პროგრამირების ენებისაგან განსხვავებით, C პროგრამისტს საშუალებას აძლევს, ასემბლირების ენის მიხედვით მიმართოს მეხსიერებას მისთვის სასურველი გზით. ენები, როგორიცაა Java და Perl, პროგრამისტს თავიდან აშორებს ზრუნვას მეხსიერების განაწილებასა და მიმთითებლებზე. ეს ჩვეულებრივ სასარგებლოა. ძალიან მოსაბეზრებელია მეხსიერების სათითაოდ განაწილება, როდესაც იქმნება მაღალი დონის პროგრამა. ზოგჯერ პროგრამა იწერება დაბალი დონის კოდით - აქ მეხსიერების მართვა კრიტიკული საქმეა და ეს ჯავაში არ ხდება.ამ შემთხვევაში C არის სწრაფად კომპილირებადი და ეფექტური.

როგორც დომინოები, მომავალი პროგრამები მიედევნებიან თავიანთი წინაპრების მიმართულებებს.C-თი დაწერილ ოპერაციულ სისტემებს ყოველთვის ჰქონიათ თავიანთი სისტემური ბიბლიოთეკები აგრეთვე დაწერილი C-ს მეშვეობით. ეს სისტემური ბიბლიოთეკები არიან თავიანთ ჯერად გამოყელნებულნი მაღალ-დონიანი ბიბლიოთეკების შექმნისათვის (როგორც OpenGL-ი, ან GTK-ი), და ამ ბიბლიოთეკების შემქმელნი ხშირად წყვიტავენ იმ ენის გამოყენებას რომელიც იყო ნახმარი იმ სისტემური ბიბლიოთეკების დასაწერად. პროგრამისტები ხმარომენ მაღალ-დონიან ბიბლიოთეკებს, რომ შექმნან სარედაქტორო პროგრამები, ვიდეო თამაშები, მულტიმედიური პროგრამები, და მსგავსნი. მაგათგან უმეტესი ნაწილი ირჩევს პროგრამირებას იმ ენათი, რომლსააც მაღალ-დონიანი ბიბლიოთეკა ხმარობს. და ეს ასე გრძელდება...