ლათინური ენა/გრამატიკა/არაწესიერი ზმნა Possum

ვიკიწიგნებიდან

Possum, posse, potui აღნიშნავს შეძლებას. იგი არის ზედსართავის pot- (potent, potential) და ზმნა sum-ის შერწყმა. pot+sum შერწყმის გამო t გარდაიქმნა s-თ და გამოვიდა possum. ბუნებრივიცაა რომ possum-ის უღლება ჰყავს sum-ის უღლებას.

უღლება აწმყო დროში:


მხოლობითი მრავლობითი
possum მე შემიძლია possumus ჩვენ შეგვიძლია
potes შენ შეგიძლია potestis თქვენ შეგიძლიათ
potest მას შეუძლია possunt მათ შეუძლიათ

უღლება წარსულში:

მხოლობითი მრავლობითი
poteram მე შემეძლო poteramus ჩვენ შეგვეძლო
poteras შენ შეგეძლო poteratis თქვენ შეგეძლოთ
poterat მას შეეძლო poterant მათ შეეძლოთ

უღლება მომავალში:

მხოლობითი მრავლობითი
potero მე შემეძლება poterimus ჩვენ შეგვეძლება
poteris შენ შეგეძლება poteritis თქვენ შეგეძლება
poterit მას შეეძლება poterunt მათ შეეძლებათ

ლათინურ ენაში possum-ის ცალკე გამოყენება არ შეიძლება, იგი დამხმარე ზმნაა და მოითხოვს ინფონიტივს. possum არ არის ერთადერთი ასეთი ზმნა, ასევე არის debeo, რომელიც ვალდებულებას აღნიშნავს და ასევე მოითხოვს დამასრულებელ ინფინიტივს.

Amici nostri poterant superare multa perikula.
ჩვენმა მეგობრებმა შეძლეს გადაელახათ ბევრი ხიფათი.
Amicus meus non potest remanere.
ჩემი მეგობარი ვერ დარჩება.
Debes conservare pecuniam tuam.
უნდა გაუფრთხოლდე შენს ფულს.