დახმარება:როგორ დავიწყო წიგნი
ვიკიწიგნებიდან
შესავალი | მოდულები | რედაქტირება | ახალი წიგნი | შესვლა
[რედაქტირება] დარწმუნებული ხართ რომ გსურთ პროექტში მონაწილეობა?
წაიკითხეთ ვიკიწიგნები:რითი არის კარგი ღია სახელმძღვანელოების პროექტი.
[რედაქტირება] თქვენი ახალი წიგნი ნამდვილად ვიკიწიგნია?
ვიკიწიგნი შეიძლება გადამუშავდეს, გაუმჯობესდეს და დაემატოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლების მიერ.
- ორიგინალური, სრული ნამუშევრის ადგილია [1]. ვიკიწიგნები კი წიგნის დასამუშავებელი ადგილია.
- დაფიქრდით რას წერთ, თქვენი ჩანაფიქრი უფრო ენციკლოპედიური სტატია ხომ არ არის? თუ ეს ასეა, მაშინ შექმენით იგი ვიკიპედიაში.
- გადახედეთ სხვა ვიკიწიგნებს წიგნის თაროებზე.
ყველა ვიკიწიგნი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნებს ვიკიწიგნები:რა არის ვიკიწიგნი.
[რედაქტირება] ხომ არ არსებობს ამის მსგავსი წიგნი?
- უფრო ადვილია არსებული წიგნის განვითარება ვიდრე ახლის დაწყება.
- ნახეთ წიგნების თაროები თუ არის მსგავსი წიგნი, თქვენ შეგიძლიათ მისი ნაწილი დაწეროთ.
[რედაქტირება] გსურთ ახალი წიგნის მხარდაჭერა?
არსებობს დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი წიგნები, ხომ არ გსურთ მათზე მუშაობა?
[რედაქტირება] იყავით გაბედული, დაიწყეთ წიგნი!
[რედაქტირება] წიგნის კონცეფციის ჩამოყალიბება
თქვენ ალბათ გსურთ რომ სხვებიც ჩაერთნონ თქვენი წიგნის დამუშავებაში. გაითვალისწინეთ რომ ვიკიზე "თქვენი" პირადი წიგნი არ არსებობს. თუ გაქვთ უნარი, შეგიძლიათ უხელმძღვანელოთ წიგნის განითარებას ისე, რომ სხვებიც აგყვნენ. ამის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია განსაზღვროთ და გამოაქვეყნოთ წიგნის კონცეფცია.
ჩამოაყალიბეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:
- რა ტიპის უნდა იყოს წიგნი?
- რა დონის სირთულის?
- რითი უნდა დაიწყოთ და რითი დაასრულოთ?
ჩამოაყალიბეთ პასუხები და დადეთ განხილვის გვერდზე, რომ ხალხმა გაიგოს სჭირდებათ თუ არა ამ წიგნის წაკითხვა და შეუძლიათ თუ არა მასზე მუშაობა.
[რედაქტირება] წიგნის შექმნის ტექნიკური საკითხები
წაიკითხეთ გვერდების სახელები წიგნის გვერდების სახელების ასარჩევად. შემდეგ შექმენით კონცეფცია /საწყისი გვერდი. გვერდის სახელი უნდა იყოს წიგნის სახელი, აირჩიეთ მოკლე, აღმწერითი სახელი, ოღონდ არა აბრივიატურა. შექმენით გვერდი და შეინახეთ.
[რედაქტირება] აჩვენეთ წიგნი ხალხს
წიგნი ხელმისაწვდომი უნდა გახადოთ სხვა მომხმარებლებისთვისაც. რასაკვირველია მომხმარებლებს წიგნის ნახვა ბოლო ცვლილებებშიც შეუძლიათ, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ატარებს მუდნივ ხასიათს. ასე რომ თქვენ წიგნი უნდა განათავსოთ წიგნების თაროებზე. ამისათვის გადადით წიგნის თაროზე და მოათავსეთ თქვენი წიგნი იმ თაროზე,რომელიც თქვენ აირჩიეთ. თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ წიგნის სწორ ადგილმდებარეობაში, მაშინ აირჩიეთ შერეული თარო ან რაიმე სხვა ადგილი, რომელსაც თქვენ საჭიროდ ჩათვლით. მას შემდეგ რაც თქვენ განათავსეთ წიგნი თაროზე, შეიყვანეთ თქვენი წიგნი მიმდინარე კატალოგში ანბანური თანმიმდევრობის შესაბამისად. შეინახეთ გვერდი და დაბრუნდით უკან მთავარ გვერდზე. იმისათვის, რომ თქვენი წიგნის მოძიება შესაძლებელი იყვეს ძებნის ფუნქციით და თავიდან აცილებული იქნას ყველანაირი პრობლემა - შექმენით ყველა ახალი გვერდი ამავე წიგნის შიგნით: ”წიგნისსათაური/ნებისმიერი გვერდი”. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიკიწიგნები: ვიკიწიგნები:გვერდების სახელები. თქვენ, ალბათ აგრეთვე გსურთ დაამატოთ თქვენი წიგნი ახალ ვიკიწიგნებში, რომელიც განთავსებულია მთავარ გვერდზე. იქ მოსახვედრად ამოირჩიეთ და დააჭირეთ ამ ბმულს, ან აირჩიეთ "(თარგის რედაქტირება)" მთავარ გვერდზე. შექმენით თქვენი გვერდის ბმული მთავარ გვერდზე და შემდეგ მიყევით ქვემოთმოყვანილ ინსტრუქციებს. დასასრულს შეინახეთ გვერდი.
[რედაქტირება] თქვენი წინადადებები
თუ თქვენ გაგიჩნდათ იდეა ახალი ვიკიწიგნის შექმნის შესახებ გააცანით ის სხვა მომხმარებლებსაც. აუცილებელი სულაც არ არის მხოლოდ თქვენ იტვირთოთ წიგნის შექმნის მთელი სიმძიმე, რათქმა უნდა თუ თქვენ ამისათვის მზად არ ხართ. ჩართეთ სხვა მომხმარებლების ახალი ვიკიწიგნის შექმნაში. მეორე მხრივ, სასურველი წიგნის შესახებ ინფორმაცია დევს თითქის ყველა წიგნის თაროზე და თუ თქვენ წიგნის დაწერა გადაწყვიტეთ, მაგრამ ჯერ თემა არ აგირჩევიათ, გადახედეთ სასურველი ახალი წიგნების სიას, იქნებ იპოვოთ სასურველი თემა და მისცეთ გზა თქვეს მუზას.
ასევე არ დაგავიწყდეთ ვიკიწიგნები:ჩაიხანა. ეს ის ადგილია სადაც აგრეთვე შეგიძლიათ იპოვოთ თანამოაზრეები. ბევრი მომხმარებელი სტუმრობს ჩაიხანას სისტემატიურად. გააცანით მათ თქვენი იდეები და გაიზიარეთ მათი. ისაუბრეთ ახალი წიგნის და შესაძლო სტატიების შესახებ. თქვენ აუცილებლად შესძლებთ შექმნათ ახალი ვიკიწიგნი ან მიაწოდოთ იდეა სხვა ავტორებს. აქვე შეგიძლიათ იპოვოთ თანამოაზრეები და ერთად იტვირთოთ წიგნის შექმნის სირთულე.
[რედაქტირება] გაეცანით სხვა ვიკიწიგნებს
გადახედეთ უკვე არსებულ ვიკიწიგნებს. გაეცანით თუ როგორ უნდა შექმნათ კარგი წიგნი და იპოვეთ ახალი იდეები უკვე არსებული წიგნების ანალიზის საფუძველზე.ვიკიწიგნს არ აქვს მკაცრად შემუშავებული შაბლონი თავისი წიგნებისათვის. ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ ერთმანეთისგან სრულიან გასხვავებული დიზაინის წიგნებს იპოვით. საერთოდ კი კარგია გადახედოთ თვის წიგნს.
[რედაქტირება] დამატებითი ელემენტები
[რედაქტირება] ამოსაბეჭდი წიგნების შექმნა
თუ თქვენ გსურთ თქვენი წიგნი ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის როგორც მთლიანი ტექსტი - PDF ან სხვა ფორმატში, სჯობს თავიდანვე შექმნათ ამ წიგნის ”საბეჭდი ვერსია”. იხილეთ ვიკიწიგნები:ამოსაბეჭდი ვერსია.
[რედაქტირება] წინასიტყვაობა
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ვიკიწიგნის ”წინასიტყვაობა” ან ”შესავალი”, სადაც მოცემული იქნება მოკლე ინფორმაცია ახალი წიგნის შესახებ.
[რედაქტირება] ავტორთა სია და სტილის სახელმძღვანელო
შესაძლოა თქვენი წიგნი სხვა ხალხმა ჩაასწოროს. ამიტომ საჭიროა გვერდი, რომელშიც ჩამოთვლილნი იქნებიან ავტორები. გვერდის სახელი უნდა იყოს "ავტორები". ასევე კარგი იქნება თუ დაწერთ წიგნის სტილის მოკლე მიმოხუილვას იმის ჩათვლით თუ რა თარგები არის გამოყენებული და ა.შ.
[რედაქტირება] განვითარების დონე
შეგიძლიათ აღნიშნოთ თავები მათი დასრულების ხარისხის მიხედვით. ასევე წიგნის თაროზე შეგიძლიათ მიუთითოთ წიგნის მზაობა.
Next: შესვლა >>