Autodesk 3D Studio Max/ქვეზედაპირული ნაკვალევის ეფექტი

ვიკიწიგნებიდან

ბუნებაში არსებული მატერიალები შესაძლებელია ავღწეროთ ობიექტის ტექსტურის განსაზღვრის დიდი რაოდენობის პარამეტრებით. ამ პარამეტრების დიდი ნაწილის ნახვა შესაძლებელია ფანჯარაში Material Editor (მატერიალების რედაქტორი). ამ პარამერების მეშვეობით შესაძლებელია შევქმნათ არათანაბარი ზედაპირი, ნათელი, ქვემოდან განათებული, სარკისებური და ა.შ. ფანჯარაში Material Editor (მატერიალების რედაქტორი) პარამეტრების სიუხვის მიუხედავად, 3ds max 7-ში ზოგიერთი მატერიალის შექმნა საკმაოდ რთულია. ერთ-ერთი ასეთი მატერიალი არის - გამჭირვალე. ასეთი მატერიალის გამოყენების მაგალითებმა შესაძლოა შექმნას - ცვილის სანთელი, თხელი ფარდები, ლამპის ჩრდილი და ადამიანის ყურიც კი. ასეთი მატერიალის იმიტაციისათვის სტანდარტულ საშუალებად გამოიყენება დაჩრდილვის Translucent (გამჭირვალე) საშუალება. ასეთ მატერიალზე მოხვედრილი სინათლის სხივები, გარდა გარდატეხვისა და არეკვლისა, იფანტება თვითონ მატერიალზე. მატერიალის ასეთი განსაკუთრებულობის შექმნა ძალიან რთულია დაჩრდილვის ამ მეთოდითაც კი. მთავარი პრობლემა არის ის, რომ Translucent (გამჭირვალე) ტიპები იმიტირებენ მატერიალის მიმდინარე თვისებეს. მაგალითად, დაჩრდილვის ამ საშუალების პარამეტრებით ძნელია შეიქმნას სინათლის გაფანტვის სიღრმე. გამჭირვალე მატერიალის შექმნას ხშირად ქვეზედაპირული ნაკვალევის ეფექტს უწოდებენ. ეს ეფექტი არსებობს თითქმის ყველა ალტერნატიულ ვიზუალიზატორში.