კულინარული წიგნი/ფრანგული სამზარეულო
ვიკიწიგნებიდან
ბლო-მანჟე
2 სუფრის კოვზი ჟელატინი ჩვყაროთ 1ჩ/ჭ ადუღებულ და გაცივებულ წყალში, გავაჩეროთ 2 საათი.
4 ჭიქა არაჟანი ჩავასხათ თასში, შემდეგ დავამატოთ 2 ჭ. შაქარი. დავასხათ გახეხილი ლიმონის (მანდარინის, ფორთოხლის ან მურაბის) წვენი 1ჩ/ჭ. ვანილი გემოვნებით. ჟელატინი ოდნავ წამოვადუღოთ და ჩავასხათ თასში. მიღებული მასა გადავიტანოთ ჭიქებში და შევდგათ მაცივარში. კარგად რომ გაცივდება შეგვიძლია მივირთვათ.
შოკ-მანჟე
ინგრედიენტები:
200 გრ. კარაქი 1/2 ჭ. წყალი
1 ჭ. შაქარი 1/2 ჭ. ლიქიორი
1 ყუთი კაკაო ნახევარი ფილა შოკოლადი
ვანილი გემოვნებით
მომზადების წესი:
შაქრითა და კვერცხის გულით გავაკეთოთ გოგლიმოგლი,შემდეგ დავუმატოთ კაკაო და წყალი. მოვურიოთ კარგად. კარაქი ავთქვიფოთ ცალკე მანამ, სანამ გემოს არ დაკარგავს და შევურიოთ მომზადებულ მასას, შემდეგ ჩავატეხოთ შოკოლადი და ნელ ცეცხლზე დავდგათ ნატეხების გადნობამდე. შოკოლადის გადნობის შემდეგ კი გადმოვდგათ გასაციებლად. შემდეგ მორჩენილი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე და შევურიოთ პირველ მასას. დავამატოთ ვანილი და ლიქიორი, ავურიოთ კარგად ჩავასხათ ჭიქებში და შევდგავთ მაცივარში.