ლათინური ენა/გრამატიკა/SUM

ვიკიწიგნებიდან

ზმნა SUM, როგორც ქართული ზმნა ყოფნა, აღნიშნავს არა მხოლოდ რაიმეს არსებობას, არამედ არის შემაკავშირებელი ზმნა. sum აკავშირებს შემასმენელს ქვემდებარესთან.

აწმყო ბრძანებითი კილო: esse

sum-ის უღლება აწმყოში:

მხოლობითი მრავლობითი
sum მე ვარ sumus ჩვენ ვართ
es შენ ხარ estis თქვენ ხართ
est ის არის sunt ისინი არიან

მომავალში და წარსულში SUM იუღლება როგორც ნორმალური ზმნა. ფუძეთ აქვს er- და იმატებს შესაბამის სუფიქსებს.

sum-ის უღლება მომავალში:

მხოლობითი მრავლობითი
ero მე ვიქნები erimus ჩვენ ვიქნებით
eris შენ იქნები eritis თქვენ იქნებით
erit ის იქნება erunt ისინი იქნებით

შესაბამისად წარსულში SUM ასე იუღლება:


მხოლობითი მრავლობითი
eram მე ვიყავი eramus ჩვენ ვიყავით
eras შენ იყავი eratis თქვენ იყავით
erat ის იყო erant ისინი იყვნენ

Sum-ის პერფექტში უღლებისთვის იხილეთ შესაბამისი გვერდი.